ავღანეთში ერთადერთი სამუშაო, რისი უფლებაც ქალებს მისცეს - საპირფარეშოების დალაგებაა

"თალიბების" მიერ ავღანეთში დაწესებული უახლესი შეზღუდვების თანახმად, ქაბულის მთავრობასა და საჯარო სექტორში დასაქმებული ქალებიდან მუშაობის გაგრძელების უფლება მხოლოდ საპირფარეშოების დამლაგებლებს მიეცათ, რადგან "თალიბების" განცხადებით,  ეს ერთადერთი საქმეა, რომლის გაკეთებაც "თალიბ" კაცებს არ სურთ.

CNN-ის ცნობით, თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰამდულა ნოჰმანიმ განაცხადა, რომ "თალიბების" ბრძანების მიხედვით, ასობით ქალი სამუშაოს დატოვებს, რადგან ავღანეთის ისლამურმა საამირომ ასე გადაწყვიტა.

"მუნიციპალიტეტში 2,930 ადამიანი მუშაობს, აქედან 27% ქალია. მხოლოდ მათ შეეძლებათ მუშაობის გაგრძელება, რომელთა საქმიანობაც აუცილებელია. ვგულისხმობ იმ სახის სამუშაოებს, რომელთა შესრულება კაცებს არ შეუძლიათ, ან არ შეეფერება მათ, მაგალითად: საზოგადოებრივი საპირფარეშოების დალაგება", – ციტირებს სააგენტო "თალიბანის" წარმომადგენელს. 

"თალიბების" წინა მმართველობის დროს, ქალებს განათლების მიღება, მუშაობა და სპორტში მონაწილეობა ეკრძალებოდათ, თუმცა 20 წლის შემდეგ დაბრუნებული "თალიბების" გადაწყვეტილებით, ქალებს სწავლის უფლება და უმაღლესი განათლების მიღების საშუალება მისცეს, თუმცა ერთი პირობით, მხოლოდ სპეციალურად ქალებისთვის განკუთვნილ სასწავლებლებში, კაცებისგან განცალკევებით.

შარიათის წესებით მოქმედ დაჯგუფებას, პაკისტანში თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით ავღანეთიდან არაერთი სპორტსმენი ქალი გაექცა.

აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

მას შემდეგ, რაც ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყანა 31 აგვისტოს საბოლოოდ დატოვეს, "თალიბების" განცხადებით, ავღანეთში ომი დასრულდა.

ქვეყანაში ხელისუფლების უბრძოლველად დამხობის შემდეგ, ავღანეთიდან 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1711529850

ახალი ამბები

2 დაღუპული და 3 დაშავებული - უმძიმესი ავარია ლანჩხუთში

ლანჩხუთში, სოფელ ლესაში, ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა – ინფორმაციას gurianews ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ, 26 მარტს მოხდა. მათივე ცნობით,  ერთმანეთს...

ოზურგეთი

1711525288

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი სანამ დასკვნებს გამოიტანთ, ეცადეთ, შექმნილი სიტუაცია კარგად შეისწავლოთ. ამ დღეს ასაკით უფროს ადამიანებთან ურთიერთობა სასარგებლოა - მათი სიბრძნე და ცხოვრებისეული გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ....

ჰოროსკოპი

1711522200

ახალი ამბები

ჩვენ საქართველოსთან ერთად აღვნიშნავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ეხმაურება. „ჩვენ საქართველოსთან ერთად აღვნიშნავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას! ვულოცავ ყველას და წარმა...

ზოგადი

1711518480

ახალი ამბები

ბრიტანეთის საელჩო: გილოცავთ! კიდევ ბევრი გამარჯვება საქართველოს! ყოჩაღ!

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ეხმაურება. „გილოცავთ! კიდევ ბევრი გამარჯვება საქართველოს! გილოცავთ საქართველო! ყოჩაღ“, - წერს ბრიტანეთის საელჩო. საქ...

ზოგადი

1711515372

სპორტი

ერის გამაერთიანებელი გამარჯვება-საქართველო Euro 2024-ზე ითამაშებს!

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში, ჩვენმა გუნდმა საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა. დაძაბული მატჩ...

Nakrebi