დონალდ ტრამპი: ნიგერიის მთავრობა ქრისტიანების მკვლელობას კვლავ თუ დაუშვებს, აშშ შესაძლოა „ცეცხლითა და მახვილით“ შევიდეს ამ შერცხვენილ ქვეყანაში

 აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნიგერიის ხელისუფლება კვლავ თუ დაუშვებს ქვეყანაში ქრისტიანების მკვლელობის გაგრძელებას, აშშ შესაძლოა, ნიგერიაში შეიჭრას. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

„ნიგერიის მთავრობა ქრისტიანების მკვლელობას კვლავ თუ დაუშვებს, აშშ დაუყოვნებლივ შეუწყვეტს ნიგერიას ყოველგვარ დახმარებას და, შესაძლოა, „ცეცხლითა და მახვილით“ შევიდეს ამ ახლა უკვე შერცხვენილ ქვეყანაში, რათა მთლიანად გაანადგუროს ისლამისტი ტერორისტები, რომლებიც ამ საშინელ სისასტიკეს ჩადიან. ამით ვაძლევ მითითებას ჩვენს ომის დეპარტამენტს, მოემზადოს შესაძლო მოქმედებისთვის. ჩვენ თავს თუ დავესხმებით, ეს იქნება სწრაფი, სასტიკი და სასიამოვნო, ისევე როგორც ტერორისტი ბანდიტები ესხმიან თავს ჩვენს ძვირფას ქრისტიანებს! გაფრთხილება: ნიგერიის მთავრობამ უნდა იმოქმედოს სწრაფად!“, - წერს ტრამპი.

ცნობისთვის, 31 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნიგერიაში მოვლენები სახიფათოდ ვითარდება, რადგან ათასობით ქრისტიანს კლავენ. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ნიგერიაში ქრისტიანობა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას და რადიკალი ისლამისტები არიან პასუხისმგებელი „მასობრივ ხოცვა-ჟლეტაზე“. ტრამპის განცხადებას ნიგერიის ხელისუფლება გამოეხმაურა. ნიგერიის მთავრობამ პირობა დადო, რომ ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს და ამ მიმართულებით ვაშინგტონთან თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვა. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ნიგერია ღვთისმოშიში ქვეყანაა, სადაც პატივს სცემენ რწმენას, ტოლერანტობას, მრავალფეროვნებას და ინკლუზიურობას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762095420

სპორტი

20-წლამდელ ძალოსანთა შორის გოგა ჯაჯვანი ევროპის ჩემპიონი, გერვასი თაბაგარი კი ვიცე-ჩემპიონია

ალბანეთში 20-წლამდელებს შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირზე ქართველმა ძალოსანმა გოგა ჯაჯვანმა ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში ოქროს მედლები მოიპოვა, გერვასი თაბაგარმა კი აკვრაში...

 გოგა ჯაჯვანი

1762092826

საზოგადოება

პროკურატურამ ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე, რამაც მათი დაღუპვა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე, რამაც მათი დაღუპვა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. ყვარელში 31 ო...

ძაღლი

1762092236

საზოგადოება

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 2 ნოემბერს ღირსი მამა გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს აღნიშნავს

 საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 2 ნოემბერს ღირსი მამა გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. საზეიმო წირვა სამთავროს მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში აღევ...

მეუფე შიო

1762089498

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: დიდი ამბავი აუტეხიათ ჩემს ნათქვამზე ჩვენს უკრაინის პატრიოტებს, არადა უკრაინელების მომლოცველთა ჯგუფი იყო ჩამოსული და პატივისცემის ნიშნად, რამდენიმე ლოცვა ათქმევინეს საკუთარ ენაზე სვეტიცხოველში

 დიდი ამბავი აუტეხიათ ჩემს ამ ნათქვამზე ჩვენს უკრაინის პატრიოტებს, არადა უკრაინელების მომლოცველთა ჯგუფი იყო ჩამოსული და პატივისცემის ნიშნად, რამდენიმე ლოცვა ათქმევინეს საკუთარ ენაზე სვეტიცხოველში, - წ...

ანდრია ჯაღმაიძე

1762084628

საზოგადოება

ნინო წილოსანი წიქარიშვილზე: ასეთი აბსურდული და სასაცილოდ პათეტიკურია ამათი ბრძოლა ოკუპაციასთან

საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის ქმედებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ეხმიანება და იაფფასიან სცენას უწოდებს. გიორგი წიქარიშვილმა რუსულნომ...

ნინო წილოსანი