ევროკავშირი: „ზაპად-2025“-ის წვრთნები რუსეთის მშვიდობისკენ სწრაფვაზე არ მიუთითებს

ევროკავშირმა განაცხადა, რომ აკვირდება რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნებს „ზაპად-2025“-ს და მიიჩნევს, რომ ეს რუსეთის მშვიდობისთვის მზადყოფნის არარსებობას ადასტურებს. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის შესაბამისი განცხადება ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურმა გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი „ყურადღებით აკვირდება“ „ზაპად 2025“-ის სტრატეგიულ სამხედრო წვრთნებს.
„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული ომისა და რუსული დრონების მიერ ჩვენი წევრი სახელმწიფოების საჰაერო სივრცის განმეორებითი დარღვევის გათვალისწინებით, ZAPAD-2025-ის მსგავსი წვრთნები არ აჩვენებს დეესკალაციისა და მშვიდობისადმი ერთგულებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირი ასევე მიიჩნევს, რომ წვრთნებში სხვა ქვეყნების მონაწილეობა „უსაფრთხოების სერიოზული შეშფოთების საგანია“.
„ევროკავშირი მოელის, რომ რუსეთი და ბელარუსი სრულად შეასრულებენ თავიანთ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ეუთოს 2011 წლის ვენის დოკუმენტს.
ევროკავშირი კვლავ ფხიზლად რჩება ZAPAD-2025-თან დაკავშირებული ნებისმიერი პოტენციური უსაფრთხოების საფრთხის მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.
1758129486
სპორტივახტანგ ახობაძე მსოფლიო ჩემპიონი მეოთხედ გახდა
მსოფლიო ჩემპიონობა მეოთხედ - პარამკლავჭიდელი ვახტანგ ახობაძე კვლავ დაუმარცხებელია. ბულგარეთში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე ქართველმა ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონობა კარიერაში მეოთ...
1758127377
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო მაღალტექნოლოგიური, გლობალური და ინოვაციური სტარტაპების ჰაბად ჩამოყალიბდეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 150,000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში გამარ...
1758125796
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩემთვის ლევან ხაბეიშვილი არის ანიტა, მას შემდეგ, რაც უწყისიდან ამოვიკითხე ეს სახელი, გვითხრეს, რომ „ნაცმოძრაობიდან“ გამოჰქონდა ინფორმაცია და ამით გაამართლეს თანხის მიცემა, თუმცა ჩვენთვის ეს ყველაფერი მიუღებელი აღმოჩნდა
ჩემთვის ლევან ხაბეიშვილი არის ანიტა, მას შემდეგ, რაც უწყისიდან ამოვიკითხე ეს სახელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნ...
1758123751
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. შალვა პაპუაშვილი ახალგაზრდებს საქართველოს პარლამენტის საქმიანობის პრინციპე...
1758122497
ახალი ამბებიპრემიერი: ლევან ხაბეიშვილის დაპირება იყო კონკრეტული ქრთამის დაპირება სახელმწიფოს წინააღმდეგ დაპირისპირების სანაცვლოდ, ეს არის ძალიან ცხადი დანაშაულის ნიშნების შემცველი, დანარჩენს დაადგენს სასამართლო
ლევან ხაბეიშვილის დაპირება იყო კონკრეტული ქრთამის დაპირება სახელმწიფოს წინააღმდეგ დაპირისპირების სანაცვლოდ, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. როგორც მთავრობის მე...