ევროკავშირმა თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა

ევროკავშირმა თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შეამსუბუქა.

როგორც თურქეთში ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაშია ნათქვამი, 15 ივლისიდან თურქეთის მოქალაქეებს შენგენის ზონაში სამოგზაუროდ ვიზის მიღება გამარტივებული წესით შეუძლიათ.

კერძოდ, თურქეთის მოქალაქეებისთვის ამოქმედდა შენგენის ვიზის მიღების ე.წ. კასკადური წესი, რომლის თანახმადაც, იმ პირებს, რომლებსაც უკვე ჰქონდათ მოკლევადიანი ვიზა და არ აქვთ დარღვევები, შეუძლიათ, მიიღონ გრძელვადიანი მრავალჯერადი ვიზა შემდგომი განაცხადის წარდგენისას. თურქეთის მოქალაქეები ერთწლიანი მრავალჯერადი ვიზის მიღების შემდგომ შეძლებენ უკვე სამწლიანი და ხუთწლიანი ვიზების მიღებას.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„შესაბამის ინსტიტუტებთან და ევროკომისიასთან ერთად, ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას ჩვენი მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების მიღების პროცედურების გასაუმჯობესებლად“, - დასძინა სამინისტრომ.

ცნობისთვის, თურქეთი 1999 წლიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, თუმცა მისი გაწევრიანების პროცესი წლების განმავლობაში შეჩერებულია. ასევე, შეჩერდა თურქეთსა და ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციის პროცესი.

თურქეთში ევროკავშირის ელჩი თომას ჰანს ოსტროვსკი აცხადებს, რომ სავიზო რეჟიმის შემსუბუქება თურქეთის მოქალაქეების მოგზაურობის პროცესს გაამარტივებს და დააჩქარებს. დიპლომატის თქმით, ევროკომისია მზადაა, ზაფხულის შემდეგ ანკარასთან განაახლოს ოფიციალური მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის შესახებ ექვსი დარჩენილი პუნქტის შესასრულებლად.

„ევროკავშირის ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანას აქვს უვიზო მიმოსვლა, თურქეთის გარდა. მნიშვნელოვანია, განვაახლოთ შენგენის სივრცეში და ევროკავშირში უვიზო მოგზაურობის პროცესი“, – აღნიშნა ელჩმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752918381

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი: ვიზალიბერალიზაცია არის ბოლო ბერკეტი ევროპელ ბიუროკრატთა ხელში, რისი გამოყენებაც უნდათ ჩვენს წინააღმდეგ, რომ შემდეგ ხელისუფლებაში მოიყვანონ მათი აგენტურა, რათა მეორე დღესვე გააჩაღონ ომი რუსეთთან და გახსნან მეორე ფრონტი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჭეიშვილი ევრობიუროკრატთა მხრიდან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შანტაჟს ეხმიანება. ჭეიშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია არის ბოლო ბერკეტი ევროპელ ჩინოვნიკთა ხე...

ირაკლი ჭეიშვილი

1752915725

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: უარი განვაცხადეთ რომ საქართველო გამოეყენებინათ პროქსი ომში, როგორც სატელიტი სახელმწიფო, მას შემდეგ არის მუდმივი მცდელობები, რომ „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლონ რადიკალური ოპოზიციით, ვინც ნებისმიერ დავალებას შეასრულებს

„ჩვენ უარი განვაცხადეთ, რომ საქართველო ყოფილიყო გამოყენებული პროქსი ომში როგორც სატელიტი სახელმწიფო. ეს რა თქმა უნდა ევრობიუროკრატებმა, არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველებმა ვერ გვაპატიეს“, - განაცხ...

ლევან მაჭავარიანი

1752913967

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ საზღვრის უკანონოდ კვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,...

3 მოქალაქე დააკავა

1752912843

ახალი ამბები

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის საგურამოს პოლიციისა და დუშეთს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების...

ცეცხლსასროლი იარაღი

1752911335

ახალი ამბები

გიორგი აბაშიშვილი - არ არსებობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, სარეიტინგო სააგენტო, ეკონომიკურ ანალიტიკაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მცირედიც მაინც მოლდოვას ახლოს დააყენებს საქართველოსთან!

„რადგან არ წყდება სრულიად არაკვალიფიციური მითები „მოლდოვური სასწაულის„ შესახებ, მოდით მხოლოდ ციფრებით ვთქვათ რეალობა და ეს ცოფრებიც მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან ავიღოთ,”- ამი...

გიორგი აბაშიშვილი