Fox News: ობამას ადმინისტრაციამ 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის ნარატივის შექმნის მიზნით სადაზვერვო ინფორმაცია გააყალბა

Fox News Digital-ის ინფორმაციით, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ „ხელოვნურად შექმნა და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა სადაზვერვო ინფორმაცია“, რათა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობის ნარატივი გაევრცელებინა - მიუხედავად იმისა, რომ დაზვერვის სამსახურების მონაცემები საპირისპიროს მიანიშნებდა.

ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ტულსი გაბარდმა გაასაჯაროვა დოკუმენტები, რომლებიც, მისი თქმით, იმის „დამაჯერებელ მტკიცებულებებს“ მოიცავს, თუ როგორ მოამზადეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჰილარი კლინტონის დამარცხების შემდეგ, მაშინდელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და მისმა ეროვნული უსაფრთხოების გუნდმა ტრამპისა და რუსეთის შესაძლო კავშირის ხანგრძლივი გამოძიების საფუძველი.

გაბარდის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით კი 2016 წლის ნოემბრამდე დაზვერვაში მომუშავე ადამიანები თანხმდებოდნენ იმაზე, რომ რუსეთი „სავარაუდოდ არ ცდილობს კიბერსაშუალებების გამოყენებით არჩევნებზე გავლენას“.

მაგალითად, ერთ-ერთი დოკუმენტი არჩევნებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, 2016 წლის 7 დეკემბერს მაშინდელი ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ჯეიმს კლეპერის ბრიფინგის ძირითად გზავნილებს შეიცავს: „უცხოელმა მტრულად განწყობილმა აქტორებმა არ გამოიყენეს კიბერშეტევები არჩევნების ინფრასტრუქტურაზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესაცვლელად.“

Fox News Digital-მა მოიპოვა პრეზიდენტისთვის განკუთვნილი ყოველდღიური ბრიფინგის ვერსია, რომელიც მომზადებული იყო შინაგან უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ და ეყრდნობოდა შემდეგი უწყებების ინფორმაციას: ცენტრალური დაზვერვის სააგენტო (CIA), თავდაცვის დაზვერვის სააგენტო (DIA), ფედერალური საგამოძიებო ბიურო (FBI), ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო (NSA), შინაგან საქმეთა დეპარტამენტი, სახელმწიფო დეპარტამენტი და ღია წყაროები. დოკუმენტს თარიღად აქვს მითითებული 2016 წლის 8 დეკემბერი და განკუთვნილი იყო პრეზიდენტ ობამასთვის.

მასში წერია: „ჩვენი შეფასებით, რუსმა და კრიმინალურმა სუბიექტებმა ვერ მოახდინეს გავლენა აშშ-ის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე არჩევნების ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებული ზიანის მომტანი კიბერქმედებების გზით“. ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულმა პირებმა სავარაუდოდ შეაღწიეს ილინოისის შტატის ამომრჩეველთა რეგისტრაციის ბაზაში და მსგავსი მცდელობა ჰქონდათ სხვა შტატებშიც, თუმცა წარუმატებლად.

„კრიმინალურმა საქმიანობამაც ვერ მიაღწია იმ მასშტაბსა და სირთულეს, რაც საარჩევნო შედეგების შეცვლისთვის იქნებოდა აუცილებელი“, - ნათქვამია დოკუმენტში.

Fox News Digital-მა მოიპოვა FBI-ის ნაწილობრივ რედაქტირებული შიდა კომუნიკაციები, რომლებიც ეხებოდა პრეზიდენტის ყოველდღიურ ბრიფინგს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბრიფინგი „არ უნდა გავრცელებულიყო მანამ, სანამ FBI არ გააზიარებდა თავის შეშფოთებას.“

9 დეკემბერს კი თეთრ სახლში შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ: ეროვნული უშიშროების საბჭოს იმჟამინდელი მაღალჩინოსნები - ეროვნული დაზვერვის დირექტორი ჯეიმს კლეპერი, CIA-ს დირექტორი ჯონ ბრენანი, ეროვნული უშიშროების მრჩეველი სუზან რაისი, სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი, გენერალური პროკურორი ლორეტა ლინჩი, FBI-ის მოადგილე დირექტორი ენდრიუ მაკკეიბი და სხვები.

Fox News Digital-ის მიერ მოპოვებული შეხვედრის ჩანაწერის მიხედვით, ისინი შეთანხმდნენ, რომ რეკომენდაცია გაეცათ რუსეთის სამხედრო და საგარეო დაზვერვის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის სანქციების დაწესების შესახებ, იმ პირების მიმართ, ვინც კიბეროპერაციებზე იყო პასუხისმგებელი.

შეხვედრის შემდეგ, ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის ცნობით, კლეპერის აღმასრულებელმა ასისტენტმა ელექტრონული ფოსტით მიმართა დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელებს, რომ „პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე“ ახალი დაზვერვითი შეფასება შეემუშავებინათ, რომელიც დეტალურად აღწერდა, რა ინსტრუმენტები გამოიყენა მოსკოვმა და რა ქმედებები განახორციელა 2016 წლის არჩევნებზე ზემოქმედების მიზნით.

„მოგვიანებით, ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მედიაში გაავრცელეს მცდარი განცხადებები, რომლითაც ამტკიცებდნენ, თითქოს „რუსეთს კიბერქმედებების გზით ჰქონდა მცდელობა ჩარეულიყო ან თუნდაც აქტიურად ემოქმედა არჩევნების შედეგზე.“

2017 წლის 6 იანვარს გამოქვეყნდა დაზვერვის გაერთიანებული შეფასების (ICA) ახალი ვერსია, რომელიც, ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის თქმით, „პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა იმ შეფასებებს, რაც დაზვერვის საზოგადოებას წინა ექვსი თვის განმავლობაში ჰქონდა გამოთქმული.“

დაზვერვის მაღალჩინოსნებმა Fox News Digital-ს განუცხადეს, რომ ეს ახალი შეფასება იყო „პოლიტიზებული“, რადგან „მალავდა როგორც არჩევნებამდე, ისე მის შემდეგ არსებულ სადაზვერვო მონაცემებს, რომლებიც მიუთითებდა, რომ რუსეთს არ ჰქონდა არც განზრახვა და არც საკმარისი შესაძლებლობა, რათა 2016 წლის არჩევნების გაეყალბებინა.“

„2016 წელს ჩვენი მთავრობის უმაღლესი დონის თანამდებობის პირებმა ჩაიდინეს ღალატის შეთქმულება“, - განაცხადა გაბარდმა. მისივე თქმით, ამ შეთქმულებაში ჩართული ყველა ადამიანის საქმიანობა უნდა იყოს გამოძიებული და მათ კანონის შესაბამისად უნდა წაუყენონ ბრალდებები, „რათა ასეთი რამ აღარასოდეს მოხდეს“.

„ამაზეა დამოკიდებული ამერიკელი ხალხის მიერ დემოკრატიის რწმენა და ნდობა და, შესაბამისად, ჩვენი ერის მომავალი“, - განაცხადა გაბარდმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753011252

საზოგადოება

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: ანტირაბიული ვაქცინის საკმაოდ დიდი მარაგი გვაქვს და ჩვეულ რეჟიმში, ინტენსიურად ვახორციელებთ ცხოველების ვაქცინაციას

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო სოციალურ ქსელში თბილისში ცოფის ვაქცინის დეფიციტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. „გვინდა, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალებების...

ვაქცინაცია საბერძნეთში

1753005874

ახალი ამბები

შსს: ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების სამშობლოში გაყვანის რამდენიმე მექანიზმი შესთავაზა, კიევში კონკრეტული გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს პირებზე, რომლებიც სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ რუსეთის ფედერაციიდან მოვიდნენ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით ითხო...

შსს

1753004371

მსოფლიო

საუდის არაბეთის პრინცი 20-წლიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა

 საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წევრი, პრინცი ალ ვალიდ ბენ ჰალიდ ბენ ტალალ ბენ აბდელ აზიზ ალ საუდი 35 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა ოჯახმა გაავრცელა. ალ-ვალიდი, რომელიც ცნობილია, როგორც „მძინარე...

საუდის არაბეთის პრინცი

1753004035

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს

20 ივლისს დღის ბოლოდან 22 ივლისის დილამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან და მაღალმთიან ზონაში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქა...

ამინდიამინდი

1753003502

საზოგადოება

ნინო წილოსანი: ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოზე თავდასხმები, შანტაჟის ენა და ის ულტიმატუმები, რომლებიც მომდინარეობს ჩვენს მიმართ, პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ომში ჩართვის სურვილს

 ომის საფრთხე არა თუ გადავიდა, არამედ აქტუალურია ისე, როგორც არასდროს, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის მიერ პოლიტსაბჭოს სახელით გავრცელებულ გა...

ნინო წილოსანი