გერმანია კარანტინში მყოფ აუცრელ მუშაკებს, კომპენსაციის გადახდას შეუწყვეტს - ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა

არავაქცინირებულ მუშაკებს, რომლებიც კორონავირუსის საფრთხის გამო 2-კვირიან კარანტინში გადადიან  გერმანია კომპენსაციის გადახდას შეუწყვეტს, -  ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს სპანმა განაცხადა.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, გერმანიის მოქალაქეები, "მაღალი რისკის" ქვეყნებში მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ (ბრიტანეთი, თურქეთი და საფრანგეთი) 5-დღიანი კარანტინის რეჟიმს ექვემდებარებიან და ამის გამო დამსაქმებელი იძულებულია მათ კომპენსაცია გადაუხადოს, რაც მისი თქმით ბიზნესს დააზარალებს.

"წესები, რომელსაც გერმანიის 16 ფედერალური შტატის მთავრობები განახორციელებენ, ძალაში შევა არაუგვიანეს 11 ოქტომბრისა. ჩვენ ეს შეზღუდვა სხვანაირად უნდა დავინახოთ, ეს ეხება სამართლიანობას. მათ, ვინც თავს და სხვებს იცავს ვაქცინაციის საშუალებით, შეუძლიათ სამართლიანად იკითხონ, რატომ უნდა გადავუხადოთ მათ, ვინც კარანტინში აღმოჩნდა რისკის ზონაში დასვენების შემდეგ", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა პრესკონფერენციაზე.

გერმანიაში ვაქცინაცია სავალდებულო არ არის, თუმცა ასეთი ინიციატივის გამო ჯანდაცვის მინისტრი უკვე გააკრიტიკეს.

კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ბევრ მუშაკს არ აქვს საშუალება დარჩეს სახლში ანაზღაურების გარეშე, და ხელისუფლების მსგავსი ზომები, კიდევ უფრო არა პოპულარულს გახდის ვაქცინაციას.

ცნობისთვის, გერმანიას აქვს მკაცრი კანონები, რომლებიც მოქალაქის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას არეგულირებს  და დამსაქმებლებს, როგორც წესი, არ აქვთ უფლება ჰკითხონ პერსონალს ინფორმაცია ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით.

გერმანიაში სრულად აცრილია მოზრდილთა 74%-ი, ხოლო მთლიან ევროკავშირში 72,3%-ი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები