ირანისა და რუსეთის საზღვაო ძალები მომავალ კვირაში კასპიის ზღვაში ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ

 ირანისა და რუსეთის საზღვაო ძალები მომავალ კვირაში კასპიის ზღვაში ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ.

ერთობლივი საზღვაო სამაშველო და დახმარების წვრთნები, კოდური სახელწოდებით CASAREX 2025, კასპიის ზღვაში ორშაბათს, 21 ივლისს დაიწყება და სამ დღეს გაგრძელდება.

წვრთნებს ირანის საზღვაო ძალების ჩრდილოეთის ფლოტი უმასპინძლებს, თემა კი იქნება „ერთად უსაფრთხო და დაცული კასპიის ზღვისთვის“.

წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალების, ირანის ისლამური რესპუბლიკის სამართალდამცავი სარდლობისა და რუსეთის ფედერაციის საზღვაო ძალების სამხედრო მოსამსახურეები.

წვრთნებში ასევე ჩაერთვებიან დამკვირვებლები კასპიის ზღვის სანაპირო ზოლის რამდენიმე სახელმწიფოდან. როგორც აღინიშნა, სამაშველო წვრთნები მიზნად ისახავს საზღვაო უსაფრთხოების ამაღლებასა და კასპიის ზღვის ქვეყნების საზღვაო ძალებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753022021

ახალი ამბები

აფხაზეთიდან დევნილებს ჩაფიძის გულის ცენტრში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ჩაფიძის გულის ცენტრში დროებით დევნილ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა...

დევნილები

1753019820

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: როდესაც საქართველოს მიმართ ბრიუსელის პრეტენზიებში ვინმე სამართლიანობის რაიმე მარცვალს ეძებს, არ დაგვავიწყდეს, ეს ის ბრიუსელია, რომელმაც სააკაშვილის დემენცია გამოიგონა და დემარშებით ციხიდან მის დახსნას ცდილობდა

 როდესაც საქართველოს მიმართ ბრიუსელის პრეტენზიებში ვინმე სამართლიანობის რაიმე მარცვალს ეძებს, არ დაგვავიწყდეს, ეს ის ბრიუსელია, რომელმაც სააკაშვილის დემენცია გამოიგონა და დემარშებით ციხიდან მის დახსნა...

შალვა პაპუაშვილი

1753017704

ახალი ამბები

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

 ინგუშეთში, საქართველოს საზღვრიდან 26 კილომეტრში 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები...

კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

1753013655

საზოგადოება

ილია ინჯია ოპოზიციის აქციაზე: რამდენიმე კვირაა ემზადებიან, მაგრამ ნათლად გამოჩნდა ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილი, რომ ჩვენ ქვეყანაში იყოს შენარჩუნებული მშვიდობა და ის კურსი, რომელიც დღეს გვაქვს აღებული, გაგრძელდეს

 რამდენიმე დღეა, ემზადებიან, შეიძლება, კვირებიც, მაგრამ ნათლად გამოჩნდა ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილი, რომ ჩვენ ქვეყანაში იყოს შენარჩუნებული მშვიდობა და ის კურსი, რომელიც დღეს გვაქვს აღებული გა...

ილია ინჯია

1753013578

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: ჯაფარიძის და ნამუსგარეცხილი ოპოზიციის ტრაგედია სწორედ იმაშია, რომ პოლიტიკოსობა შარვლის ჩახდა და სხვა ქვეყნის მსახურება ჰგონიათ, ამიტომაცაა, რომ სამუდამოდ ამ პოზაში დარჩებიან

 უსამშობლო და პრინციპებისგან დაცლილი ფიგურებისგან გასაკვირი რომ არაფერია, საზოგადოება ამაში არაერთხელ დარწმუნდა, მით უფრო, თუკი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეზეა საუბარი. საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის შესა...

რატი იონათამიშვილ