მოსკოვმა, ჯო ბაიდენის ცოლსა და ქალიშვილს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა სანქცირებულთა სიას აშშ-ის კიდევ 25 მოქალაქე დაამატა, მათ შორის ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ოჯახის წევრები.

რუსეთის "შავ სიაში", კერძოდ, მოხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტის მეუღლე და ქალიშვილი, ჯილ და ეშლი ბაიდენები.

"რუსეთის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების წინააღმდეგ აშშ-ის მუდმივი სანქციების საპასუხოდ, "სტოპ-ლისტში" შევიდნენ რუსოფობიური კურსის ფორმირებაზე პასუხისმგებელი სენატორები, ე.წ. მაკფოლ-ერმაკის ჯგუფის წევრები, რომლებიც შეიმუშავებენ რეკომენდაციებს ანტირუსული შეზღუდვების შესახებ, ასევე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ოჯახის წევრები, სულ 25 ადამიანი", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სიაში აგრეთვე არიან კონგრესის წევრები, სენატორები.

რუსული საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსის" თანახმად, აშშ-ის მოქალაქეების საერთო რაოდენობა, რომელთა წინააღმდეგ მოსკოვმა სანქციები დააწესა, 1048 ადამიანს აღწევს.

ასევე საინტერესოა:

🔵 “ჩემი ოჯახი, ჩემს ეზოში ფეხშიშველი სიარული მენატრება” - ემიგრანტი ჟურნალისტი იტალიიდან

🔵 "ვატიკანში გალობით, ზოგის თქმით - ევროპაში შევედით - ზოგმა გააკრიტიკა... ჩამოვყალიბდეთ, ევროპაში ვართ, თუ ცოდვაში…"

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები