სომეხი ტყვეები აზერბაიჯანმა, დანაღმული ადგილების რუკაში გაცვალა

აზერბაიჯანმა სომხურ მხარეს  15 დაკავებული, სომხეთის მიერ აღდამის რაიონის ტერიტორიების დანაღმული რუკების გადაცემის სანაცვლოდ დაუბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაცია,  აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განხადებაშია აღნიშნული.

ეს რაიონი ყარაბაღის მეორე ომის შედეგად აზერბაიჯანის არმიის კონტროლქვეშ გადავიდა.

ტყვეთა გაცვლის პროცესი, რომელიც საქართველო აზერბაიჯანის საზღვარზე მოხდა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპა-ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის აქტიური ხელშეწყობით განხორციელდა.

„მიღწეული შეთანხმების თანახმად, 2021 წლის 12 ივნისს, სომხეთის მიერ დანაღმული მინდვრების რუკის მიწოდების სანაცვლოდ, სადაც მითითებულია 97 ათასი ქვეითსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის ადგილმდებარეობა აღდამის რაიონში, აზერბაიჯანმა მას 15 დაკავებული სომეხი გადასცა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობით.

ჩვენ ვაფასებთ იმ მხარდაჭერას, რომელიც ამ ჰუმანიტარული აქციის საქმეში, საქართველოს მთავრობამ განახორციელა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. ამავდროულად, განსაკუთრებით ვუსვამთ ხაზს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და ეუთოში შვედეთის წარმომადგენლობის როლს.

მიღებული ნაღმების რუკა ათობით ათასი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გადაარჩენს, მათ შორის, გამნაღმველების, და დააჩქარებს რეკონსტრუქციის პროექტებს, რომლებიც აღდამში იძულებით დევნილთა დაბრუნების მიმართულებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დააინიცირა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანს საკუთარი შვილის სანაცვლოდ ტყვეების გათავისუფლება შესთავაზა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714033048

მსოფლიო

რუსეთმა ჩერკასის ოლქს რაკეტებით შეუტია, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულები

დილით რუსმა ოკუპანტებმა ჩერკასის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.  „წინასწარი ინფორმაციით, ჩერკასის ოლქში კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ დროისთვის ექიმებს დასახ...

რაკეტებით შეტევა

1714030619

საზოგადოება

გიორგი აბდალაძე: დღეს რომ ადამიანი გლდანის ციხიდან გაღიმებული გამოდის, „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა

დღეს რომ ადამიანი გლდანის ციხიდან გაღიმებული გამოდის, ზუსტადაც „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე ლაზარე გრიგორიადისის ცი...

გიორგი აბდალაძე

1714029586

ჰოროსკოპი

ვის ელის სასიხარულო სიურპრიზი და ვინ არ უნდა მოაწეროს ხელი მნიშვნელოვან ხელშეკრულებას? - 25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვის ელის სასიხარულო სიურპრიზი, ვინ არ უნდა მოაწეროს ხელი მნიშვნელოვან ხელშეკრულებას და ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის არ არის დღეს სასურველი შორ მანძილზე მგზავრობა? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვი...

ნინა სუსლოვა

1714029100

ახალი ამბები

„პოლიკლინიკის დირექტორმა და ექიმმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც დეპორტაციას ექვემდებარებოდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობა დაუმზადეს“ - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებულ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

1714026064

ახალი ამბები

„იმ ბავშვებს, აქციაზე რომ დგანან, მინდა ვკითხო, იციან გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის შესახებ?“ - მიხეილ ყაველაშვილი

„ამ ბავშვების გვერდით, რომლებიც გამჭვირვალობის კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე არიან, დგას, მაგალითად, შოთა უტიაშვილი, რომელიც 26 მაისის დარბევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, სადაც ხანდაზმული ადამია...

მიხეილ ყაველაშვილი