თეთრი სახლი სი ძინ პინს მოუწოდებს, ზეწოლა განახორციელოს ვლადიმერ პუტინზე, რათა მან პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს

თეთრი სახლი მოუწოდებს ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს, გამოიყენოს თავისი ვიზიტი მოსკოვში, რათა უთხრას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს და დაასრულოს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.
ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
კირბის თქმით, სი ძინპინი უნდა დაელაპარაკოს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინაზე ომის გავლენის შესახებ.
„ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთის პრეზიდენტს, განახორციელოს ზეწოლა პირდაპირ პუტინზე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობასთან დაკავშირებით. მსოფლიო და ჩინეთის მეზობლები აუცილებლად ყურადღებით მიადევნებენ ამას თვალს“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ სი ძინ პინი რუსეთში ოფიციალური სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. ის უკვე შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. რუსული მედიის ცნობით, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების მოლაპარაკებები 4,5 საათს გაგრძელდა.
1684942519
ემიგრაცია„ვინ იცნობს ამ ქალბატონს?“ - ქართველი ემიგრანტები ხანდაზმული ქალისთვის თავშესაფარს ეძებენ
„ვინ იცნობს ამ ქალბატონს?“ - ამ სათაურით პოსტს სოციალურ ქსელში, ფლორენციაში მცხოვრები ემიგრანტი, ქართულ-იტალიური დუეტის „ლალიმბერტი“ ქართველი შემსრულებელი, ლალი ბურდული აქვეყნებს და საემიგრაციო საზოგა...
1684919267
ემიგრაცია„ქართული ღირსებისთვის არ არის საკმარისი კვარაცხელია, სურგულაძე და ბურჭულაძე, ამიტომ გთხოვთ არა მარტო თქვენ, არამედ ყველა ქართველს, ერთად ვიბრძოლოთ ამ ფაქტის წინაშე“ - ლია გვიჩიანი
ეკონომიკური, სოციალური და სხვა სახის პრობლემების დაძლევის მიზნით, საქართველოდან ემიგრაციაში წასვლის მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. საემიგრაციო ქვეყნებში გაზრდილი დიასპორა კი თვითგადარჩენის და...
1684916240
ემიგრაცია„ელდა მეცა, ჩემოდანი ჩავალაგე და ემიგრაციის გზას დავადექი... რა ვქნა წამლის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია...“ - წამალდამოკიდებული ემიგრანტის ისტორია
ემიგრაცია , რომელიც საარსებო მინიმუმის გაზრდას გულისხმობს და ბოლო პერიოდში ბევრისთვის საყოფაცხოვრებო მდგომარეობის გაუმჯობესებას უკავშირდება, ამავე დროს უმრავლესობისთვის არასწორი ცხოვრების გზა შეიძლება...
1684772763
ბიზნესილარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა - რამდენად შეიძენთ 23 მაისს უცხოურ ვალუტას
22 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.36 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5376 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით,...
1684753699
სპორტიქართველი მოჭადრაკეების წარმატება ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე
ალბანეთის ქალაქ დურესში გაიმართა ევროპის სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში, სადაც წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოჭადრაკეებმა. მათ საერთო ჯამში 8 მედალი მოიპოვეს: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ევროპის ჩ...