The Washington Post: შესაძლოა, 2100 წლისთვის უკრაინის მოსახლეობა 15 მილიონამდე შემცირდეს

უკრაინის მოსახლეობა სწრაფად მცირდება და ამან, შესაძლოა, სერიოზული გავლენა მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკურ სიჯანსაღეზე, პოლიტიკურ სტაბილურობაზე, ეთნიკურ მრავალფეროვნებასა და მომავალში, ომის წარმოების უნარზე. ამის შესახებ სტატიას The Washington Post ავრცელებს.

ოფიციალური პირების შეფასებით, დღეისთვის უკრაინის მოსახლეობის რაოდენობა, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით, 36 მილიონზე ნაკლებია. სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს რიცხვი შეფასებითია და შესაძლოა, გაცილებით ნაკლებიც იყოს.

„თუ დემოგრაფიული ტენდენციები გაგრძელდა, მოსალოდნელია, რომ უკრაინის მოსახლეობის რაოდენობა 2100 წლისთვის 15 მილიონზე ჩამოვიდეს“, - წერს WP.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, უკრაინაში დემოგრაფიული მაჩვენებლები ომამდეც ერთ-ერთი ყველაზე უარესი იყო მსოფლიოში. 2001 წელს, ქვეყანაში საშუალოდ 1.1 ბავშვი დარეგისტრირდა თითო ქალზე, რაც „ჩანაცვლების კოეფიციენტზე“ (2.1) რაც გაცილებით დაბალია.

„მომდევნო წლებში, ეს მაჩვენებელი გაუმჯობესებისკენ წავიდა, თუმცა, შემდეგ ომი დაიწყო და შობადობა 1.0-ზე დაბლა დაეცა“, - წერს სტატიის ავტორი გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ივლისში გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

კიევის რეპროდუქციული მედიცინის კლინიკა „დედა და შვილი“ სპეციალისტი ვიტალი რადკო ამბობს, რომ პრობლემას წარმოადგენს არა ქვეყნიდან მხოლოდ გადინება, არამედ უკრაინაში დარჩენილი მოსახლეობის განწყობებიც.

„მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც შვილები უნდა ჰყავდეს, რომლებსაც ოჯახების ყოლა შეუძლიათ, მნიშვნელოვნად შემცირდა. რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალების დიდი რაოდენობა უკრაინის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს, ხოლო მამაკაცები ან იბრძვიან, ან დაღუპულები არიან, ან დაჭრილები, ანაც ქვეყნიდან წასულები.

ამას დამატებული, ვინც დარჩა, ზოგი სტრესშია, ზოგი ეკონომიკურ სტაგნაციასა და სიღარიბეში. ყველას არ სურს, არ შეუძლია ან არ არის მზად ოჯახის შესაქმნელად“, - ამბობს რეპროდუქციის სპეციალისტი.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1740666859

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლოკალურ შტაბში იმყოფებოდა

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, გურიის რეგიონში, ოზურგეთის რაიონ სოფელ ბაილეთში მოწყობილ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლოკალურ შტაბში იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა...

შინაგან საქმეთა მინისტრი

1740666823

მსოფლიო

პუტინმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან პირველი კონტაქტები გარკვეულ იმედებს იძლევა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან პირველი კონტაქტები გარკვეულ იმედებს იძლევა. „თქვენ ხედავთ, რამდენად სწრაფად იცვლება მსოფლიო და გლობალური გარემო. ამ კონტე...

პუტინმა და ტრამპმ

1740665665

საზოგადოება

საქართველოში ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი გაიზარდა

საერთაშორისო კვლევითი კომპანიის STR Global-ის მონაცემებით, 2024 წელს, საქართველოში ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი 53.1%-ია, რაც 2023 წლის მონაცემებთან შედარებით +5.3%-ით მეტია. აღსან...

კოვიდ 19

1740665110

ახალი ამბები

28 თებერვალს ვაკეში წყალი შეწყდება

ხვალ, 28 თებერვალს, „ჯორჯიან უოთერ ენდფაუერი“ ვაკის რაიონში, გიორგიშატბერაშვილის ქუჩის N46-ის მიმდებარედწყალმომარაგების სტაბილურობისთვისაუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ჯივიპის ინფორმაციით, ტექნიკურისა...

წყალი შეწყდება

1740664615

მსოფლიო

რამზან კადიროვის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერის თანამდებობას ტოვებს

ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის უფროსმა ქალიშვილმა აიშატ კადიროვამ, რომელიც ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერი იყო, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ მან ინსტაგრამზე დაწერა. „ეს სამუშაო...

რამზან კადიროვის ქალიშვილი