ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრა ბოლო მომენტში გააუქმა, მაგრამ მაკრონი ჩაერია და გადააფიქრებინა - ფრანგული მედია

ამერიკის შეერთებულ შტატებს სურდა, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი ვაშინგტონში გაეუქმებინა, მაგრამ პარიზის ჩარევის შემდეგ გადაიფიქრა. ამის შესახებ ტელეკომპანია BFMTV ფრანგულ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
მედიის ცნობით, გუშინ თეთრმა სახლმა უკრაინის ლიდერს სთხოვა, არ ჩასულიყო შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად.
„ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაურეკა ემანუელ მაკრონს, რომელიც თავის მხრივ დაუკავშირდა დონალდ ტრამპს, სთხოვა, მიეღო მისი კოლეგა და დაამატა, რომ მისთვის გარანტიას იძლეოდა. დონალდ ტრამპი საბოლოოდ დათანხმდა და ოთხშაბათს [26 თებერვალს] გამოაცხადა, რომ უკრაინის ლიდერს თეთრ სახლში მიიღებს“, - განაცხადა წყარომ.
როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში პარასკევს, 28 თებერვალს, არის დაგეგმილი. შეხვედრის მთავარი მიზანი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან იშვიათი მიწის მინერალების მოპოვების სფეროში თანამშრომლობის შესახებ წინასწარი შეთანხმების გაფორმებაა.
შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის გარდა, ზელენსკი ტრამპთან უსაფრთხოების გარანტიების საკითხებს და უკრაინის შემდგომ მხარდაჭერას განიხილავს.
1740678391
მსოფლიო„პოლიტიკო“ - უნგრეთის მთავრობა ლგბტქ+ პრაიდის მსვლელობას კრძალავს
უნგრეთის მთავრობა ლგბტქ+ პრაიდის მსვლელობას კრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ უნგრეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. უნგრეთს მთავრობის წარმომადგენელი, გერგლი გულიაში აცხადებს, რომ საზო...
1740676288
ახალი ამბები„ყინვა და ზვავსაშიშროება“ - 112 მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს. ცენტრის ცნობით, 3 მარტამდე საქართველოში შენარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობე...
1740673725
სპორტისაქართველოს სახელით მოასპარეზე მოფარიკავე ალექსანდრა კუვაევა ევროპის ვიცე-ჩემპიონია
თურქეთში იუნიორებსა და კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ხმლით მოფარიკავე იუნიორებს შორის საქართველოს სახელით მოასპარეზე ალექსანდრა კუვაევამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან ნეიტრალუ...
1740672732
საქართველოEBRD-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა. აღნიშნულის შესახებ, EBRD-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ. ბოლო განა...
1740670685
ახალი ამბებიგურიის რეგიონში 140 ტონა სურსათი გაიგზავნა
გურიის რეგიონში, დიდთოვლობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, 140 ტონა სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქტები გაიგზავნა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. „პრემიერ-მინისტრის ხელ...