თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ტერიტორიაზე თურქული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ვინაობა დაასახელა

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ტერიტორიაზე თურქული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ვინაობა დაასახელა.

დაღუპულთა შორის არიან: პილოტი გოხან კორკმაზი, თვითმფრინავის ტექნიკური სამსახურის უფროსი ლეიტენანტი ემრე მერკანი, თვითმფრინავის ტექნიკური სერჟანტი ნური ოზკანი, თვითმფრინავის ტექნიკური უფროსი სერჟანტი ილჰან ონგანი, საჰაერო შტაბის უფროსი ილკერ აიკუტი და საჰაერო ძალების ოფიცერები: სერდარ უსლუ, ნიჰატ ილგენი, ჯუნეით კანდემირი, უმიტ ინცე, ბურაკ ოზკანი, ემრა კურანი, ჰამდი არმაგან კაპლანი, აკინ კარაკუსი, რამაზან იაგიზი, ემრე ალთიოკი, ბურაკ იბიგი, ბერკაი კარაჩა, აჰმედ იაშარ კუიუჩუ, ჯემ დოლაპჩი და ემრე საინი.

ცნობისთვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762932392

ახალი ამბები

კახეთში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არარეგისტრირებული ყველის საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში განხორციელებული მოკვლევის შედეგად, ყველის არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინეს. აღნიშნულის შეს...

იმერული ყველი

1762930659

ახალი ამბები

სუსმა აღმოაჩინა იარაღის სამალავი, საიდანაც სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა ამოიღო

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იარაღის სამალავი აღმოაჩინა, საიდანაც სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა ამოიღო. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიო ავრცელებს. „...

 ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა ამოიღო

1762930120

ახალი ამბები

ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბოლნისი-დმაისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. ადგილობრი...

 ხე-ტყის უკანონო მოპოვება

1762926246

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: ვიღაცას რომ მოუტრიალდება ენა და იტყვის, საქართველომ თურმე გადაუხვია ევროინტეგრაციის გზას, ეს არის ან სიბეცე ან მიზანმიმართულად ქვეყნის შანტაჟი, ამას არ გავატარებთ

ვერ გაითავისეს და ვერ გაიაზრეს, რომ შანტაჟისა და მუქარის ენით ქართველებს არ უნდა გველაპარაკონ, არ უნდა ელაპარაკონ იმ სახელმწიფოს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ევროინტეგრაციისთვის და აკეთებს დღემდე, - გა...

ირაკლი ზარქუა

1762924608

ახალი ამბები

ზარქუა საფრანგეთის ელჩის „ენჯეოების“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე: დასამალი თუ არაფერი გაქვს, პირადად, სახლში რატომ უნდა მიიღო რადიკალების წარმომადგენელი და მათი დამფინანსებელი არასამთავრობო ორგანიზაციები?

საფრანგეთის ელჩის საიდუმლო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გარკვეულ კითხვებს ბადებს მმართველ პარტიაში. თემაზე კომენტარი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის...

ირაკლი ზარქუა