"ვიღებ ჩემს პასუხისმგებლობას. შეუფერებელი იყო, რომ ბავშვებს რეკლამა გაეკეთებინათ იმ ნივთებისთვის, რომლებთანაც არანაირი კავშირი არ აქვთ" - დემნა "ბალენსიაგას" ირგვლივ სკანდალზე

ბალენსიაგას შემოქმედებით ხელმძღვანელი Demna მოდის სახლის კამპანიის Gift Shop-ის  ფარგლებში გამოქვეყნებულ ფოტოებთან დაკავშირებით ბოდიშს იხდის.

წერილი დიზაინერმა Instagram-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

"მსურს პირადად მოგიბოდიშოთ არასწორი არტისტული არჩევანისთვის სადღესასწაულო კამპანიის შინაარსის შესახებ.

ვიღებ ჩემს პასუხისმგებლობას.

შეუფერებელი იყო, რომ ბავშვებს რეკლამა გაეკეთებინათ იმ ნივთებისთვის, რომლებთანაც არანაირი კავშირი არ აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო ჩემი ნამუშევრებით ფიქრების პროვოცირება მიყვარს, არასდროს მქონია განზრახვა, რომ ამისთვის ისეთი საშინელი თემა გამომეყენებინა, როგორიც არის ბავშვებთან სასტიკი მოპყრობა, რასაც მე ვგმობ.

საჭიროა ვისწავლო მომხდარისგან, მოვუსმინო და დავკავდე ბავშვთა დაცვის ორგანიზაციებთან ურთიერთობით, რათა გავიგო, თუ როგორ შემიძლია მონაწილეობა მივიღო და დავეხმარო მათ ამ საშინელი თემის წინააღმდეგ.

ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც შეურაცხყოფილი დარჩა ამ ვიზუალებით და Balenciaga იძლევა გარანტიას, რომ ადეკვატური ზომები იქნება მიღებული არამხოლოდ იმისთვის, რომ მსგავსი შეცდომა არ მომავალში არ განმეორდეს, არამედ ვიღებთ პასუხისმგებლობას ბავშვთა კეთილდღეობის დაცვაში ყველა იმ გზით, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია", - წერს დემნა.

16 ნოემბერს Balenciaga-მ კამპანია Gift Shop-ის [საჩუქრების მაღაზია] ფარგლებში ფოტოები გამოაქვეყნა, რაშიც მონაწილეობას 6 ბავშვი იღებდა. ბავშვებს ხელში სათამაშო დათვის ხელჩანთები ეჭირათ, რომლებსაც ბადისა და ტყავის ელემენტები ჰქონდათ. კამპანიის გამოქვეყნებიდან მალევე, მოდის სახლი მკაცრად გააკრიტიკეს ბავშვების BDSM-ით შთაგონებული ნივთებით პოზირებისთვის.

24 ნოემბერს მოდის სახლი კრიტიკას გამოეხმაურა, ბოდიში მოიხადა და Instagram-ზე დაწერა, რომ ფოტოებს, რომლებშიც ბავშვები იღებდნენ მონაწილეობს სოციალური მედიის ყველა პლატფორმიდან აიღებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "ჩემთვის მონაზონიც, მცხობელიც, დიასახლისიც და ავტობუსის მძღოლი ქალიც ქალია და ვინც მონაზონს თქვენივე დედაზე, დაზე, ქალიშვილზე და ნაცნობ ქალზე წინ აყენებთ, გაცილებით საშიში ხართ, ვიდრე ვინმე სხვა..."

* "მოსწავლეების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მასწავლებელს 8 წელი მიესაჯა" - ქალთა უფლებათა დაცვის ორგანიზაცია "საფარი"

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714026064

ახალი ამბები

„იმ ბავშვებს, აქციაზე რომ დგანან, მინდა ვკითხო, იციან გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის შესახებ?“ - მიხეილ ყაველაშვილი

„ამ ბავშვების გვერდით, რომლებიც გამჭვირვალობის კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე არიან, დგას, მაგალითად, შოთა უტიაშვილი, რომელიც 26 მაისის დარბევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, სადაც ხანდაზმული ადამია...

მიხეილ ყაველაშვილი

1714024860

სოციალური მედია

„ნიჭიერების ზეიმი“ - ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი შესრულება

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა. ვიდეოს სოციალურ ქსელში მაგდალენა აქვეყნებს. „ნიჭიერების ზეიმი“ „უმაგრესები ხართ“ „...

ანრი და მაგდალენა ჯოხაძეები

1714021934

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი უნგრეთშია

პრემიერ-მინისტრი უნგრეთშია. ირაკლი კობახიძე „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს გაიხსნება. მთავრობის მეთაური კონფერენციის გახსნით სესიაზე სიტყვით გამ...

ირაკლი კობახიძე

1713991069

საზოგადოება

25 აპრილს შუქი მთელი დღით გაითიშება - ქუჩების ჩამონათვალი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 25 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს: ნაძალადევის რაიონ...

შუქი დენი

1713989425

სპორტი

თუ ამას არ აკეთებ, ქათამი ხარ, ერთადერთი, რის გამოც ის ჩემთვის საინტერესოა, ქამარია - თოფურია ჰოლოუეისთან ჩხუბზე

,,ჰოლოუეის მეტოქედ განვიხილავ მხოლოდ ერთი რაღაცის გამო და ეს BMF-ის ქამარია, რაც მას აქტუალურს ხდის, არ არსებობს სხვა მიზეზი, რის გამოც ის ჩემთან სატიტულო ბრძოლას იმსახურებს", - ამის შესახებ UFC-ის პი...

მებრძოლი ილია თოფურია