ყველაფერი გააკეთეს და ბერძნებმა ქართველი არ გაუშვეს

 ყველაფერი გააკეთეს და ბერძნებმა ქართველი არ გაუშვეს

2020 წლის მიწურულს, ბერძნულ და კვიპროსულ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „პაოკის“ ქართველი ლეგიონერი ნიკა ნინუა შესაძლოა „ანართოსისში“ იჯარის წესით გადასულიყო. ერთი შეხედვით ცუდი ვარიანტი არ იყო, რადგან ნინუას სალონიკურ გუნდში თამაში ხშირად არ უწევს და უმთავრესად სათადარიგოთა სკამზეა, თუმცა „პაოკი“ მას მაინც ვერ შეელია.

ქართველი ფეხბურთელის 6 თვით გასხვისების ამბავში, საბოლოო სიტყვა, „პაოკის“ მთავარ მწვრთნელზე პაბლო გარსიაზე იყო, რომელმაც ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ნინუა გუნდისთვის საჭირო იყო და მისი დატოვება უპრიანი იქნებოდა.

ნიკა ნინუაც დარჩა და საგოლე გადაცემაც მიითვალა. ქართველმა ფეხბურთელი წლეულს მოედანზე პირველად გამოჩნდა და საკმაოდ სარგებლიანადაც. საბერძნეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში, „პაოკი“ სტუმრად „ატრომიტოსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 წააგო. ნინუა მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა და მალე მის მიერ ჩაწოდებულ კუთხურს გოლი მოჰყვა, რითიც „პაოკი“ დაწინაურდა, თუმცა დარჩენილ დროში ანგარიშის შენარჩუნება ვერ შეძლეს და საერთოდან წააგეს.

„პაოკი“ საბერძნეთის ჩემპიონატში 28 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ „ოლიმპიაკოსს“ 10 ქულით ჩამორჩება.

იმედი ვიქონიოთ, რომ ნიკა ნინუას გაცილებით მეტ სათამაშო დროს მისცემენ და ნდობას უფრო ხშირად გამოუცხადებენ.

ასევე იხილეთ

error: გაფრთხილება: კონტენტი დაცულია!!!