“სანატორია 2020“-ის მოგვარების მეთოდების ინტერპრეტაცია

 “სანატორია 2020“-ის მოგვარების მეთოდების ინტერპრეტაცია
იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ემიგრაციისა და საერთაშორისო თავდაცვის უსაფრთხოების დეპარტამენტი გვაცნობებს
სანატორია 2020-ისთვის განკუთვნილი, რიგი საკითხების მოგვარების მეთოდების ინტერპრეტაცია, მიმდინარე პროცესების დასრულებამდე – კერძოდ, იმ შემთხვევებზე, როდესაც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დადებული თანამშრომლობის ხელშეკრულება მოიცავს განსაზღვრულ ვადებს – (determinato) ან აღნიშნულ ხელშეკრულებას ამოეწურა მოქმედების ვადა პრეფექტურაში ვიზიტამდე: სანატორიის საკითხებში მიმდინარე პროცესები გაგრძელებას ექვემდებარება იმ შემთხვევაშიც, როდესაც:
1) სამუშაო კონტრაქტის განსაზღვრული ვადის შემთხვევაში, დამსაქმებელი გამოთქვამს თანამშრომლობის გაგრძელების სურვილს, ან უკვე ვადაგასულ ხელშეკრულებას ჩაანაცვლებს ახალი სამუშაო კონტრაქტით (პრეფექტურაში გამოძახებამდე);
2) მეორე მხრივ,როდესაც დამსაქმებელს არ სურს ურთიერთობის გაგრძელება დაქირავებულ მუშაკთან სამუშაო ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, ან უკვე ვადაგასულ სამუშაო კონტრაქტს არ ჩაანაცვლებს ახალი მოქმედი კონტრაქტით, პრეფექტურა აუქმებს დასაქმების მოლოდინის მოტივით ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას. სამაგიეროდ, არანაირ დაბრკოლებას არ წარმოქმნის ახალი დამსაქმებლის შემოსვლა/ჩანაცვლება სანატორიის საქმეში, თუ გაკეთდება ახალი სამუშაო კონტრაქტი პრეფექტურაში გამოძახებამდე. ამ შემთხვევაში,დასაქმებულ პირს ეძლევა საშუალება, განაგრძოს მოქმედება ბინადრობის ნებართვის მოთხოვნის საკითხებში.
პ.ს.მსგავს სიტუაციაში მყოფ პირებს (რომლებიც რაიმე მიზეზით გაათავისუფლეს სამსახურიდან სანატორიის პროცესის მსვლელობის მომენტში), მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ გააკეთონ ახალი სამუშაო კონტრაქტები პრეფექტურაში გამოძახებამდე!
ქმედუუნარო პიროვნების გარდაცვალების შემთხვევაში, აღნიშნული ვალდებულებები არ ეხება იმ პირს, რომელიც ფიქსირდება ქმედუუნაროს მომვლელად, რადგან მას ეძლევა უპირატესობა, მოითხოვოს ბინადრობის უფლება უმუშევრობის მოტივით.
გთავაზობთ ონლაინ მომსახურებას სამუშაო კონტრაქტების დადებისა და სახელფასო ქვითრების მოწესრიგებაში.
ინფორმაციის დამადასტურებელი ოფიციალური წერილი იტალიის პრეფექტურიდან
იურიდიული კონსულტაცია ემიგრანტებისთვის – Associazione”Tutto Insieme Georgia”-ს პრეზიდენტი, ქ.პიზაში მოღვაწე იურისტი ხათუნა ტატუნაშვილი

 

Exclusivetv.ge

ასევე იხილეთ