მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისს მის ცემაზე: „ძირს ვგდივარ, ხელები უკან შეკრული მაქვს ბორკილებით... ჩამორბის ახალგაზრდა ბიჭი ნიღაბს იხსნის, მაფურთხებს სახეში და მეუბნება, რომ მიცანი, ბიჭო? გაოცებული ვარ, კიდევ ერთხელ მაფურთხებს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევისას ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები განიხილება, ყოფილმა პოლიტპატიმარმა მერაბ ჭიქაშვილმა ისაუბრა.

მან მისი ცემის ეპიზოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტს კამერით იღებდნენ, რადგან სურდათ, შემდგომ „პირველისთვის“ ეჩვენებინათ.

„ძირს ვგდივარ, ხელები უკან შეკრული მაქვს ბორკილებით. კიბეებზე ჩამოირბინა ჩვეულებრივ ფორმაში ახალგაზრდა ბიჭმა და იმ ცნობილმა ფოტოგრაფმა, რომელიც, ალბათ, გემახსოვრებათ თქვენ, მთელი აქციების პერიოდში იყო ასეთი ფოტოგრაფი, ახალგაზრდა კაცი, შემზარავი პიროვნება, რომელიც გვიღებდა ყოველთვის ფოტოებს ხან სახურავიდან, ხან სად და ეს ფოტოგრაფი მე კარგად ვიცოდი, იმიტომ, რომ ჩვენ მიმართ ის იყო ძალიან აგრესიული. ჩამორბის ახალგაზრდა ბიჭი, თავზე ნიღაბი უკეთია, წამოდექი, ბიჭო, ფეხზეო, მე მეუბნება, დანარჩენი ციხის თანამშრომლები გასუსული არიან. წამოვიწიე, მუხლებზე ვარ. ნიღაბს იხსნის, მაფურთხებს სახეში და მეუბნება, რომ მიცანი, ბიჭო? გაოცებული ვარ, კიდევ ერთხელ მაფურთხებს, ეს ფოტოგრაფი უღებს. მას ხელში ეჭირა, აპარატურაში თუ ერკვევი, მსახიობი ვარ და ტელევიზიაში დიდი ხნის გამოცდილება მაქვს, „Canon“-ის ტიპის ფოტოაპარატი, რითაც ის ვიდეოებსაც იღებდა, მაშინ, ეტყობა, მობილურით არ იღებდა, მაგრამ ცალ ხელში მობილური ეჭირა ფოტოგრაფს. ამას ყველაფერს იღებს, ვიცი „რექზეა“, ანუ ვიდეოს იღებს, მაფურთხებს, მიცანი, ბიჭო?! კიდევ, ხმას არ ვიღებ, თვალებში ვუყურებ და საბოლოოდ იწყებს ჩემ ცემას, მაგინებს, წიხლებით მცემს, უკვე დავვარდი, ვითიშები, მერე ერთი პერიოდი ჩერდება და ნახავ, შენ ნახავ ახლა, რა მოგივა და ეს სისხლზე, არ დავინახო და უცბად რაღაც პაუზაა და ვინც მიღებს, იღებს ტელეფონს და რეკავს - აუ, გაგიჟდები, რომ ნახო, ეს რა დღეშია, „რატომელი“ წვერებიანი ჭიქაშვილი რა დღეშია, გაგიჟდები“, ამას ელაპარაკება, ეს მესმის, ის ახლობელია, აშკარად, მაგრამ მისი ზემდგომია. მერე ამბობს, რომ ვანახებ ხომ „პირველს“, „პირველს“ ანახებ? მანდ არის „პირველი“? - აი, ეს სიტყვა მახსოვს“, - განაცხადა მერაბ ჭიქაშვილმა.

როგორც ცნობილია, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს „პირველს“ ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ეძახდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750094595

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: როგორც თავად იტყოდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გახარიას ქმედება მიწის ჩაბარებისთვის არ იყო გამიზნული - მის პროვოკაციას ომი და ესკალაცია უნდა გამოეწვია

 „რასაკვირველია, თითოეული გოჯი ქართული მიწის დაკარგვა უმძიმესი ტრაგედიაა და თუ სამართლებრივად ეს დადასტურდება, გახარიამაც და ყველამ, ვის პროვოკაციულ ქმედებასაც მოჰყვა ტერიტორიების დაკარგვა, უმკაცრესად...

ზურაბ ქადაგიძე

1750093039

მსოფლიო

ისრაელის პრეზიდენტი - ირანელ ხალხს ახლა აქვს შანსი, ადგეს და რეჟიმი შეცვალოს

 ისრაელის პრეზიდენტის იცხაკ ჰერცოგისგანცხადებით, ირანელ ხალხს ახლა აქვს შანსი, ადგეს და ირანის რეჟიმი შეცვალოს.   „საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც აქამდე ვაჩვენეთ, ამას შეუძლია შეცვალოს მოვლენებ...

ისრაელის პრეზიდენტი

1750091974

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: კეთილი უნდა ინებოს გახარიამ და საზოგადოებას აუხსნას, რისგან იყო ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმა ინსპირირებული

 კეთილი უნდა ინებოს ამ ადამიანმა და საზოგადოებას აუხსნას, რისგან იყო ეს ყველაფერი [ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმა] ინსპირირებული. ისე კი არა, როგორც საგამოძიებო კომისიის წინა სხდომაზე ვიხილეთ, როდესაც ყველ...

არჩილ გორდულაძე

1750088875

მსოფლიო

ირანში სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელიც „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყო ბრალდებული

 ირანში სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელიც ჯაშუშობასა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტო „მოსადისთვის“ მუშაობაში იყო ბრალდებული. საუბარია ისმაილ ფეკრიზე, რომელიც 2024 წლის დეკემბერში დააკავეს. სააგენტოს ცნო...

დასჯა

1750081682

ახალი ამბები

ვახტანგ ცინცაძე: დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გაზრდილია ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს ეკონომიკური აქტივობის და შრომის ბაზრის გაუ...

ვახტანგ ცინცაძე