„ქრისტე ღმერთის სიყვარულშია და არა მის უარყოფაში, ბიბლიასთან და ჯვართან ერთად!“ - გიორგი ლობჯანიძე შობის დღესასწაულზე

მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამის თევით ჩატარდა.

შობა ერთ–ერთი, უდიდესი საეკლესიო დღესასწაულია. მართლმადიდებლები შობის დღესასწაულს იულიუსის კალენდრის მიხედვით ზეიმობენ. ბერძენმა მართლმადიდებლებმა შობის დღესასწაული ბეთლემში აღნიშნეს.

შობის დღესთან დაკავშირებით ასტროლოგი, ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას საყოველთაოდ გამორჩეულ დღეს ულოცავს: 

ქრისტეს შობას გილოცავთ ყველას! საყოველთაოდ გამორჩეული დღეა! მთელი ცხოვრების არსი და დანიშნულება ჩვენს მატერიალურ სამყაროში ღვთის შეცნობას ეფუძნება და არაფერია იმაზე უფრო ამაღელვებელი და დიადი წუთები, როცა იცი რომ უფლის განკაცებით ჩვენი, როგორც კაცობრიობის ბედის ჩარხიც წაღმა დატრიალდა!

ქრისტიანობას ვერ იგებენ და ვერც გაიგებენ მხოლოდ წარმართულ ფილოსოფიაზე შეყენებული ხალხი. ქრისტიანობის მთავარი დანიშნულება ცოცხალი ღმერთის პოვნა და მსახურებაა და არა რომელიმე ფიტულის ან კულტის თაყვანისცემა!

არაფერია იმაზე უფრო ღრმა და უკიდეგანოდ სასიხარულო, როდესაც ხვდები რომ სამყაროში მარტო არ ხარ და მას თავის შემქმნელი ჰყავს! წყარო სიცოცხლისა - ზუსტად ქრისტეა! ვერავინ მივა მამასთან მის გარეშე! შესაბამისად, ამ მატრიცულ გარემოსაც მისგან გვერდის ავლით ვერავინ დატოვებს!

2000 წლის წინ, რომის იმპერატორმა ავგუსტუსმა სამხედრო და საგადასახადო საქმეების მოწესრიგების მიზნით ქვეყანაში საყოველთაო აღწერა გამოაცხადა. იუდეა იმხანად რომის პროვინცია იყო. მათივე წესით, ყველა უნდა გამოცხადებულიყო იმ ქალაქსა და სოფელში, საიდანაც იყო წარმოშობით. იოსები და ქალწული მარიამი კი წმინდა წინასწარმეტყველი მეფის დავითის შთამომავლები იყვნენ და დაბა ბეთლემში, დავითის სამშობლოში ჩავიდნენ.
წმინდა წერილის განმარტებლები კარგად გვიხსნიან რომ ზოგადად, ღამე - ეს დიდ საიდუმლოსთანაა ასოცირებული, ამაზეა შემდეგ ნათქვამი - შობის „ღამეს“ სასწაული ხდებაო ... მართლაც საოცარია!

მაგრამ, მეორე მხრივ, ღამე, როდესაც არავის ეცალა უფლისთვის, ზუსტად უკუნით ღამეში იბადება მაცხოვარი, რაც ნიშანია ჩვენი სულიერი და ფსიქოლოგიური, მენტალური მდგომარეობისა ამ წუთისოფელში. ღამეს, დამატებით, ეს დატვირთვაც აქვს, რაც აღწერს ჩვენს შინაგან სამყაროს, რა დაცემულ და წამხდარ სულიერ ნოტაზე ვიმყოფებოდით და ვართ, სამწუხაროდ, ახლაც.

ქრისტეს განკაცებით ადამსა და ღმერთს შორის ჩატეხილი ხიდი კვლავ აღდგა. ისევ გაიღო კაცთათვის სამოთხის კარი. წელთაღრიცხვამაც კი ათვლა მიწიდან ზეცისკენ დაიწყო და შეწყდა წუხილი, რაც ესოდენ ტანჯავდა იმ დროის სამყაროს.

რადგან ღმერთისთვის არავის ეცალა, ბაგაში შვა ქალწულმა სასწაულებრივ, უმტკივნეულოდ იესო. თავადვე გაახვია სელის ჩვრებში და ჩააწვინა საქონლის ბაგაში.

დააკვირდით: ამ ნაბიჯით მთელი სამყაროს შემოქმედი თავს ბოლომდე იმდაბლებს და ამით გვასწავლის, ესაა ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ნიშანი, რომ ამპარტავნებით, ქედმაღლობით, ეგოიზმით და აგრესიით, ძალით კი არა, არამედ - სიყვარულით, პატივისცემით და რაც მთავარია თავმდაბლობით მიეახლები უფალს. როგორც წმინდა ბერი გაბრიელი იტყოდა: უფალმა მდაბალთ მისცეს მადლი!

იმ ღამეს მთავარნგელოზი გაბრიელიც გამოეცხადათ ადერის კოშკში დაბანაკებულ მწყემსებს და შემოქმედის შობა ახარათ! რაც შეეხება, მოგვებს: რამდენიმე თვით ადრე ცაზე გამოჩნდა უჩვეულო ვარსკვლავი, როგორც წმინდა მამები ამბობენ, ცაზე შობის ვარსკვლავი მაშინ გამოჩნდა, როცა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა წმინდა ქალწულს ქვეყნიერების მხსნელის მოვლინება.

მრავალმა წარმართმა, სპარსეთში ებრაელთაგან იცოდნენ მესიის მოვლინების შესახებ. იხილეს რა მოგვებმა უფლის განკაცება ბაგაში, მიხვდნენ რომ ახალშობილის მეუფება ფუფუნებაში და დიდებულ დარბაზში კი არა, არამედ, სიღარიბეში, მორჩილებაში და ამქვეყნიურის მოძულებაში იყო!

მოგვებმა ღმერთს მიართვეს ოქრო, მური და გუნდრუკი. ოქრო - როგორც მეფეს, გუნდრუკი, როგორც - ღმერთს და მური, როგორც - კაცს. სამივე მოგვი წლების მერე თომა მოციქულმა სპარსეთში ქადაგებისას მოაქცია ბოლომდე ქრისტიანობაზე და მათი წმინდა ნაწილები დღეს კელნის ტაძარშია დაკრძალული.

ასეთი უნდა იყოს ჭეშმარიტი მაძიებელი, ფილოსოფოსი, ვარსკვლავმცოდნე, ფსიქოლოგი თუ სხვა! ქრისტე ღმერთის სიყვარულში და არა მის უარყოფაში, ბიბლიასთან და ჯვართან ერთად!
შობის ღამეს დანთებული სანთელი კი არის აუცილებლობა და ნიშანი იმისა, რომ ჩვენ ვიღებთ ქრისტეს, ვაღიარებთ მის სამსახოვან ბუნებას და ანთებული სანთლით ვცდილობთ კარი გავუღოთ უფალს რომ დაიბადოს იგი ჩვენში, რათა შევიცვალოთ და სახეცვლილი განვაგრძოთ სიარული ჩვენს ადგილსამყოფელში.

გილოცავთ კიდევ ერთხელ! დაესწარით მრავალს! ჯანმრთელი და ბედნიერი!

პ.ს. ტექსტზე ვმუშაობდი ჩემი შრომით, დაკვირვებით და პარალელურად, იმ მცოდნე პირების ტექსტებზე დაყრდნობით, რომლებიც წლებია ქრისტიანული სამყაროს წევრები არიან, როგორც რეალურ, ასევე ნეტ. სივრცეში!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780167622

საზოგადოება

სოსიაშვილი: გიორგი კანდელაკი ყორღანაშვილის სულიერი შთამომავალია - გამოდის თავისი დაზუთხული ინგლისურით, რაღაცებს ბოდავს და ხალხი შეცდომაში შეჰყავს, თავისი სამშობლოს მომავალს ძირს უთხრის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გიორგი კანდელაკის ფეისბუკ პოსტი„დღის ქრონიკასთან“ შეაფასა. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯ...

გიორგი სოსიაშვილი

1780164701

მსოფლიო

Repubblica: იტალია რუმინეთში სასწავლო მისიის ფარგლებში 100 ჯარისკაცსა და გამანადგურებელს გაგზავნის

იტალია რუმინეთში დაახლოებით 100 ჯარისკაცს და რამდენიმე გამანადგურებელს აგზავნის რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებთან საბრძოლველად რუმინელი ჯარისკაცების გაწვრთნის მისიის ფარგლებში. ინფორმაციას გამოცე...

კანონი

1780159776

მსოფლიო

ირანის უმაღლესი ლიდერის სამხედრო მრჩეველი: ტრამპი დიპლომატიას კვლავ ღალატობს

ირანის უმაღლესი ლიდერის სამხედრო მრჩეველმა მოჰსენ რეზაიმ, სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დიპლომატიას ღალატობს“, რადგან ირანთან დაკავშირებული საზღვაო გადაზიდვების მიმარ...

მოჰსენ რეზაი

1780157054

საზოგადოება

ზურაბ აბაშიძე: როდესაც ხდება დანაშაული, რომელსაც სჩადის მოქალაქე თუ პოლიციელი, დღეს ქართული სახელმწიფო ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირებს

როდესაც ხდება დანაშაული, რომელსაც სჩადის მოქალაქე თუ პოლიციელი, დღეს ქართული სახელმწიფო ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე...

ზურაბ აბაშიძე

1780155377

საზოგადოება

მარტვილის მუნიციპალიტეტში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

მარტვილში, სოფელ გაჭედილთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1 ადამიანი კი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. სხვა დ...

პოლიცია პოლიცია