პრემიერ-მინისტრი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით ტენდენციებსა და მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპზე, რომლითაც საქართველო ფართო რეგიონსა და ევროპაში პირველ ადგილზეა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვანია მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის პოზიციების გასამყარებლად და ამ მიმართულებას მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ქვეყანაში სიღარიბის შემცირებისა და დასაქმების ზრდის კუთხით არსებულ პოზიტიურ მაჩვენებლებზე.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გასულ წელს 68 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაშიც დიდია ბიზნესის წვლილი, ვინაიდან სწორედ ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს და ბიზნესმენებს მადლობა გადაუხადა.

პრემიერი ასევე შეეხო ფისკალური კუთხით არსებულ დადებით მაჩვენებლებს, დაბალ ინფლაციას, ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობას და განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მეტად დასაჩქარებლად მთავრობა აქტიურად მუშაობს.

ბიზნესთან შეხვედრისას ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა კორუფციის მაქსიმალურად შემცირების მიზნით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის საკადრო გადაწყვეტილებებზე.

აღინიშნა, რომ კორუფცია აფერხებს ეკონომიკის განვითარებას და ყველაფერი გაკეთდება კორუფციის დონის მაქსიმალურად შესამცირებლად.

პრემიერის თქმით, ეს პოლიტიკური ნება არსებობს და საკადრო ცვლილებებშიც უპირატესობა კეთილსინდისიერებას ენიჭება.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში გადაიდგა, მათ შორის - მთავრობის ყველა სამართლებრივი აქტის გამჭვირვალობა, უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკის აღკვეთა, აგრეთვე მსხვილი შესყიდვების დეტალური კონტროლი, რასაც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი ახორციელებს.

პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრას ბიზნესის სხვადასხვა სფეროს 80-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751651151

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის განცხადებაზე: თუ მათთვის არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის მიმართვას თაკილობენ, ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას როგორ აპირებენ?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ეხმიანება „ლელოს” გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას, რომელმაც პრეზიდენტის შეთავაზება დაპატიმრებული ოპოზიციონერების შეწყალებასთან დაკ...

თენგიზ შარმანაშვილი

1751649326

საზოგადოება

გიორგი შარაბიძე: მსოფლიოს მასშტაბით საარჩევნო პროცესების მიმართ დეზინფორმაცია ძალიან მზარდი ტენდენციაა ბოლო წლების მანძილზე. გვაქვს ერთადერთი საშუალება, რომ ამომრჩევლებს მივაწოდოთ ობიექტური, ზუსტი და ვერიფიცირებული ინფორმაცია

ყველა კვლევა ადასტურებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით საარჩევნო პროცესების მიმართ დეზინფორმაცია, ეს არის ძალიან მზარდი ტენდენცია ბოლო წლების მანძილზე, - განუცხადა „ქრონიკას“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თა...

გიორგი შარაბიძე

1751648299

საზოგადოება

თემურ ჭყონია პრემიერთან შეხვედრაზე: საინტერესო იყო. არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკური, ან სოციალური, ასეთი ქვეყნები არ არსებობს, სამოთხეში არ არის ასეთი რამ

ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრას საინტერესო უწოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკ...

თემურ ჭყონი

1751643892

საზოგადოება

„ნეტგაზეთი“ აღიარებს, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დაზუსტებით, საქართველოს დელეგაციას პორტოს დეკლარაციის საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია

„ნეტგაზეთი“ აღიარებს, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დაზუსტებით, საქართველოს დელეგაციას პორტოს დეკლარაციის საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია....

 გადაუმოწმებელი ინფორმაცია

1751643071

საზოგადოება

ავარია ხაშურის გასასვლელთან - დაშავდა რამდენიმე ადამიანი

ხაშურის გასასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ყვითელი სამარშრუტო მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა. ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებ...

ავარია ხაშურში