ირაკლი კობახიძე: საქართველო პატარა, თუმცა საოცრად მრავალფეროვანი ქვეყანაა, ვამაყობთ ჩვენი სტუმართმოყვარეობით, ტურიზმი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა და საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება

უნგრულმა ტელევიზია TV 2-მა საქართველოს შესახებ სიუჟეტი მოამზადა, რომლის მთავარი რესპონდენტია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
სიუჟეტში საუბარია ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე და საქართველოზე, როგორც ღვინის სამშობლოზე. სიუჟეტის ავტორი აღნიშნავს, რომ ქვეყანა ღვინოსთან ერთად განსაცვიფრებელი პეიზაჟებით, გულთბილი სტუმართმოყვარეობით და განსაკუთრებული კულინარიითაც გამოირჩევა.
„საქართველო პატარა, თუმცა საოცრად მრავალფეროვანი ქვეყანაა. სტუმართმოყვარეობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი თვისებაა — ის, რასაც ყველას სიამოვნებით ვაჩვენებთ. ტურიზმი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა და საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობაც წლიდან წლამდე იზრდება“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი TV2-თან ინტერვიუში.
სიუჟეტში ასევე, საუბარია ირაკლი კობახიძის პოლიტიკურ კარიერაზე. ჟურნალისტი ყურადღებას უთმობს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარმატებებსაც და აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია.
„დიდი გულშემატკივარი ვარ და საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშს არასდროს ვტოვებ. საფეხბურთო თემებში აქტიურად ვარ ჩართული. მართალია, საკლუბო ფეხბურთი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, მაგრამ ჩვენთვის მთავარი გუნდი “დინამო თბილისია“ — უდიდესი ისტორიის მქონე კლუბი. რა თქმა უნდა, ყველას ჰყავს საყვარელი უცხოური გუნდი. ჩემთვის ეს ბარსელონაა — მათი თამაშის სტილი განსაკუთრებით მომწონს“, - აღნიშნავს ინტერვიუში ირაკლი კობახიძე.
სიუჟეტის ავტორის შეფასებით, საქართველო არა მხოლოდ თვალწარმტაცი ბუნებითა და კულინარიული საოცრებებით იპყრობს გულს, ის ასევე მდიდარია განსაკუთრებულად ნიჭიერი ადამიანებით.
1750094595
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: როგორც თავად იტყოდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გახარიას ქმედება მიწის ჩაბარებისთვის არ იყო გამიზნული - მის პროვოკაციას ომი და ესკალაცია უნდა გამოეწვია
„რასაკვირველია, თითოეული გოჯი ქართული მიწის დაკარგვა უმძიმესი ტრაგედიაა და თუ სამართლებრივად ეს დადასტურდება, გახარიამაც და ყველამ, ვის პროვოკაციულ ქმედებასაც მოჰყვა ტერიტორიების დაკარგვა, უმკაცრესად...
1750093039
მსოფლიოისრაელის პრეზიდენტი - ირანელ ხალხს ახლა აქვს შანსი, ადგეს და რეჟიმი შეცვალოს
ისრაელის პრეზიდენტის იცხაკ ჰერცოგისგანცხადებით, ირანელ ხალხს ახლა აქვს შანსი, ადგეს და ირანის რეჟიმი შეცვალოს. „საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც აქამდე ვაჩვენეთ, ამას შეუძლია შეცვალოს მოვლენებ...
1750091974
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: კეთილი უნდა ინებოს გახარიამ და საზოგადოებას აუხსნას, რისგან იყო ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმა ინსპირირებული
კეთილი უნდა ინებოს ამ ადამიანმა და საზოგადოებას აუხსნას, რისგან იყო ეს ყველაფერი [ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმა] ინსპირირებული. ისე კი არა, როგორც საგამოძიებო კომისიის წინა სხდომაზე ვიხილეთ, როდესაც ყველ...
1750088875
მსოფლიოირანში სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელიც „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყო ბრალდებული
ირანში სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელიც ჯაშუშობასა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტო „მოსადისთვის“ მუშაობაში იყო ბრალდებული. საუბარია ისმაილ ფეკრიზე, რომელიც 2024 წლის დეკემბერში დააკავეს. სააგენტოს ცნო...
1750081682
ახალი ამბებივახტანგ ცინცაძე: დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გაზრდილია ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს ეკონომიკური აქტივობის და შრომის ბაზრის გაუ...