მარკო რუბიომ საქართველოს შესახებ ჯო უილსონის კითხვას უპასუხა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა.
ჯო უილსონი: ტრამპის ადმინისტრაციის მადლობელი ვარ მტკიცე პოზიციის გამო, რომელიც აქვს ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ მთავრობის მიმართ. მათ გააყალბეს არჩევნები საქართველოში. მათ გააძევეს ამერიკული კომპანიები, დაბლოკეს ვაჭრობა და წიაღისეულის ხელმისაწვდომობა შუა დერეფანში, მიჰყიდეს საქართველო ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. მათ არაერთხელ შეურაცხყვეს პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკის ხელმძღვანელობა. წარმოგიდგენთ რონდელის ფონდის ანგარიშს, რომელიც მიუთითებს ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონტროლზე საქართველოში. 200 დღეა, თავისუფლების მოყვარე ქართველები ყოველდღე გმირულად გამოდიან ქუჩაში, უჭირავთ ამერიკის დროშები, თან ატარებენ პრეზიდენტის ფოტოებს. თქვენი ხელმძღვანელობით, რა იქნება გაკეთებული, რათა სახელმწიფო დეპარტამენტმა ნამდვილი ფასი გადაახდევინოს ანტი-ამერიკულ „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის სახელით?
მარკო რუბიო: აშშ-ის მიზნები, ჩვენი ეროვნული ინტერესებია. არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფელბაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს. ეს საკითხი განხილვის პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს, დამატებით ვარიანტებს. დღეს არ მაქვს განცხადება, რას ვგეგმავთ. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება. ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვაპირებთ მივმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ ოფისებს ადგილზე, რათა მათ მოგვცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ ყველაზე მეტად რა ზომებზე ექნება ანტიამერიკულ მთავრობას რეაგირება.
1750094595
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: როგორც თავად იტყოდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გახარიას ქმედება მიწის ჩაბარებისთვის არ იყო გამიზნული - მის პროვოკაციას ომი და ესკალაცია უნდა გამოეწვია
„რასაკვირველია, თითოეული გოჯი ქართული მიწის დაკარგვა უმძიმესი ტრაგედიაა და თუ სამართლებრივად ეს დადასტურდება, გახარიამაც და ყველამ, ვის პროვოკაციულ ქმედებასაც მოჰყვა ტერიტორიების დაკარგვა, უმკაცრესად...
1750093039
მსოფლიოისრაელის პრეზიდენტი - ირანელ ხალხს ახლა აქვს შანსი, ადგეს და რეჟიმი შეცვალოს
ისრაელის პრეზიდენტის იცხაკ ჰერცოგისგანცხადებით, ირანელ ხალხს ახლა აქვს შანსი, ადგეს და ირანის რეჟიმი შეცვალოს. „საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც აქამდე ვაჩვენეთ, ამას შეუძლია შეცვალოს მოვლენებ...
1750091974
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: კეთილი უნდა ინებოს გახარიამ და საზოგადოებას აუხსნას, რისგან იყო ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმა ინსპირირებული
კეთილი უნდა ინებოს ამ ადამიანმა და საზოგადოებას აუხსნას, რისგან იყო ეს ყველაფერი [ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმა] ინსპირირებული. ისე კი არა, როგორც საგამოძიებო კომისიის წინა სხდომაზე ვიხილეთ, როდესაც ყველ...
1750088875
მსოფლიოირანში სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელიც „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყო ბრალდებული
ირანში სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელიც ჯაშუშობასა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტო „მოსადისთვის“ მუშაობაში იყო ბრალდებული. საუბარია ისმაილ ფეკრიზე, რომელიც 2024 წლის დეკემბერში დააკავეს. სააგენტოს ცნო...
1750081682
ახალი ამბებივახტანგ ცინცაძე: დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გაზრდილია ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს ეკონომიკური აქტივობის და შრომის ბაზრის გაუ...