ნიუ-იორკის შტატის ასამბლეამ 26 მაისი ნიუ-იორკის შტატში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა

ქ. ნიუ იორკში, ჰარვარდის კლუბში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს გენერალურმა საკონსულომ უმასპინძლა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ. გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას და ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე.
უწყების ცნობით, საქართველოს გენერალურ საკონსულოს საზეიმოდ გადაეცა ნიუ-იორკის შტატის ასამბლეის საკანონმდებლო რეზოლუცია, რომლითაც 26 მაისი აღიარებული იქნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ ნიუ-იორკის შტატში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი დავით ბაქრაძე, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უცხოელ მისიათა ნიუ-იორკის რეგიონალური ოფისის დირექტორი კეტლინ იგენი, ნიუ-იორკში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების ელჩები და გენერალური კონსულები, ადგილობრივი ხელისულფლების ორგანოების, მათ შორის, ქ. ნიუ-იორკის მერიის წარმომადგენლები და ქვინსის რაიონის ვიცე-პრეზიდენტი, სავაჭრო-სამრეწველო პალატების პრეზიდენტები და ქართული კულტურული ცენტრების ხელმძღვანელები.
1750094595
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: როგორც თავად იტყოდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გახარიას ქმედება მიწის ჩაბარებისთვის არ იყო გამიზნული - მის პროვოკაციას ომი და ესკალაცია უნდა გამოეწვია
„რასაკვირველია, თითოეული გოჯი ქართული მიწის დაკარგვა უმძიმესი ტრაგედიაა და თუ სამართლებრივად ეს დადასტურდება, გახარიამაც და ყველამ, ვის პროვოკაციულ ქმედებასაც მოჰყვა ტერიტორიების დაკარგვა, უმკაცრესად...
1750093039
მსოფლიოისრაელის პრეზიდენტი - ირანელ ხალხს ახლა აქვს შანსი, ადგეს და რეჟიმი შეცვალოს
ისრაელის პრეზიდენტის იცხაკ ჰერცოგისგანცხადებით, ირანელ ხალხს ახლა აქვს შანსი, ადგეს და ირანის რეჟიმი შეცვალოს. „საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც აქამდე ვაჩვენეთ, ამას შეუძლია შეცვალოს მოვლენებ...
1750091974
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: კეთილი უნდა ინებოს გახარიამ და საზოგადოებას აუხსნას, რისგან იყო ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმა ინსპირირებული
კეთილი უნდა ინებოს ამ ადამიანმა და საზოგადოებას აუხსნას, რისგან იყო ეს ყველაფერი [ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმა] ინსპირირებული. ისე კი არა, როგორც საგამოძიებო კომისიის წინა სხდომაზე ვიხილეთ, როდესაც ყველ...
1750088875
მსოფლიოირანში სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელიც „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყო ბრალდებული
ირანში სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელიც ჯაშუშობასა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტო „მოსადისთვის“ მუშაობაში იყო ბრალდებული. საუბარია ისმაილ ფეკრიზე, რომელიც 2024 წლის დეკემბერში დააკავეს. სააგენტოს ცნო...
1750081682
ახალი ამბებივახტანგ ცინცაძე: დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გაზრდილია ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს ეკონომიკური აქტივობის და შრომის ბაზრის გაუ...