სოსო მანჯავიძე: მსოფლიო ბირთვული კატასტროფის წინაშე დგას - ვინც ქვეყნის დესტაბილიზაციას ხელს უწყობს, უნდა განეიტრალდეს, უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები სამეზობლოსთან

 „მსოფლიო ბირთვული კატასტროფის წინაშე დგას. კაცობრიობა შეიშალა. ამასობაში ევროკავშირი ღრმად არის გადაშეშფოთებული გვარამიას დაპატიმრებით, ვნერვიულობდი, გულის შეტევები არ დამართოდა ტუსკსა და მაკრონს, მაგრამ მათ წინასაინფარქტო მდგომარეობას ნიტროგლიცერინივით მიუსწრო ლატვიის მამაკაცი პრეზიდენტის გათხოვებამ“, - წერს ისტორიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, განსაკუთრებული მიღწევები იტალიელ „მიშისტ“ ემიგრანტებს აქვთ, რომლებიც საქართველოს დელეგაციის მილანში ვიზიტის გამო შეშფოთდნენ და იტალიის ყველა იმ ოფიციალურ პირს, ვინც მოაფიქრდათ წერილი გაუგზავნეს, რომლითაც საქართველოს დასჯა მოითხოვეს.

ამ ფონზე კი, მანჯავიძე ყურადღებას ამახვილებს რეგიონში არსებულ საომარ ვითარებაზე და აცხადებს, რომ ახლა ევროპის გაკვირვების დრო არ არის და ყველაფერი უსაფრთხოებაზე იქნება დამოკიდებული, შესაბამისად, ხელისუფლებამ უნდა გაანეიტრალოს ყველა, ვინც ქვეყნის დესტაბილიზაციის ხელშემწყობია და "შეუგნებელ ზომბებს" საზოგადოებამ დროზე უნდა მიუჩინოს კუთვნილი ადგილი.

„მსოფლიო ბირთვული კატასტროფის წინაშე დგას. კაცობრიობა შეიშალა. ამასობაში ევროკავშირი ღრმად არის გადაშეშფოთებული გვარამიას დაპატიმრებით, ვნერვიულობდი, გულის შეტევები არ დამართოდა ტუსკსა და მაკრონს, მაგრამ მათ წინასაინფარქტო მდგომარეობას ნიტროგლიცერინივით მიუსწრო ლატვიის მამაკაცი პრეზიდენტის გათხოვებამ. ზეიმობს ლატვია, ხარობს ევროპა! განსაკუთრებული მიღწევები გვაქვს იტალიელ მიშისტ ემიგრანტებში, რომლებმაც საშინელი შეშფოთ-აღშფოთი გამოხატეს საქართველოს დელეგაციის ოფიციალური შეხვედრების გამო იტალიაში.

 

ისინი შეითქვნენ, შეკავშირდნენ, წერილი შეთხზეს და გაუგზავნეს მელონის, იტალიის პარლამენტს და ყველას, ვინც მოაფიქრდათ- გვარამიას მრევლი საქართველოს დასჯას ითხოვს. ანტიკური კომედიაა, როცა მართლმორწმუნე მიშისტ-გვარამისტები ვიღაცის ავტოკრატიულობაზე წერენ საჩივარს. (წერილს კომენტარებში გაახლებთ). ახლა სერიოზულად. ყველა ის, ვინც ქვეყნის დესტაბილიზაციას ხელს უწყობს, უნდა განეიტრალდეს. უნდა გაუქმდეს სოროსის ფონდი და მასთან აფილირებული ორგანიზაციები.

 

სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები სამეზობლოსთან უსაფრთხოების ერთობლივი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების შესახებ. უნდა გამკაცრდეს კონტროლი საზღვრებზე. დივერსიული საინფორმაციო საშუალებები უნდა დაიხუროს. მოკლედ-ახლა არ არის ევროპის დემოკრატიით გაკვირვების დრო-ევროპა კარგა ხანია მარაზმატიკულ პიკშია და თავი გასჭირვებია, რეგიონული ომი დაიწყო, სრულიად გაუთვალისწინებელი შედეგებით. მთავარი უსაფრთხოებაა, მასზე შენდება ყველაფერი. ამიტომ ამ შეუგნებელ ზომბებს დროზე უნდა მივუჩინოთ ადგილი-მათ არსად არ მიეცეთ თავისი სიგიჟეების რეალიზაციის უფლება, არც ქუჩაში და არც საინფორმაციო სივრცეში-ეს მათთვისაც კარგია, გონს მოეგებიან და შეიძლება მერე მადლობლებიც დარჩნენ,“ - წერს სოსო მანჯავიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750094595

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: როგორც თავად იტყოდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გახარიას ქმედება მიწის ჩაბარებისთვის არ იყო გამიზნული - მის პროვოკაციას ომი და ესკალაცია უნდა გამოეწვია

 „რასაკვირველია, თითოეული გოჯი ქართული მიწის დაკარგვა უმძიმესი ტრაგედიაა და თუ სამართლებრივად ეს დადასტურდება, გახარიამაც და ყველამ, ვის პროვოკაციულ ქმედებასაც მოჰყვა ტერიტორიების დაკარგვა, უმკაცრესად...

ზურაბ ქადაგიძე

1750093039

მსოფლიო

ისრაელის პრეზიდენტი - ირანელ ხალხს ახლა აქვს შანსი, ადგეს და რეჟიმი შეცვალოს

 ისრაელის პრეზიდენტის იცხაკ ჰერცოგისგანცხადებით, ირანელ ხალხს ახლა აქვს შანსი, ადგეს და ირანის რეჟიმი შეცვალოს.   „საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც აქამდე ვაჩვენეთ, ამას შეუძლია შეცვალოს მოვლენებ...

ისრაელის პრეზიდენტი

1750091974

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: კეთილი უნდა ინებოს გახარიამ და საზოგადოებას აუხსნას, რისგან იყო ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმა ინსპირირებული

 კეთილი უნდა ინებოს ამ ადამიანმა და საზოგადოებას აუხსნას, რისგან იყო ეს ყველაფერი [ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმა] ინსპირირებული. ისე კი არა, როგორც საგამოძიებო კომისიის წინა სხდომაზე ვიხილეთ, როდესაც ყველ...

არჩილ გორდულაძე

1750088875

მსოფლიო

ირანში სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელიც „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყო ბრალდებული

 ირანში სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელიც ჯაშუშობასა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტო „მოსადისთვის“ მუშაობაში იყო ბრალდებული. საუბარია ისმაილ ფეკრიზე, რომელიც 2024 წლის დეკემბერში დააკავეს. სააგენტოს ცნო...

დასჯა

1750081682

ახალი ამბები

ვახტანგ ცინცაძე: დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გაზრდილია ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს ეკონომიკური აქტივობის და შრომის ბაზრის გაუ...

ვახტანგ ცინცაძე