14-17 აპრილის სასესიო კვირაში პარლამენტი ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს
14-17 აპრილის სასესიო კვირაში, პარლამენტი ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ინტერპელაციის წესით დასმული შეკითხვები ფრაქციამ „საქართველოსთვის“ წარადგინა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, საპარლამენტო კომიტეტებში ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა დაიწყება, მათ შორისაა: გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილება.
პროექტის თანახმად, გრანტად არ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
კანონპროექტის განხილვა ბიუროს გადაწყვეტილებით დაჩქარებული წესით მოხდება.
პარლამენტი ასევე დაჩქარებული წესით იმსჯელებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებაზეც.
კანონპროექტის თანახმად, ინერგება ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა. აღნიშნული კატეგორიის მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა 5 წლის მოქმედების ვადით და საქართველოში ყოფნის 1 წლის ვადით. C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა გაიცემა მოკლევადიანი მიზნებით საქართველოში მომავალ პირზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის ტურისტული მიზნით და რომელსაც ასევე აქვს უფლება განახორციელოს საქმიანობა მხოლოდ არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ თუ ის უკავშირდება არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობის განხორციელებას. ამ კატეგორიის ვიზა ასევე გაიცემა პირის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილზე/შვილებზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს განსახილველი და საორგანიზაციო საკითხებიც გააცნო.
1775483897
საზოგადოებაზურაბ ნოღაიდელი: ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო იმ მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს. ვერც მოღალატეს დამიძახებს
„ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო იმ მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ზურაბ ნოღაიდელმა....
1775483034
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები ახალ დონეზე იყოს აყვანილი და ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა იყოს ქვაკუთხედი ამ გზაზე სიარულისას
ოპოზიციის მიზანია, რონ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები განვითარების ახალ ეტაპზე არ გადავიდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მ...
1775482519
საზოგადოებააზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლე მეჰრიბან ალიევა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვია
მეჰრიბან ალიევას საქართველოს პრეზიდენტის მეუღლემ თამარ ბაგრატიონმა, კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, კულტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი მირცხულავამ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირ...
1775480788
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6975 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6981 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1775476301
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები გააქტიურებულია, პოზიტიური ის გზავნილები, რაც ქვეყნებს შორის არსებულ მოცემულობაზე გვესმის
საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები გააქტიურებულია, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქართული მხარის მხრიდან არაერთი ვ...


























