დავით მათიკაშვილი: საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები გააქტიურებულია, პოზიტიური ის გზავნილები, რაც ქვეყნებს შორის არსებულ მოცემულობაზე გვესმის

საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები გააქტიურებულია, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართული მხარის მხრიდან არაერთი ვიზიტი იყო ამერიკაში, საქართველოში ჩამოსული იყო შეერთებული შტატების მაღალჩინოსანიც.

„პოზიტიური ის გზავნილები, რაც ქვეყნებს შორის არსებულ მოცემულობაზე გვესმის. კარგად გვახსოვს, თუ რა დოზით დაზიანდა საქართველო-ამერიკის ურთიერთობა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში. განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოდან მეხუთე კოლონას ინფორმაციები წინა ადმინისტრაციაში მიჰქონდა, როცა ომის ქარცეცხლი იყო. მაშინ, როცა უკრაინაში ომი იყო, ბაიდენის ადმინისტრაცია იცლიდა და საქართველოს საკითხით დიდი დოზით ინტერესდებოდა, ეს მაშინ, როცა საქართველო ყველაზე ნაკლებად იყო აქტუალური.

ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს ვხედავდით, რაც არაფორმალურ ძალებს სჭირდებოდათ, როგორც ამერიკის წინა ადმინისტრაციას, ასევე საქართველოში მოქმედ მეხუთე კოლონას, რომელიც ქვეყნის გარედან ჯამაგირს და კონკრეტულ დავალებებს იღებდა. რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

ბუნებრივია, ვიზიტს დაველოდებით. ჩვენი იდეოლოგიური თანხვედრა იმედს იძლევა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა განახლდება.

მზად ვართ, ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, რომელიც ურთიერთსასარგებლო იქნება, როგორც ამერიკისთვის, ასევე საქართველოსთვის“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775473509

ახალი ამბები

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, აზერბაიჯანის პირველ ლედისთან ერთად მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ეწვია

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ეწვია. მეჰრიბან ალიევასთან ერთად მუზეუმში საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიო...

თამარ ბაგრატიონი

1775472803

ახალი ამბები

ალიევი: გილოცავთ ბატონო პრემიერო - საქართველო დინამიკურად ვითარდება, ეკონომიკური ზრდა ძალიან თვალსაჩინოა, შექმენით კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო უცხოელი, მათ შორის, აზერბაიჯანელი ინვესტორებისთვის

საკითხები, რომლებზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ერთად არიან, ერთი სულისკვეთებით არიან გამსჭვალულები, ჩვენი ისტორიული ფესვები გვაძლევს ორმხრივი თა...

ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძე

1775472310

ახალი ამბები

მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით 12-13 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება

დედაქალაქში მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით ტრადიციულად, 12-13 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ...

ავტობუსი

1775467815

ახალი ამბები

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 202...

პროკურატურის შენობა

1775466501

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის აკრძალვასთან დაკავშირებით: პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ გადაუდებლად ითხოვს მთავრობის შესაბამისი დადგენილების გადახედვას და ფართო კონსულტაციების შედეგად გონივრული გადაწყვეტილების მიღებას

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის დადგენილებაზე, რომლის თანახმად, ქვეყანაში აიკრძალა პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენება, პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პ...

ააა