აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს
აღდგომის ღამეს, თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 5 მაისის 04:00 საათამდე იმუშავებს, 4 მაისის 23:00 საათიდან კი მიწისქვეშა ავტოტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება.
გარდა ამისა, 5-6 მაისს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.
ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურების - „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, „დიდუბის“ ზედა და ქვედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ); ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან; ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.
აღნიშნული ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
1715978455
საზოგადოება„ეს იყო უდიდესი საერთო-სახალხო დღესასწაული, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით“ - საპატრიარქო
„უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა...
1715978003
ახალი ამბებიშუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 მაისს 10:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ახალუბანი, მ...
1715976674
ჰოროსკოპი18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ეცადეთ, ოჯახის წევრებს და მეგობრებს თქვენი სიყვარული და მზრუნველობა უფრო ხშირად დაანახოთ. ოჯახის მხარ...
1715970174
საზოგადოებაჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა
73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993 წლის 19 ოქტომბრიდან 1999 წლის 10 დეკემბ...
1715966011
საზოგადოება„ასიათასობით მოქალაქე გამოვიდა, ფაქტობრივად, კონსტიტუციური კანონის პროექტზე რეფერენდუმი შედგა“ - შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო. მცირე პარაკლისი საპატრიარქო ტახ...