ანდრაშ ლასლო უნგრეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე: ეს ის არჩევნებია, რომელში ჩარევას როგორც კიევი, ასევე ბრიუსელი ცდილობს - ვერავინ დაგვაშინებს, უნგრეთის ინტერესებს მუდამ დავიცავთ

ეს ის არჩევნებია, რომელში ჩარევას როგორც კიევი, ასევე ბრიუსელი ცდილობს, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ უნგრელმა ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ, რომელიც 12 აპრილს გაიმართება.

მისი თქმით, უნგრეთში ეს არავის მოსწონს.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ვერავინ დაგვაშინებს, უნგრეთის ინტერესებს კი მუდამ დავიცავთ. ბევრს სურს, რომ უნგრეთში ხელისუფლება შეიცვალოს, ამ ძალებს უნგრეთის სათავეში ისეთი ხელისუფლება სურთ, რომელიც მზად იქნება, ბრიუსელის ბიუროკრატიის ნება-სურვილი აღასრულოს. ეს ეხება როგორც უკრაინის ომს, ასევე საიმიგრაციო პოლიტიკას, ეგრეთ წოდებულ გენდერის პოლიტიკას და განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ენერგეტიკის პოლიტიკას. ბოლო რამდენიმე კვირაა, წინასაარჩევნო კამპანიისას მთავარი საკითხი პრეზიდენტ ზელენსკის მიერ უნგრეთისთვის მოწყობილი ენერგობლოკადაა“, - განაცხადა ლასლომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკვე რამდენიმე წელია, რაც ბრიუსელი უნგრეთის შიდა პოლიტიკაში ერევა.

„ევროკომისიას მილიარდობით ევრო აქვს დაბლოკილი - ის თანხა, რომელიც უნგრეთის განვითარებას უნდა მოხმარდეს. ევროკავშირის საბიუჯეტო შეთანხმების მიხედვით, ეს უნგრეთის ფულია, სწორედ ბუდაპეშტმა უნდა დახარჯოს ეს თანხა ინვესტიციებში. ასე რომ, ამ თვალსაზრისითაც ერევა ბრიუსელი ჩვენს შიდა საქმეებში უკვე, რა ხანია. ჩვენს წინააღმდეგ მათ საჩივარიც კი შეიტანეს, რადგან ჩვენ უარი განვაცხადეთ უკანონო მიგრანტების მიღებაზე. ჩვენ უარს ვაცხადებთ ეგრეთ წოდებული გენდერული იდეოლოგიით ბავშვების აღზრდაზეც და მათ ვიცავთ, ამ მიზეზითაც გვიჩივლა ბრიუსელმა“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მან უნგრეთში მემარცხენე მედიასა და ორგანიზაციებისთვის ევრობიუროკრატიის მიერ მილიონობით ევროს დახარჯვაზეც ისაუბრა.

„ამავე დროს კი იგივე ბიუროკრატია მილიონობით ევროს ხარჯავს მემარცხენე მედიაში, ორგანიზაციებში უნგრეთის მასშტაბით, სწორედ იმავე წრეებში, რომელთაც აქამდე USAID და ბაიდენის ადმინისტრაცია აფინანსებდა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული და ევროპული მემარცხენე ძალები მეტად ერეოდნენ 2022 წელის არჩევნებში, ამჯერად უკვე ტრამპის ადმინისტრაცია განსხვავებულად იქცევა - მათ USAID დახურეს და მისი პროექტები გააუქმეს უნგრეთში, მაგრამ მათი ადგილი ევროკავშირმა დაიკავა და ცდილობს, გავლენა მოახდინოს უნგრულ საზოგადოებასა და უნგრელ ამომრჩეველზე“, - აღნიშნა ანდრაშ ლასლომ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775411931

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ძალიან ნიშანდობლივია, რომ პატრიარქმა როდესაც მოსაყდრის შესახებ განაცხადა, თქვა, რომ ეს წმინდა გიორგიმ ინებაო. რა თქმა უნდა ამის შემდეგ მეუფე შიოზე კიდევ უფრო მძაფრი შეტევა დაიწყო

პატრიარქი მიხსნიდა, რატომ გახდა მისთვის ცხადი, რომ მოსაყდრის შესახებ გაეცხადებინა საზოგადოებისთვის. ბრძანა სრულიად გარკვევით, რომ დაფარული ანდერძი ამ რთულ ვითარებაში შესაძლოა დამატებით შფოთს ბადებს სა...

ანდრია ჯარმაიძე

1775410373

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: დააანონსეს, რომ მოხდება სკანდალი სინოდზე, ატყდება ომი და ეპისკოპოსები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, შეიძინეს პოპკორნი და მოემზადნენ საყურებლად, არაფერია საყურებელი, ეპისკოპოსები პატრიარქისადმი სიყვარულით აგრძელებენ საქმეს

ჯერ კიდევ 2004-2005 წლებში, 20 წლის წინ მესმოდა აქა-იქ, რომ პატრიარქი მოხუცდა და ვეღარ მართავს ეკლესიას. ძალიან მიკვირდა, რომ პატრიარქზე ამას ვისმენდი, თუმცა წლების მერე მივხვდი, რომ მაშინდელი დაწყებუ...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

1775409349

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: უკანასკნელი ათი წლის შედეგი აშკარაა - ევროპა მთლიანად „მემარჯვენე“ არ გამხდარა, მაგრამ იგი აღარ არის პოლიტიკურად ერთპოლარული

„თუ 2029 წლამდე „ევროსაბჭოთა კავშირი“ ფიზიკურად არ დაიშლება, მომავალი ევროპარლამენტი გაცილებით კონსერვატიული იქნება“, - ასეთია „ხალხის ძალის “ წევრის დავით ქართველიშვილის პროგნოზი იმ ევროპაზე, რომელიც...

საზოგადოეა

1775407367

ახალი ამბები

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ. პროკურატურის ინფორმაციით, ნაფიცმა მსაჯულებმა...

პროკურატურა

1775402405

ახალი ამბები

ტრამპი: თუ შეთანხმება არ იქნება, ირანის ნავთობს ხელში ჩავიგდებ, აშშ-მა ირანელ მომიტინგეებს იარაღი ქურთების მეშვეობით გაუგზავნა, თუმცა, ვფიქრობ, იარაღი მათ დაიტოვეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ შეთანხმება მალე არ იქნება მიღწეული, ის ირანის ნავთობის „მითვისებას“ განიხილავს. „თუ ისინი სწრაფად არ დადებენ შეთა...

ტრამპი