არჩილ გორდულაძე: კეთილი უნდა ინებოს გახარიამ და საზოგადოებას აუხსნას, რისგან იყო ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმა ინსპირირებული

 კეთილი უნდა ინებოს ამ ადამიანმა და საზოგადოებას აუხსნას, რისგან იყო ეს ყველაფერი [ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმა] ინსპირირებული. ისე კი არა, როგორც საგამოძიებო კომისიის წინა სხდომაზე ვიხილეთ, როდესაც ყველანაირად ცდილობდა, კითხვებს გაქცეოდა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გიორგი გახარიას პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე ხელმეორედ დაბარებასთან დაკავშირებით.

გორდულაძის თქმით, 2008 წლის შემდეგ მილიონი კვადრატული მეტრის ტერიტორიების დაკარგვა პირდაპირ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაა, რადგან მან საგუშაგოს ჩადგმა არავისთან შეათანხმა, ეს საკითხი სახელმწიფო დონეზე არ გადაწყვეტილა.

 

„გახარიამ საგამოძიებო კომისიაზე წარდგენის დროს ილაპარაკა ყველაფერი და არაფერი. რამდენიმე წუთის განმავლობაში ერთმანეთის აბსოლუტურად საპირისპირო განცხადებებს აკეთებდა, მათ შორის ჩორჩანასთან დაკავშირებით. თქვა, რომ ჩორჩანაში საგუშაგო პირადად მისი ინიციატივით დაიდგა და არ იყო შეთანხმებული არცერთ რელევანტურ სამსახურთან, არც პარტნიორ ორგანიზაციებთან და ამას არ მოჰყოლია თურმე ტერიტორიების დაკარგვა. 2008 წლის შემდეგ ტერიტორიების დაკარგვის პირველი ფაქტი იყო და საუბარია მილიონ კვადრატულ მეტრზე. გახარია ამბობს, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა მაშინ, როდესაც მოვისმინეთ ჩორჩანას მცხოვრების განცხადებები, რომელმაც გახარია ტყუილში ამხილა.

ბატონი ალექსანდრე ტაბატაძის განცხადებაც გავრცელდა დღეს, სადაც ის ამბობს, რომ ჩორჩანას გარდა, კიდევ ორი საგუშაგოა დადგმული 2008 წლის შემდეგ, რომელთან დაკავშირებითაც არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობს, რადგან შეთანხმებული იყო პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებთან და ამას არ მოჰყოლია ტერიტორიების დაკარგვა. მილიონი კვადრატული მეტრის ტერიტორიების დაკარგვა პირდაპირ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაა, რადგან არავისთან იკითხა, არავისთან შეათანხმა, სახელმწიფო დონეზე არ გადამწყდარა საკითხი და პირადი ინიციატივით მოხდა. კეთილი უნდა ინებოს ამ ადამიანმა და საზოგადოებას აუხსნას, რისგან იყო ეს ყველაფერი [ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმა] ინსპირირებული. ისე კი არა, როგორც საგამოძიებო კომისიის წინა სხდომაზე ვიხილეთ, როდესაც ყველანაირად ცდილობდა, როგორმე კითხვებს გაქცეოდა და პასუხისგან თავი აერიდებინა. იმავდროულად, როდესაც ნებისმიერი კითხვის დროს იმ კონკრეტული კითხვისგან გამოძრომას და პასუხისგან თავის არიდებას ცდილობდა, მაგრამ არაფრად არ დაგიდევდათ, თუ მანამდე, რამდენიმე წუთის წინ ამ ყველაფრის აბსოლუტურად საწინააღმდეგო განცხადება ჰქონდა გაკეთებული. თავისივე მონაყოლში, თავისივე ტყუილებში არის აბნეული ეს ადამიანი“, - აღნიშნა გორდულაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750094595

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: როგორც თავად იტყოდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გახარიას ქმედება მიწის ჩაბარებისთვის არ იყო გამიზნული - მის პროვოკაციას ომი და ესკალაცია უნდა გამოეწვია

 „რასაკვირველია, თითოეული გოჯი ქართული მიწის დაკარგვა უმძიმესი ტრაგედიაა და თუ სამართლებრივად ეს დადასტურდება, გახარიამაც და ყველამ, ვის პროვოკაციულ ქმედებასაც მოჰყვა ტერიტორიების დაკარგვა, უმკაცრესად...

ზურაბ ქადაგიძე

1750093039

მსოფლიო

ისრაელის პრეზიდენტი - ირანელ ხალხს ახლა აქვს შანსი, ადგეს და რეჟიმი შეცვალოს

 ისრაელის პრეზიდენტის იცხაკ ჰერცოგისგანცხადებით, ირანელ ხალხს ახლა აქვს შანსი, ადგეს და ირანის რეჟიმი შეცვალოს.   „საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც აქამდე ვაჩვენეთ, ამას შეუძლია შეცვალოს მოვლენებ...

ისრაელის პრეზიდენტი

1750088875

მსოფლიო

ირანში სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელიც „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყო ბრალდებული

 ირანში სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელიც ჯაშუშობასა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტო „მოსადისთვის“ მუშაობაში იყო ბრალდებული. საუბარია ისმაილ ფეკრიზე, რომელიც 2024 წლის დეკემბერში დააკავეს. სააგენტოს ცნო...

დასჯა

1750081682

ახალი ამბები

ვახტანგ ცინცაძე: დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გაზრდილია ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს ეკონომიკური აქტივობის და შრომის ბაზრის გაუ...

ვახტანგ ცინცაძე

1750081171

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებებზე: როგორი ამორალურებიც არიან თავიანთი ცხოვრების სტილით, ასეთ ამორალურ განცხადებებს აკეთებენ

„როგორი ამორალურებიც არიან თავიანთი ცხოვრების სტილით, ასეთ ამორალურ განცხადებებს აკეთებენ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.   როგო...

ირაკლი კირცხალია