ვახტანგ ცინცაძე: დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გაზრდილია ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს ეკონომიკური აქტივობის და შრომის ბაზრის გაუმჯობესებას, რაც, შესაბამისად, პოზიტიურად აისახება დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასებზეც.
მინისტრის მოადგილის თქმით, 2025 წლის პირველ კვარტალში დაახლოებით 12 პროცენტით არის გაზრდილი დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.
„2025 წლის პირველ კვარტალში მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები აისახა დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე, სადაც საკმაოდ მაღალი ზრდა ფიქსირდება - დაახლოებით 12 პროცენტით არის საშუალო თვიური ანაზღაურება გაზრდილი და 2170 ლარს აჭარბებს“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას.
მისივე შეფასებით, აღსანიშნავია, რომ თვიური ანაზღაურება გაზრდილია ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში, სამთო-მოპოვებითი და დამმუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის სექტორში და სხვადასხვა სერვისების მიმართულებით.
„რა თქმა უნდა, ეს განპირობებულია იმ მაღალი ეკონომიკური აქტივობით, რაც ქვეყანაში ფიქსირდება, შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა შევინარჩუნოთ მომდევნო პერიოდშიც და გლობალური გამოწვევების მიუხედავად, დავრჩეთ იმ ტრაექტორიაზე, რომელიც ეკონომიკური ზრდის კუთხით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ფიქსირდება. ყოველივე ზემოთ აღნიშნული საშუალებას მოგვცემს, ქვეყანაში შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და გაიზარდოს შრომის ანაზღაურება“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
1750094595
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: როგორც თავად იტყოდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გახარიას ქმედება მიწის ჩაბარებისთვის არ იყო გამიზნული - მის პროვოკაციას ომი და ესკალაცია უნდა გამოეწვია
„რასაკვირველია, თითოეული გოჯი ქართული მიწის დაკარგვა უმძიმესი ტრაგედიაა და თუ სამართლებრივად ეს დადასტურდება, გახარიამაც და ყველამ, ვის პროვოკაციულ ქმედებასაც მოჰყვა ტერიტორიების დაკარგვა, უმკაცრესად...
1750093039
მსოფლიოისრაელის პრეზიდენტი - ირანელ ხალხს ახლა აქვს შანსი, ადგეს და რეჟიმი შეცვალოს
ისრაელის პრეზიდენტის იცხაკ ჰერცოგისგანცხადებით, ირანელ ხალხს ახლა აქვს შანსი, ადგეს და ირანის რეჟიმი შეცვალოს. „საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც აქამდე ვაჩვენეთ, ამას შეუძლია შეცვალოს მოვლენებ...
1750091974
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: კეთილი უნდა ინებოს გახარიამ და საზოგადოებას აუხსნას, რისგან იყო ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმა ინსპირირებული
კეთილი უნდა ინებოს ამ ადამიანმა და საზოგადოებას აუხსნას, რისგან იყო ეს ყველაფერი [ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმა] ინსპირირებული. ისე კი არა, როგორც საგამოძიებო კომისიის წინა სხდომაზე ვიხილეთ, როდესაც ყველ...
1750088875
მსოფლიოირანში სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელიც „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყო ბრალდებული
ირანში სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელიც ჯაშუშობასა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტო „მოსადისთვის“ მუშაობაში იყო ბრალდებული. საუბარია ისმაილ ფეკრიზე, რომელიც 2024 წლის დეკემბერში დააკავეს. სააგენტოს ცნო...
1750081171
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებებზე: როგორი ამორალურებიც არიან თავიანთი ცხოვრების სტილით, ასეთ ამორალურ განცხადებებს აკეთებენ
„როგორი ამორალურებიც არიან თავიანთი ცხოვრების სტილით, ასეთ ამორალურ განცხადებებს აკეთებენ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა. როგო...