„ბიძინა ივანიშვილმა მოგვცა იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება გადადო თავი, როდესაც ეს ქვეყნის გადარჩენისა და გათავისუფლებისთვის არის აუცილებელი“ - ირაკლი კობახიძე

„ბიძინა ივანიშვილმა მოგვცა იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება გადადო თავი, როდესაც ეს ქვეყნის გადარჩენისა და გათავისუფლებისთვის არის აუცილებელი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს საქართველოს სჭირდება განვითარება, ეკონომიკის სწრაფი ზრდა, გზების, აეროპორტების, პორტების, ელექტროსადგურების, სტადიონების მშენებლობა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის მუდმივი გაუმჯობესება.

„საქართველოს სჭირდება გამარჯვების გზებზე სიარული და ეს აუცილებლად ასე იქნება. ჩვენ წარმოვადგენთ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა. ბიძინა ივანიშვილმა მოგვცა თითოეულ ჩვენგანს ქვეყნისთვის თავდადების, ჰუმანურობის, პრაგმატულობის და მოთმინების მაგალითი. მან მოგვცა უანგარო პატრიოტობისა და ეროვნული საქმის კეთების მაგალითი. მოგვცა მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გაიღო მაქსიმუმი შენი ქვეყნის იდენტობისა და თვითმყოფადობის დაცვისა და შენარჩუნებისთვის. ბიძინა ივანიშვილმა მოგვცა იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება გადადო თავი, როდესაც ეს ქვეყნის გადარჩენისა და გათავისუფლებისთვის არის აუცილებელი. საქართველოს ერთგულება და ეროვნული საქმე არის ის, რასაც ბიძინა ივანიშვილს ვერ პატიობენ ამ ქვეყნის დამონებისა და დაჩაგვრის მოსურნე ადამიანები. მადლობა ბიძინა ივანიშვილს იმისათვის, რომ საქართველოს დღეს აქვს მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა. მადლობა მას იმისათვის, რომ სწორედ მშვიდობითა და ეკონომიკური წინსვლით გავხდით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715778804

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7323 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6866 ლარი იყო.  გამყარდა ევრო, რომლის...

კურსი

1715777892

სოციალური მედია

„აქციების ირგვლივ რაც ხდება, ესაა საზოგადოებაში პანიკის დათესვის მორიგი ხელოვნური მცდელობა!“ - რას წერს ლუკა ეხვაია

„ყოველთვის, როდესაც საუბრობენ დასავლეთის კულტურული პოლიტიკიდან მომდინარე საფრთხეებზე, როგორიცაა LGBTQ+ პროპაგანდა და ზოგადად, დასავლური კულტურული ჰეგემონია, მხედველობიდან რჩებათ, რომ აშშ-ის ჰეგემონიურ...

ლუკა ეხვაია

1715774163

ახალი ამბები

გიორგი მამარდაშვილი „ნიუკასლის“ ინტერესის სფეროშია

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ნიუკასლ იუნაიტედის“ ინტერესის სფეროშია.  როგორც Marca იტყობინება, ინგლისურ კლუბში ნიკ პოუპის, მარტინ დუბრავკას და ლორის კარიუსის თამაში...

იტალია

1715770384

საზოგადოება

რას ამბობს მერაბ დვალიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ ავარიაში მოყვა

ქართველი „რკინის კაცი“, იგივე მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და თავის გამომწერებს ცხოვრებისეულ სიახლეებსა და სახალისო მომენტებს ხშირად უზიარებს. ამჯერად სპორტსმენის მორიგი ვიდეო ვრც...

ააა

1715768526

სპორტი

„UFC ესპანეთის თარიღი უკვე ვიცი“ - ილია თოფურია

UFC-ის ქვემსუბუქი წონის მოქმედმა ჩემპიონმა, ქართველმა ილია თოფურიამ სოციალურ ქსელ X-ის გვერდზე დაწერა, რომ უკვე იცის, როდის ჩატარდება ორგანიზაციის ღონისძიება ესპანეთში. როგორც ჩანს, 27 წლის დაუმარცხებ...

მებრძოლი ილია თოფურია