„დადიანების სასახლე რომ გარემონტდა, აღდგა და ძალიან მოგვწონს ყველას, ერთმა ქართველმა კაცმა - ბიძინა ივანიშვილი ჰქვია ამ კაცს, დახარჯა 20 იმდენი და იმის მეოცედი დახარჯა USAID-მა“ - მამუკა მდინარაძე

„ამერიკის მოქალაქე რომ გადასახადს იხდის და საქართველოში იხარჯება ეს ფული, სად მიდის ზუსტად ხომ უნდა ვიცოდეთ?“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ამერიკიდან შემოსული დაფინანსების მხოლოდ პოზიტიური მხარეა ცნობილი საზოგადოებისთვის, ხოლო ათეულობით მილიონი სად იხარჯება უცნობია.

„ჩვენ ვიცით კარგი რაღაცები, მხოლოდ პოზიტიური მხარე ვიცით ამ ყველაფრის და ვიცით, რომ სადღაც ვიღაც დაატრენინგეს სოფლის მეურნეობაში, სადღაც რაღაცა კულტურულ მემკვიდრეობაში. დადიანების სასახლე რომ გარემონტდა, აღდგა და ძალიან მოგვწონს ყველას, ერთმა ქართველმა კაცმა, ბიძინა ივანიშვილი ჰქვია ამ კაცს, დახარჯა 20 იმდენი და იმის მეოცედი დახარჯა USAID-მა. აქ ვიცით, ძალიან კარგი, რაღაც ნაწილი სად წავიდა, მაგრამ ასევე ათეულობით მილიონი არ ვიცით სად მიდის. თქვენ ისეთი პოზიცია გიჭირავთ, რომ არ გამაგონოთ რაში დაიხარჯა ეს ფული სად მიდისო, ამაზე აქციებს ატარებთ და ამის გამო რუსულს ეძახით „გამჭვირვალობის კანონს“. არ გაინტერესებთ ამერიკელი გადამხდელის ფული სად მიდის?“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715604490

საზოგადოება

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო: სავიზო სააპლიკაციო ცენტრი, რომელიც პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, აქციისა და პოლიციის კორდონის გამო დაიკეტა

 საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო გაერთიანებული სამეფოს სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დაკეტვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ყურადღება, მნიშვნელოვანი განმარტება სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დრ...

ზოგადი

1715546829

ჰოროსკოპი

13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ამ დღეს არცთუ ისე საინტერესოა საუბრები დიდ დროს წაგართმევთ, თუმცა საეჭვოა, მათი თავიდან აცილება შეძლოთ...

იანავრი

1715543161

საზოგადოება

გიორგი მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

გიორგი მამარდაშვილი დისკვალიფიკაციის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და თანაც ბრწყინვალედ, ლა ლიგაში „ვალენსიას“ „რაიო ვალეკანოსთან“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა (0:0) და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დაასახ...

იტალია

1715540360

საზოგადოება

ქუჩების ჩამონათვალი, სად შუქი გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 13 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.  ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმ...

შუქის შეზღუდვა

1715537227

ახალი ამბები

ბრეგაძე: პროფესორი გაიფიცოს და ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად უნივერსიტეტს ფულს უხდის, კატეგორიულად მიუღებელია

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „პროფესორი გაიფიცოს და ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად უნივერსიტეტს ფულს უხდის, მთელ რ...

რატი ბრეგაძე