დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს რკინიგზა მოძრავი შემადგენლობის მასშტაბურ განახლებას იწყებს
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს რკინიგზა მოძრავი შემადგენლობის მასშტაბურ განახლებას იწყებს. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში კომპანია 50-მდე ლოკომოტივსა და 1 500 ვაგონს შეიძენს, რისთვისაც შესყიდვის პროცედურები უკვე დაწყებულია.
სალოკომოტივო და სავაგონო პარკის განახლების პარალელურად, გაიზარდა მატარებლის გადაზიდვის დასაშვები სიგრძე და წონები.
კერძოდ, თუ აქამდე სატვირთო მატარებელი საშუალოდ 45 ვაგონისგან შედგებოდა, დღეს მათი რაოდენობა 57 ერთეულამდეა გაზრდილი. პარალელურად მიმდინარეობს ახალი ინსტრუქციების დანერგვა, რაც სატვირთო შემადგენლობების გამტარუნარიანობასა და გადაზიდვების მოცულობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
ფოთი-ბაქოსა და ფოთი-თბილისის მიმართულებებზე რეგულარული ბლოკ-მატარებლები დაინიშნა, რამაც გადაზიდვის დრო მნიშვნელოვნად შეამცირა. ამასთანავე, შიდა რესურსით 350-მდე ვაგონი გარემონტდა, არსებულ პარკს კი უახლოეს პერიოდში ახალი ვაგონებიც დაემატება
„სატვირთო გადაზიდვებში მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს. დავიწყეთ სალოკომოტივო და სავაგონო პარკის განახლება. ვამცირებთ გადაზიდვის დროს, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ტვირთმფლობელებისთვის. დავასრულეთ მოდერნიზაციის პროექტი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ტრანზიტული შესაძლებლობების გაზრდას. საქართველოს რკინიგზა კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება შუა დერეფნის ქვეყნებისთვის“, - აცხადებს ლაშა აბაშიძე.
საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მატარებლების სიჩქარე მოიმატებს, სატრანზიტო დრო განახევრდება, გამტარუნარიანობა კი გაორმაგდება.
1777976836
საზოგადოებაგიორგი სოსიაშვილი: ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში ჩვენმა ქვეყანამ უპრეცედენტო დახმარება აღმოუჩინა უკრაინას - ჩვენ კი მივიღეთ ელჩის გაწვევა, ბულინგი, მოწოდება რადიკალებისთვის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მიზნით
ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში ჩვენმა ქვეყანამ უპრეცედენტო დახმარება აღმოუჩინა [უკრაინას] რა რესურსიც გაგვაჩნია იმის ფარგლებში, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის...
1777976594
ახალი ამბებილევან მახაშვილი იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: ჩანს რეალურად ვინ არის დიალოგის ხელის შემშლელი, ღიმილის მომგვრელია, როდესაც ერთი ხელით მოგიწოდებენ მედია თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე და მეორე ხელით თავად ცდილობენ მოგუდონ თავისუფალი ხმა
ღიმილის მომგვრელია, როდესაც ერთი ხელით მოგიწოდებენ მედია თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე და ა.შ. და მეორე ხელით თავად ცდილობენ მოგუდონ მართლაც თავისუფალი ხმა, - ასე ეხმაურება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრ...
1777975998
მსოფლიოტრამპი: ზელენსკი ეშმაკი ადამიანია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეშმაკი ადამიანი უწოდა. თეთრი სახლის ლიდერი ზელენსკის მოუწოდებს რუსეთთან გარიგება გააფორმოს, რადგან უკრაინამ ტერიტორიები უკვე...
1777974879
ახალი ამბებიგიორგობასთან დაკავშირებით მეუფე შიო ქაშუეთის ტაძარში წირვას აღავლენს
გიორგობასთან დაკავშირებით მეუფე შიო ქაშუეთის ტაძარში წირვას აღავლენს, - ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „ამა წლის 6 მაისს, გიორგობას, მისი მაღალყოვლადუსამღვდე...
1777974509
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ სახელმწიფო კონტროლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ფიზიკური პირი დ. დ. (მის: ვანი, სოფ. ციხესულორი) ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომ...





























