დავით მათიკაშვილი: ის, რაც გიორგი გახარიამ მაშინ იკადრა და გააკეთა, იყო პრაქტიკულად იმავე საფრთხის წინაშე ჩვენი ქვეყნის დაყენება, რაც 2008 წელს, სააკაშვილმა და მისმა მოღალატეობრივმა რეჟიმმა გააკეთა

პოლიტიკური სპეკულაციები და ფაქტების დამახინჯების მცდელობა - ასე აფასებს „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში გახარიას პარტიის წარმომადგენლის გამოსვლას. კოლეგიის წინაშე ახსნა-განმარტებებით ბერდია სიჭინავა წარდგა.

გახარიას თანაგუნდელმა თქვა, რომ ჩორჩანა ოკუპაციას გადაურჩა, რაც შემდგარი ფაქტია. რეალურად კი გიორგი გახარიას მიერ ახალი საგუშაგოს ერთპიროვნულად აღმართვით, ქვეყანამ მილიონი კვადრატული მეტრი დაკარგა.

მოსარჩელე მხარის შეფასებით, ბერდია სიჭინავამ განსხვავებულად წაიკითხა 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რასაც კამათი დარბაზშივე მოჰყვა. მან ასევე ახალი ინტერპრეტაცია მისცა გიორგი გახარიას გადადგომის მოტივსაც.

„ქართული ოცნება“ გახარიას პარტიის წარმომადგენლის, ბერდია სიჭინავას საკონსტიტუციო სასამართლოში გამოსვლას, ფაქტების დამახინჯების მცდელობად აფასებს.

დავით მათიკაშვილის განცხადებით, ჩორჩანაში გახარიას მიერ, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შეუთანხმებლად საგუშაგოს აღმართვის შედეგად, სახელმწიფომ დაახლოებით მილიონ კვადრატულ მეტრ ტყის მასივზე იურისდიქცია დაკარგა.

მისივე თქმით, ამ ნაბიჯით ქვეყანა საომარი მოქმედებებისა და პროვოკაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

„მაშინ, როდესაც არაერთგზის დადასტურდა დროებით საგამოძიებო კომისიაზე, მათ შორის მოწმეთა ჩვენებით, რომ ცენტრალური ხელისუფლება ვეღარ ავრცელებს თავის იურისდიქციას დაახლოებით 1 მილიონ კვადრატულ მეტრ ტყის მასივზე. ადგილობრივი მცხოვრებლები ვეღარ სარგებლობენ იმ ტერიტორიით, ხოლო სანამ იმ ცნობილი საგუშაგოს ჩადგმა განხორციელდებოდა მანამდე სარგებლობდნენ. ეს ყველაფერი არის დადასტურებული და მიუხედავად ამისა, მაინც კადრულობენ გახარიას პარტიის წარმომადგენლები და უტიფარ, ტყუილით გაჯერებულ განცხადებებს აჟღერებენ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.

ის, რაც გიორგი გახარიამ მაშინ იკადრა და გააკეთა, იყო პრაქტიკულად იმავე საფრთხის წინაშე ჩვენი ქვეყნის დაყენება, რაც 2008 წელს, სააკაშვილმა და მისმა მოღალატეობრივმა რეჟიმმა გააკეთა. პრაქტიკულად, ძალიან მცირე იყო დარჩენილი საომარ მოქმედებამდე და პროვოკაციამდე. სწორედ ამ ყოვლად შეუთანხმებელი, გაუაზრებელი, ან პირიქით, გააზრებული და შეგნებულად პროვოკაციული ნაბიჯიდან, რაც გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან, პირველ პირებთან შეთანხმების გარეშე ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმით განახორციელა", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793365931

ახალი ამბები

დონალდ ტრამპი ირანის ომზე: ის მალე დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი მალე დასრულდება, თუმცა არ აკონკრეტებს, როგორ შეიძლება, ეს მოხდეს. „ყველაფერი მალე დასრულდება. ჩვენ გარანტია გვჭირდება, რომ ბირთვული იარაღი...

 ტრამპი ტრამპი

1793365902

საზოგადოება

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5992 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.5992 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5959 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი, ვალუტა

1793364953

საზოგადოება

ირაკლი ზარქუა: ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს ბიუჯეტს ელემენტარული რესურსებიც კი არ ჰქონდა, პირადი სახსრებით აფინანსებდა ქართულ ჯარს, პოლიციას, პედაგოგებსა და ათიათასობით საჯარო მოხელეს

„ბიძინა ივანიშვილმა წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განვითარებას დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი მოახმარა, საკუთარი ქონების უდიდესი ნაწილი ფონდ „ქართუს“ გადასცა, რომელიც დღემდე არაერთ მნიშვნელოვან საქვ...

ირაკლი ზარქუა

1793363940

საზოგადოება

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ერთობლივი საბაჟო გამტარი პუნქტის ფუნქციონირების შესახებ ოქმი გაფორმდა

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა. აღნიშნული მთავრობათაშორისი კომ...

საქართველოსა და აზერბაიჯანი

1793362806

საზოგადოება

გიორგი კახიანი: გვარამიამ სინანული იმაზე კი არ გამოთქვა, ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს სისტემურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები, არამედ რა ქველმოქმედებასაც ბიძინა ივანიშვილი ეწეოდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა, „კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ მან სინანული „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ადამიანი...

გიორგი კახიანი