ზურაბ ქადაგიძე: 5 რადიკალური ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პროცესი უნდა დამთავრდეს და, შესაბამისად, ბუნებრივად გაიწმინდება პოლიტიკური ველი
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე რადიკალური პოლიტიკური პარტიების სავარაუდო აკრძალვის შემდეგ მოსალოდნელ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
დეპუტატის თქმით, პოლიტიკური სივრცე ჯანსაღმა, ხალხის პრობლემებზე ორიენტირებულმა ოპოზიციამ
უნდა დაიკავოს და საზოგადოება გვარამია - სააკაშვილს ყურებით არ იყოს დაკავებული.
„როდესაც პოლიტიკურ პარტიების აკრძალვაზე ვსაუბრობთ, მასშტაბურად უნდა შევხედოთ დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას და გავაანალიზოთ - რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო.
სასურველია, რომ ქართული საზოგადოება მედიასივრცეში არ უყურებდეს ამ პოლიტიკური სექტის გაუქმება - არ გაუქმების საკითხს.
საქართველოს პარლამენტში შემოსულია ბიუჯეტი და სწორედ ამაზე მუშაობაა საჭირო.
ეკონომიკური მიმართულება, საგარეო პოლიტიკა - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელზეც მუშაობა პოლიტიკური პარტიების პირდაპირი მოვალეობაა.
როდესაც პარლამენტში 2027 წლის პროექტი შემოვიდა, „ხალხის ძალა“ გამოვედით ინიციატივით, რომ პროექტში აუცილებლად გაითვალისწინონ ვეტერანების დახმარების გაორმაგების საკითხი. 100 ლარი, რომელიც ამ ადამიანებს დახმარების სახით ეძლევათ, აბსოლუტურად უსამართლობაა.
ისინი არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლით აგებენ პასუხს ქვეყნის წინაშე და ამ ინიციატივის დაკმაყოფილება პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
მეორე საკითხი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, არის მარჩენალდაკარგული ბავშვების დახმარების მომატება.
2012 წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, გაიზარდა ეს თანხა, თუმცა ეს არაა საკმარისი.
მესამე პრინციპული საკითხი კი რეზიდენტურის დაფინანსებაა.
მსოფლიო პრაქტიკაში არსად არ იხდის სწავლის საფასურს რეზიდენტი ან მისი ოჯახი საკუთარი ჯიბიდან. რეზიდენტი უკვე ჩამოყალიბებული პროფესიონალია, რეზიდენტურა კი მისთვის თვითრეალიზების საშუალებაა.
თუ ჩვენ სოციალური სახელმწიფო ვართ და სამართლიანობის პრინციპს ვიცავთ, ყველა ეს საკითხი გასათვალისწინებელია.
ეს არის მცირე ჩამონათვალი, რაც გამოსასწორებელია, მაგრამ სამუშაო უამრავია. ამ საკითხებზე მუშაობის ნაცვლად, ვუყურებთ სააკაშვილის ცირკს და გვარამიას ლანძღვა-გინებას.
როდესაც პრინციპული საკითხებია გადასაჭრელი, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი სწორედ ამ საკითხების მოგვარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და მომთხოვნი იყოს ხელისუფლების მიმართ, რომ ყველა საქმე ზედმიწევნით კარგად გაკეთდეს და ხელისუფლებასაც არ ჰქონდეს გადაცდომები - სწორედ ასეთი პროცესებია საჭირო.
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე 5 რადიკალური ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პროცესი უნდა დამთავრდეს და, შესაბამისად, ბუნებრივად გაიწმინდება პოლიტიკური ველი. შემდეგ კი აუცილებლად გამოჩნდებიან ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხელისუფლებას ღირსეულ ოპონირებას გაუწევენ“, - აღნიშნავს ზურაბ ქადაგიძე.
1793369312
ახალი ამბებიალუდა ღუდუშაური: ALDE-ს აქამდე არასდროს დაუგმია ძალადობა საქართველოში, თუმცა მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს და ქომაგობს „ლელოს“, რომლის წევრიც, ბატონი ელისაშვილი გახლავთ მსჯავრდადებული ტერორიზმის მუხლით
„ALDE მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს და ქომაგობს „ლელოს“, რომლის წევრიც, ბატონი ელისაშვილი გახლავთ მსჯავრდადებული ტერორიზმის მუხლით“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომი...
1793367369
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე ჯანმოს გენერალური დირექტორობის კანდიდატ ჰანს კლუგეს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს, ჰანს კლუგეს, შეხვდა. ჰანს კლუგე წლების განმავლობაში ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ამ...
1793365931
ახალი ამბებიდონალდ ტრამპი ირანის ომზე: ის მალე დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი მალე დასრულდება, თუმცა არ აკონკრეტებს, როგორ შეიძლება, ეს მოხდეს. „ყველაფერი მალე დასრულდება. ჩვენ გარანტია გვჭირდება, რომ ბირთვული იარაღი...
1793365902
საზოგადოება1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5992 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.5992 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5959 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1793364953
საზოგადოებაირაკლი ზარქუა: ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს ბიუჯეტს ელემენტარული რესურსებიც კი არ ჰქონდა, პირადი სახსრებით აფინანსებდა ქართულ ჯარს, პოლიციას, პედაგოგებსა და ათიათასობით საჯარო მოხელეს
„ბიძინა ივანიშვილმა წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განვითარებას დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი მოახმარა, საკუთარი ქონების უდიდესი ნაწილი ფონდ „ქართუს“ გადასცა, რომელიც დღემდე არაერთ მნიშვნელოვან საქვ...



























