დავით მათიკაშვილი: როდესაც USAID-ი დაიხურა, როდესაც აშშ-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ეს თანხები მათ შორის, საქართველოში, ხმარდებოდა რადიკალიზმს და ხელისუფლების ამოტრიალების მცდელობას, ამ სიმძიმის წერტილმა ევროპაში გადაინაცვლა

„ან უკვე დააფინანსეს ან არის მცდელობა, მილიონობით ევროთი დაფინანსდნენ ულტრა რადიკალური ძალები“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმაევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ ინფორმაციაზე საუბრისას.
მათიკაშვილის განცხადებით, USAID-ის დახურვის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების ტვირთის აღებას ევროპული ფონდები ცდილობენ.
„როდესაც USAID დაიხურა, როდესაც შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ პირდაპირ განაცხადა, რომ დიახ, ეს თანხები მათ შორის, საქართველოში, ხმარდებოდა რადიკალიზმს და ქვეყანაში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ამოტრიალების მცდელობას, ამ სიმძიმის წერტილმა უკვე ევროპაში გადაინაცვლა და ევროპული ფონდები შეეცადნენ, აეღოთ ის ტვირთი, რომელიც თავის დროზე ჰქონდა USAID-ს. დღეს ვხედავთ, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ან უკვე დააფინანსეს ან არის მცდელობა, მილიონობით ევროთი დაფინანსდნენ ულტრა რადიკალური ძალები.
ამ ყველაფრით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ყველა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც საქართველოშია მიღებული, როგორც „ფარას“ კანონი, ასევე კონკრეტულ ფონდებთან დაკავშირებით ხარჯვის ნაწილში გაკონტროლების თვალსაზრისით, არის აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი ქვეყნის სუვერენიტეტის და ქვეყანაში დემოკრატიული აღმშენებლობის გასაძლიერებლად და გასაგრძელებლად, რასაც სამწუხაროდ, ეწინააღმდეგებიან ქვეყნის ფარგლებს გარედან“, - აცხადებს მათიკაშვილი.
1752175302
მსოფლიოზელენსკი: რუსეთი ომს გააჭიანურებს, პუტინს მშვიდობა არ სჭირდება
რუსეთი ყველანაირად გააჭიანურებს ომს უკრაინაში, რადგან რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მშვიდობა არ სურს. უკრაინას უკვე აქვს სადაზვერვო ინფორმაცია ამის დასამტკიცებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდე...
1752171945
სპორტისაქართველოს 16 წლამდე კალათბურთელ გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი 83 ქულის სხვაობით დაამარცხა
საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელ გოგონათა ნაკრებმა კოსოვოში ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა გიბრალტარის ნაკრებთან გამარჯვებით დაასრულა. ქართველმა გოგონებმა გიბრალტარის გუნდს 8...
1752170379
მსოფლიო„თეირანიდან თუ მუქარა იქნება, ისრაელი კვლავ დაარტყამს ირანს“ - ისრაელის თავდაცვის მინისტრი
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი ირანს დაემუქრა და განაცხადა, რომ „თეირანიდან თუ მუქარა იქნება, ისრაელი კვლავ დაარტყამს ირანს“. „პირდაპირი გზავნილი დიქტატორ ალი ხამენეისა და ირანში მოქმედი აიათ...
1752170335
მსოფლიომას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონმა შეაღწია, ლიეტუვის პრემიერი და სეიმის სპიკერი თავშესაფარში გადაიყვანეს
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, გინტაუტას პალუცკასი და სეიმის სპიკერი, საულიუს სკვერნელისი თავშესაფარში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან ქვეყნის საჰაერო სივრცეში...
1752169348
საზოგადოებაგიორგი გაბუნია: მადლობას ვუხდი ქართველი ხალხის დიდ მეგობარს, ბატონ პრეზიდენტს და დიად ლიდერს სი ძინ პინს ამ ინიციატივისთვის, რომელიც ნათლად გვანახვებს ყველას, რამდენად ზრუნავს ის ყოველდღიურად მსოფლიო მშვიდობისთვის
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია პეკინში, „გლობალური ცივილიზაციების დიალოგის მინისტერიალზე“ იმყოფება, სადაც CGTN-მა ინტერვიუ ჩამოართვა მას. გაბუნიამ ინტერვიუში საქართველოსა და...