ნიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ 480 დეპუტატიდან მინიმუმ 450-ს წაკითხული არ აქვს და წარმოდგენაც არ აქვს, რა რეზოლუციას აძლევს ხმას

გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ 480-ამდე დეპუტატმა, რომელმაც ხმა მისცა ამ რეზოლუციას, მინიმუმ 450-ს წაკითხულიც არ აქვს და წარმოდგენაც არ აქვს რა რეზოლუციას აძლევს ხმას,- განაცხადა პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით.

„როდესაც თეამ გაინტერესებს, როდესაც გინდა რომ აზრი გამოთქვა ან ახალი ინფორმაცია მიიღო, ამ შემთხვევაში მონაწილეობ პარლამენტის იმ სხდომაში, სადაც ეს საკითხი იხილება. ვხედავთ, რომ ყოველ ჯერზე სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი იღებს დებატებში მონაწილეობას და ამ ჯერზე, თუ არ ვცდები 10-ზე ნაკლები ევროპარლამენტარი ესწრებოდა ამ განხილვას.

ჩვენდა საბედნიეროდ რასა იუკნევიჩიენე არის მომხსენებელი საქართველოზე და შესაბამისად მისი ინიციატივით ხდება დებატების დანიშვნა და შემდეგ ის, როგორც ერთი მსახიობის თეატრი წარმოადგენს თავის ნააზრევს და შემდეგ რამდენიმე ევროპარლამენტარი ცდილობს მიუთითოს იმ სისულელეებზე, რაც იქ წერია. საბოლოო ჯამში ეს აჩვენებს იმ ინტერესის არარსებობას ევროპარლამენტის მხრიდან, რადგან ცარიელ დარბაზში საკითხის განხილვა ნიშნავს, რომ ამ საკითხზე ინტერესი არ არსებობს.

რაც შეეხება კენჭისყრას - ნებისმიერ პარლამენტში ასე ხდება, რომ კენჭისყრაზე ხდება მობილიზება პარტიული ნიშნით. შესაბამისად, გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ 480-ამდე დეპუტატმა, რომელმაც ხმა მისცა ამ რეზოლუციას, მინიმუმ 450-ს წაკითხულიც არ აქვს და წარმოდგენაც არ აქვს რა რეზოლუციას აძლევს ხმას. მე პირადად მქონია ვიღაცებთან ამ თემაზე საუბარი და უთქვამთ, რომ არ იცოდნენ რომ ის ეწერა რეზოლუციაში.

სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებში ხვდება უტიფარი ტყუილები, როგორიც არის მზია ამაღლობელის ცემა, მანამდე იყო სააკაშვილის მკვლელობა. ყველა ამ სისულელეს ჰყავს ერთი ავტორი - რასა იუკნევიჩინე“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით მიიღო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752259368

მსოფლიო

ზელენსკი: მაღალი დონის პოლიტიკური სიგნალებია, მათ შორის აშშ-სგან, ძლიერ ნაბიჯებს ველით რუსეთის წინააღმდეგ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობა გაგრძელდება და ახლა უკრაინის მთავრობას უკვე აქვს „კარგი სიგნალები“, კერძოდ, სამხედრო დახმარების მიწოდების განახლებ...

უკრაინა

1752259288

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საკითხებში ჩინეთის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

დუბროვნიკის ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელთან ევროპის საკითხებში ლუ შაიესთან. შეხვედრ...

მაკა ბოჭორიშვილი

1752258298

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს შეხვდა

დუბროვნიკის 2025 წლის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს გორდან გრილიჩ რადმანს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ი...

მაკა ბოჭორიშვილი

1752254819

მსოფლიო

სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე: ევროკავშირო, გაიღვიძე! დროა გაიღვიძო და ღირებულებებით იცხოვრო. დაიწყო იმ ღირებულებების განხორციელება, რომელსაც ასე მტკიცედ ემხრობი - დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა

რა ხდება დღეს მსოფლიოში? ვიჩოქებთ ძლევამოსილი ქვეყნების წინაშე, რომლებსაც სურთ იყვნენ მსოფლიოს მმართველები?! – განაცხადა სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე ურსკა კლაკოჩარ ზუპანციემ დუბროვნიკის ფორუმის...

სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე

1752252910

საზოგადოება

გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეხვდა. შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ დევნილი მოსახლეობის პრობლემები და საჭი...

გიორგი ჯინჭარაძე