დავით ქართველიშვილი: ყოველდღიურად ევროპულ ქვეყნებში აკავებენ მომიტინგეებს, მაგრამ მათ შესახებ ვერც ერთი უფლებადამცველის ანგარიშში ვერ ნახავთ მინიშნებას - „პოლიტპატიმარი“, ეს მიდგომა მხოლოდ საქართველოსთან „მუშაობს“

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში მიმოიხილავს აშშ-სა და ისრაელის მხრიდან ირანზე განხორციელებული შეტევის საბაბს - ირანის სამოქალაქო საზოგადოების აიათოლას მმართველობისგან დაცვას. ანალიტიკოსი წერს, რომ დღეს ისრაელი აპატიმრებს ებრაელ აქტივისტებს. ქართველიშვილი მიუთითებს ორმაგი სტანდარტის არსებობაზე: „დღეს ისრაელში ვითარდება ყველაფერი ის, რაც გუშინ ირანში ხდებოდა. ხვალ, ამ კარიკატურული ლოგიკით, აშშ და ირანი უნდა გაერთიანდნენ და ისრაელის წინააღმდეგ გამოვიდნენ „სამოქალაქო საზოგადოების“ დაცვის საბაბით. ასეთი „ლოგიკა“ არის ორმაგი სტანდარტების აბსურდამდე მიყვანილი ფორმა“, - წერს ქართველიშვილი.

ის ხაზს უსვამს, რომ მსგავს სცენარს საქართველოშიც ვხედავთ. ანალიტიკოსის სიტყვებით, ყოველდღიურად რიგ ევროპულ ქვეყნებში აკავებენ ათობით მომიტინგეს, მაგრამ უფლებადამცველების ანგარიშში მინიშნება - „პოლიტპატიმარი“ არ ჩანს.

„აშშ-სა და ისრაელის მხრიდან ირანზე განხორციელებული შეტევის ერთ-ერთი საბაბი იყო ირანის სამოქალაქო საზოგადოების დაცვა აიათოლას მმართველობის ტირანიისაგან. თუ მივყვებით ამ ლოგიკას, რომელსაც ხშირად ლოზუნგების დონემდე ამარტივებენ, მაშინ დიახ, მსოფლიო უკვე დიდი ხანია უნდა ქცეულიყო აბსურდის თეატრად, ვინაიდან დღეს უკვე ისრაელის მთელ ტერიტორიაზე მიტინგებზე გამოდის ამ ქვეყნის სამოქალაქო სექტორი „ფაშისტური“ ხელისუფლების წინააღმდეგ და დღეს უკვე, ებრაელ აქტივისტებს აპატიმრებენ და ფიზიკურად უსწორდებიან ქნესეთის მოქმედ დეპუტატებს.

დღეს ისრაელში ვითარდება ყველაფერი ის, რასაც გუშინ ირანში ჰქონდა ადგილი, ესე იგი ხვალ, ამ კარიკატურული ლოგიკით, აშშ და ირანი უნდა გაერთიანდნენ და უკვე ისრაელის წინააღმდეგ გამოვიდნენ „სამოქალაქო საზოგადოების“ უფლებების დაცვის საბაბით. დღევანდელი გაუკუღმართებული საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგით, რომელიც ცუდად დაწერილი შავი კომედიის სცენარს წააგავს, მოკავშირეები შეიძლება უფრო სწრაფად იცვლებოდნენ, ვიდრე მომიტინგეთა ლოზუნგები. რეალურად კი სწორედ ასეთი „ლოგიკა“ არის ორმაგი სტანდარტების აბსურდამდე მიყვანილი ფორმა, რომელიც ნამდვილად ახასიათებს თანამედროვე გლობალურ პოლიტიკას: ერთ შემთხვევაში - „ადამიანის უფლებების დაცვა“ ხდება ზეწოლის ინსტრუმენტი, დანარჩენ შემთხვევაში, ეს „სახელმწიფოს შიდა საქმეა“.

საქართველოში ეს მიდგომა დაზეპირებული გვაქვს: ყოველდღიურად საფრანგეთში, შვედეთში, ბელგიაში, გერმანიაში ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით აკავებენ ათობით მომიტინგეს, მაგრამ მათ შესახებ ვერც ერთი უფლებადამცველის ანგარიშში ვერ ნახავთ მინიშნებას - „პოლიტპატიმარი“. ეს მიდგომა მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით „მუშაობს“. ამიტომ, ისრაელის სამოქალაქო სექტორის „ფაშისტური“ რეჟიმისგან დაცვის მიზნით, ხვალინდელი აშშ/ირანის კოალიციის მოდელირება შავი იუმორი თუ უბრალოდ ხუმრობა კი არა, არამედ საკმაოდ ზუსტი ასახვაა იმისა, თუ როგორ აღიქმება თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკა გარედან: როგორც სისტემა, სადაც პრინციპები მხოლოდ შერჩევითად გამოიყენება. და რაც უფრო ხმამაღლა ჟღერს სიტყვები „სამოქალაქო სექტორის დაცვის“ შესახებ, მით უფრო ძლიერდება განცდა, რომ ეს უნივერსალური წესი კი არა, არამედ ინსტრუმენტია ტოტალურ უსამართლობაზე დაფუძნებულ სამყაროში“, - წერს დავით ქართველიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774942612

ახალი ამბები

გიორგი ზერეკიძე: ცდილობდნენ პირველი ლედის ვიზიტის გაუფასურებას, პირიქით, მივიღეთ უმაღლესი დონის აღიარება

„თეთრ სახლში პერსონალური მიწვევები შემთხვევით არ გაიცემა. ეს არის ჟესტი, რომელიც გამოხატავს ნდობასა და პატივისცემას უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისა და იმ კურსის მიმართ, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ აირჩი...

გიორგი ზერეკიძე

1774942492

მსოფლიო

ალექსეი არესტოვიჩი: ზელენსკი ტრამპისა და მთელი მისი ადმინისტრაციისთვის აუტანელი ფიგურაა. ვარაუდობენ, რომ ის მშვიდობის ერთადერთი დაბრკოლებაა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია განრისხებულია და მათი მხრიდან უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის მისაღწევად მთავარ...

ალექსეი არესტოვიჩი

1774942382

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: 1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს ხმამაღლა განუცხადა - საქართველო ირჩევს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას

„1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს ხმამაღლა განუცხადა - საქართველო ირჩევს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც პრ...

მიხეილ ყაველაშვილი

1774941251

ახალი ამბები

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "სარფის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ოთხი მო...

სასაზღვრო პოლიცია

1774940260

ახალი ამბები

ეკა სეფაშვილი 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდაზე: ტარიფი უნდა იყოს არა ამკრძალავი, არამედ შემზღუდავი, რათა მოსახლეობას მიეცეს საშუალება, ნელ-ნელა შეეგუოს გაზრდილ ტარიფს

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელთა თანახმადაც, 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე გაიზრ...

ეკა სეფაშვილი