ლიზა გეგეჭკორი: თამარ ბაგრატიონის ვიზიტი და კობახიძესთან რუბიოს ზარი არის აღიარება აშშ-ს პრეზიდენტისგან და ადმინისტრაციისგან, რომ საქართველო არის საიმედო, ტრადიციების მქონე, სუვერენული სახელმწიფო და ხელისუფლება ლეგიტიმური
ნურავის ეგონება, რომ თეთრ სახლში ვინმე ვინმეს შემთხვევით პატიჟებს ან ვინმე ვინმეს შემთხვევით ურეკავს. თამარ ბაგრატიონის ვიზიტი და პრემიერ კობახიძესთან რუბიოს ზარი არის მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი აღიარება აშშ-ს პრეზიდენტისგან და მისი ადმინისტრაციისგან იმისა, რომ საქართველო არის საიმედო, ტრადიციების მქონე და სუვერენული სახელმწიფო, ხოლო მისი ხელისუფლება ქართველი ხალხის მიერ არჩეული, ლეგიტიმური ხელისუფლება, - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი.
მისივე თქმით, თამარ ბაგრატიონის ვიზიტი ვაშინგტონში, პრემიერის პირდაპირი კომუნიკაცია ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი და მაღალი დონის შეხვედრები ერთ მიზანს ემსახურება - საქართველოს ინტერესების დაცვას და იმ გაუგებრობების დასრულებას, რაც წლების განმავლობაში ხელოვნურად იქმნებოდა რადიკალური ჯგუფების მიერ.
„ბოლო დღეებია, თვალს ვადევნებთ ტვ უკანასკნელებისა და ჩვენი ნულოვანი ოპოზიციური სპექტრის სასოწარკვეთილ მცდელობას, როგორმე დააკნინონ და გააუფასურონ საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რასაც დაამატეს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და პრემიერ ირაკლი კობახიძის გუშინდელი პირდაპირი კომუნიკაციის გაუფასურების უბადრუკი მცდელობა.როცა არგუმენტი არ გაქვს, როცა შენი ერთადერთი იარაღი ღვარძლია და როცა ხედავ, რომ შენი ქვეყნის წარმატება შენს პოლიტიკურ დასასრულს ნიშნავს, სწორედ მაშინ იწყება ის ისტერიკა, რასაც ვხედავთ. მაგრამ მოდით, ემოციები გვერდით გადავდოთ და ცივი გონებით შევხედოთ იმ გეოპოლიტიკურ მოზაიკას, რომელიც ჩვენს თვალწინ იწყობა.1. საქართველოს პირველი ლედის ვიზიტი აშშ-ში, პირველი ლედის, მელანია ტრამპის პირადი მიწვევით, არ არის მხოლოდ „პროტოკოლური მიწვევა“. ეს არის უმძლავრესი პოლიტიკური სიგნალი. ვაშინგტონი, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ნათლად აჩვენებს, ვის აღიქვამს ლეგიტიმურ და ღირსეულ პარტნიორად. თამარ ბაგრატიონი, თავისი თავშეკავებულობითა და ღირსებით, საუკეთესოდ წარმოაჩენს იმ საქართველოს, რომელიც არავის წინაშე არ დგას მუხლებზე, მაგრამ მზად არის თანასწორი და მეგობრული ურთიერთობებისთვის.2. გუშინდელი სატელეფონო საუბარი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მარკო რუბიოს შორის იყო წერტილი იმ სპეკულაციებზე, თითქოს საქართველო იზოლაციაშია. როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, წამყვანი ფიგურა ტრამპის ადმინისტრაციაში, პირადად განიხილავს სტრატეგიულ საკითხებს საქართველოს მთავრობის მეთაურთან, ეს ნიშნავს, რომ „ურთიერთობების გადატვირთვა“ აღარ არის მხოლოდ სურვილი – ეს უკვე პროცესია.შევხედოთ სურათს მთლიანობაში:თამარ ბაგრატიონის ელეგანტური და ეფექტური ვიზიტი ვაშინგტონში;პრემიერის პირდაპირი კომუნიკაცია ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან უმაღლეს დონეზე;მანამდე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი და მაღალი დონის შეხვედრები;ეს ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურება - საქართველოს ინტერესების დაცვას და იმ გაუგებრობების დასრულებას, რაც წლების განმავლობაში ხელოვნურად იქმნებოდა რადიკალური ჯგუფების მიერ.რატომ სტკივათ ასე?იმიტომ, რომ ოპოზიციის მთელი ნარატივი და ფუჭი იმედი „იზოლაციაზე“, ჩამოიშალა. მათ იმედი ჰქონდათ, რომ საქართველო დასავლეთთან ხიდებს დაწვავდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ არა მხოლოდ შეინარჩუნა ხიდები, არამედ ახალი, უფრო მყარი საყრდენების მშენებლობა დაიწყო - ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პარტნიორობის.ნურავის ეგონება, რომ თეთრ სახლში ვინმე ვინმეს შემთხვევით პატიჟებს ან ვინმე ვინმეს შემთხვევით ურეკავს. თამარ ბაგრატიონის ვიზიტი და პრემიერ კობახიძესთან რუბიოს ზარი არის მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი აღიარება აშშ-ს პრეზიდენტისგან და მისი ადმინისტრაციისგან იმისა, რომ საქართველო არის საიმედო, ტრადიციების მქონე და სუვერენული სახელმწიფო, ხოლო მისი ხელისუფლება ქართველი ხალხის მიერ არჩეული, ლეგიტიმური ხელისუფლება. რამდენიც არ უნდა ეცადონ ნაძირალებმა ამ ყველაფრის სხვანაირად შეფუთვას, ფაქტი ფაქტად რჩება.ჩვენ კი, მხოლოდ ის დაგვრჩენია, სიამაყით ვუყუროთ, როგორ იბრუნებს საქართველო თავის ადგილს მსოფლიო პოლიტიკის დიდ სცენაზე.ჩვენი ქვეყანა წინ წავა და გაიმარჯვებს, აკაცუკები კი როგორც აქამდეც არაერთხელ მითქვამს, ჩარჩებიან ჭაობში, თუ საკუთარ ქვეყანას არ შეიყვარებენ“, - წერს ლიზა გეგეჭკორი.
1774951230
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: პატრიარქის ოცნება იყო ერთ მუშტად შეკრული ქართველი ერის ხილვა და ეს მან შეგვაძლებინა
წინა დღეებში მსოფლიომ დაინახა 3000 წლოვანი უწყვეტი გენის მქონე ერის არაბუნებრივი ერთობა. საკუთარი ხასიათით, ქცევითა და ფიქრებით, ჩვენვე ვიყავით ჩვენი სამშობლოსა და ერის კულტურა და იდენტობაც. ჩვენ ყველ...
1774949713
საზოგადოებამაჭავარიანი: წინა დღეებში მსოფლიომ დაინახა 3 000 წლოვანი უწყვეტი გენის მქონე ერის არაბუნებრივი ერთობა, საკუთარი ხასიათით, ქცევითა, თუ ფიქრებით, ჩვენვე ვიყავით ჩვენი სამშობლოსა და ერის კულტურაც და იდენტობაც
წინა დღეებში მსოფლიომ დაინახა 3 000 წლოვანი უწყვეტი გენის მქონე ერის არაბუნებრივი ერთობა, საკუთარი ხასიათით, ქცევითა, თუ ფიქრებით, ჩვენვე ვიყავით ჩვენი სამშობლოსა და ერის კულტურაც და იდენტობაც, ჩვენ ყ...
1774949237
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ქართველი ხალხის მანდატით აღჭურვილი „ქართული ოცნება“ ასრულებს ჩვენი მოსახლეობის დაკვეთას, პირნათლად იცავს სახელმწიფო ინტერესსა და სუვერენიტეტს, შესაბამისად, ამიტომაც ვართ და ვიქნებით ხელისუფლებაში
ერთი მხრივ მიხეილ სააკაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მთავარმა შემოქმედმა და მეორე მხრივ კი ნიკა გვარამიამ, მისმა გენერალურმა პროკურორმა დაადასტურეს, რომ გაერთიანების შესახებ დავალება მათი გა...
1774948304
საზოგადოებაპაპუაშვილი: რწმენის, სახელმწიფოს და ეროვნული სიმბოლოს გამთლიანება არის პატრიარქის ეპოქის მთავარი მემკვიდრეობა - მისი ღვაწლი იქნება არამხოლოდ წარსულის ნაწილი, არამედ თანამდევი ჩვენი სახელმწიფოსი, ეკლესიის და საზოგადოებრივი ცნობიერების
საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა...
1774948129
ახალი ამბებიშს მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 626 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 626 კი...



























