დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე პეტრემ ბრძანა, რომ არ ნანობს იმ განცხადებებს, რაც პატრიარქზე გააკეთა, ეს არის ძალიან დიდი მინუსი და ეს არ არის ის, რასაც პატრიარქი მისგან ელოდა

მეუფე პეტრემ ბრძანა, რომ არ ნანობს იმ განცხადებებს, რაც პატრიარქზე გააკეთა. ეს არის ძალიან დიდი მინუსი და ეს არ არის ის, რასაც პატრიარქი მისგან ელოდა, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისი თქმით, ის ბრალდებები, რაც პეტრე ცაავამ პატრიარქის მისამართით გააჟღერა, ვერ დაამტკიცა, ამიტომ ეს ცილისწამებაა და არა მხილება, როგორც თავად ცაავა ამბობს.

„ამ ბრალდებებს წლების განმავლობაში იმეორებდა, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგა, ამის დასამტკიცებლად მას ხელთ არაფერი აღმოაჩნდა. ამიტომ, სიტყვა, რომ თითქოს ვინმე ამხილა, შეიძლება სხვანაირად ვთქვათ, რომ მან ცილი დასწამა.

მეუფე პეტრე ყველაზე აკეთებს ასეთ განცხადებებს, ვინც კი ეგულება პატრიარქის ერთგულად და მხარდამჭერად და მამა გიორგი ზვიადაძეც სწორედ ასეთი იყო წლების განმავლობაში. ამიტომ არ ერიდება მის მიმართ ასეთ არაკორექტულ გამონათქვამებს. მისგან ასეთი გამონათქვამები გვახსოვს სხვადასხვა მეუფის მიმართ, მოსაყდრის მიმართ, კონკრეტულად ჩემს მიმართ“, - განაცხადა დეკანოზმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776427494

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ნათლად ვუთხარი ევროკომისიის პრეზიდენტს და თითოეულ ევროპელ ლიდერს, რომ უნგრეთი არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრ პოზიციას დაიკავებს

უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, ბუდაპეშტი ვიქტორ ორბანის მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას გააგრძელებს და არალეგალ მიგრანტებთან ბრძოლას უფრო გაამკაცრებს. როგორც მან აღნიშნა,...

პეტერ მადიარი

1776426099

საზოგადოება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ორ მოადგილესთან და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ორ მოადგილესთან და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის სპეცსამსახურების...

მამუკა მდინარაძე

1776425193

საზოგადოება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ალბანეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ალბანეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფერიტ ჰოჯასთან. ინფორმაცი...

მაკა ბოჭორიშვილ

1776425159

საზოგადოება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ყირგიზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, იუსტიციის მინისტ...

მაკა ბოჭორიშვილ

1776424771

საზოგადოება

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის ფარგლებში ცხოველთა სამი ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამა რიგ კომპლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს, მათ შორის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობას ქვემო ქართლში...

ძაღლები