დავით კაჭარავა ფიგურულ მოციგურავეებს: როგორც სპორტსმენმა ზუსტად ვიცი, რა შრომასთან არის დაკავშირებული თქვენ მიერ მიღწეული თითოეული გამარჯვება. სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ფედერაციის ყველა თანამშრომელს მადლობას გიხდით ამისთვის
„უკვე მიღწეული სპორტული შედეგებით არაფერი მთავრდება, სწორედ ახლა იწყება გზა დიდი და საუკეთესო შედეგებისკენ,“ - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ სპორტის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ფიგურულ ციგურაობაში არსებული მდგომარეობის, საერთაშორისო წარმატებებისა და განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წარადგინა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა.
დავით კაჭარავას თქმით, წლევანდელი წელი გარდამტეხი იყო ფიგურულ ციგურაობისთვის.
„მოგესალმებით და მადლობა ფიგურულ ციგურაობაში არსებული მდგომარეობის, საერთაშორისო წარმატებებისა და განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ მოწოდებული ინფორმაციისთვის.
სპორტსმენებმა, მწვრთნელებმა და ფედერაციამ წელს მოიპოვა ისტორიული მნიშვნელობის გამარჯვება. ეს წელი ნამდვილად იყო გარდამტეხი სპორტის ამ სახეობისთვის. გულწრფელად ვიტყვი, არ ველოდით ასეთ შედეგს. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ მოციგურავეების ამ წარმატებების შემდეგ უამრავი ბავშვი დაიწყებს სიარულს ამ სპორტზე. თქვენ [მაკა გიორგობიანი], სწორედ აღნიშნეთ, უკვე მიღწეული სპორტული შედეგებით არაფერი მთავრდება, სწორედ ახლა იწყება გზა დიდი და საუკეთესო შედეგებისკენ.
მე, როგორც სპორტსმენმა ზუსტად ვიცი რა შრომასთან არის დაკავშირებული თქვენს მიერ მიღწეული თითოეული გამარჯვება. სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ფედერაციის ყველა თანამშრომელს მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ ამ ულამაზესი სპორტის სახეობის ცქერით დაგვატკბეთ. ვამაყობთ, რომ ჩვენ, ქართველებს შეგვიძლია, განსაკუთრებულ სპორტის სახეობებშიც ვიყოთ გამორჩეულები მთელ მსოფლიოში,“ - განაცხადა დავით კაჭარავამ.
1776429784
ახალი ამბებიგია ვოლსკი - იმედია, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე ხარვეზს მალე გამოასწორებენ და საქართველოს შესახებ ინფორმაცია განახლდება
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო არ არის განახლებული ის ვებგვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტადაა მითითებული, – ამის შესახებ პარლამენტის...
1776429338
საზოგადოებაეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ეფექტურად დაასრულა ეთერ ლიპარტელიანმა. მან ფინალში ისრაელის წარმომადგენელი ლევი ეფექტური გდებით დაამარცხა. შეხვედრის დასაწყისში ქართველმა ძიუდოისტმა გდება გაუშვა...
1776428705
ახალი ამბებილევან ვეფხვაძე: დღეს ენერგეტიკის სექტორში დეველოპერებისთვის გაცილებით პროგნოზირებადი გარემოა, რაც მნიშვნელოვანია საინვესტიციო გრძელვადიანი აქტივობისთვის
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკის თემაზე საჯარო დისკუსიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პირადად მონაწილეობს. ეს ხაზს უსვამს იმ მნიშვნელობას, რომელიც ენერგეტიკის სექტორს თავისთავა...
1776428567
ახალი ამბებიყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხისა და ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ყაზბეგი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობებისა და თანხის შემოტანის მცდელობის 5 ფაქტი აღიკვეთა, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელე...
1776427550
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ენერგეტიკის სექტორში დადებითი ძვრებია, სახელმწიფო განაგრძობს ყველა იმ ინვესტორის თუ დეველოპერის მხარდაჭერას, რომელიც უზრუნველყოფს დადგმული სიმძლავრეების ზრდას
ენერგეტიკის სექტორში დადებითი ძვრებია და სახელმწიფო განაგრძობს ყველა იმ ინვესტორის თუ დეველოპერის მხარდაჭერას, რომელიც დადგმული სიმძლავრეების ზრდას უზრუნველყოფს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი გან...





























