„დღეს, უსამშობლო რადიკალებს ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა თავიანთ უმთავრეს ამოცანად აქვთ ქცეული, რადგან საქართველოს არ ჰყავს ქვეყნის ეროვნული ინტერესების მასზე დიდი დამცველი“ - კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილზე

საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე სახალხო შეკრებაზე თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა იმ სტანდარტებისთვის, რომელიც მისი ხელშეწყობით 2012 წლიდან დაინერგა ქართულ პოლიტიკაში და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებით იცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს მართავს გუნდი, რომელსაც გააზრებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა.

„ამ გუნდის დამფუძნებელს და ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა იმისათვის, რომ 2012 წლიდან მან საქართველოს ეროვნული ინტერესები ხელისუფლების საქმიანობის მთავარ სახელმძღვანელო პრინციპად აქცია. სწორედ ამან მისცა საქართველოს შესაძლებლობა იმისა, ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა და შემოტევებისა, შეგვენარჩუნებინა პრინციპული პოზიცია და დაგვეცვა მშვიდობა. შევინარჩუნეთ სიმშვიდე ქვეყანაში.

დღეს უსამშობლო რადიკალებს და მათ უცხოელ პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა თავიანთ უმთავრეს ამოცანად აქვთ ქცეული. ამ თავდასხმას ერთადერთი მიზეზი აქვს - საქართველოს არ ჰყავს ქვეყნის ეროვნული ინტერესების იმაზე დიდი დამცველი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილია. ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ. მის მიერ განხორციელებული ყველა პროექტი, ინტელიგენციის გვერდში დგომა და გადარჩენა ემსახურებოდა და ემსახურება ერთადერთ მიზანს - საქართველოს ეროვნული იდენტობის დაცვასა და შენარჩუნებას. ასეთივე ეროვნული ამოცანით შემოვიდა ის 2011 წელს პოლიტიკაში, როდესაც საკუთარი სიცოცხლეც კი რისკის ქვეშ დააყენა და ხშირად უთქვამს, როდესაც სახლიდან გამოვდიოდი, მეუღლეს ვემშვიდობებოდი, იმიტომ, რომ არ ვიცოდი, ცოცხალი დავბრუნდებოდი თუ არაო. ამ ყველაფრის მიუხედავად, ის დადგა იქ, სადაც ჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას და აგენტოკრატია ეროვნული ხელისუფლებით შეცვალა. სწორედ ამიტომ ესხმიან მას თავს ასეთი გააფთრებით, დაუწესეს ფაქტობრივი სანქცია, რამდენჯერმე დაემუქრნენ ფორმალური სანქციებით, თუმცა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ვერცერთი ნაბიჯი ვერ გადაადგმევინეს. მინდა იყოთ დარწმუნებულები, რომ ასე იქნება მომავალშიც.

ჩემო მეგობრებო, ალბათ გახსოვთ, ამის საპირწონედ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ იგივე ადამიანებს სააკაშვილისა და მისი რეჟიმის მიმართ, რომელსაც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ უამრავი უმძიმესი დანაშაული ჩაადენინეს. სააკაშვილი მოწონდათ, რადგან ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ყავდათ მომართული და რასაც ეტყოდნენ, ყველაფერს აკეთებინებდნენ. ბიძინა ივანიშვილი კი სწორედ იმიტომ არ მოსწონთ, რომ დღეს ის არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მთავარი გარანტი საქართველოში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715847003

სოციალური მედია

„ვაი თქვენს პატრონს, უბედურს ვინც თვლით, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი ევროპამ და ამერიკამ უნდა გადაწყვიტოს“ - მიშა მესხის ვიდეომიმართვა

ბიზნესმენი, მიშა მესხი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს, სადაც საქართველოს შიდა სამზარეულოში ევროპისა და ამერიკის ჩართულობაზე საუბრობს:  „თქვენთან მაქვს ასეთი თხოვნა. ვინც ჩემი და სოფოს ოჯახს...

მიშა მესხი

1715844314

ახალი ამბები

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა.  დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დადგენილება შეეხება...

პარლამენტი

1715835997

ჰოროსკოპი

16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ♈ვერძი შეწყვიტეთ სხვების ნაცვლად პრობლემების გადაჭრა. გირჩევთ, ეს დღე საყვარელ ადამიანებს მიუძღვნათ და მხო...

ჰოროსკოპი

1715799131

მსოფლიო

„თავს არც კაცად მივიჩნევ და არც ქალად“ - „ევროვიზიის“ გამარჯვებული

 შვედეთის ქალაქ მალმეში ევროვიზია 2024 დასრულდა. კონკურსში, 591 ქულით, გაიმარჯვა შვეიცარიის წარმომადგენელმა Nemo-მ, სიმღერით, The Code. იგი გახდა, როგორც მაყურებლის, ასევე, ჯამურად 37 ქვეყნის ეროვნული...

ევროვიზიის გამარჯვებული

1715798494

ახალი ამბები

ანი პაპავა გარდაცვლილი იპოვეს

 27 წლის ანი პაპავა, რომელსაც 5 დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. გოგონა ხონში იპოვეს. გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოჯახმა დაუდასტურა. ცნობისთვის,  ჩხოროწყუში 27 წლის ანი პაპავას 10 მაისის შემდეგ...

ანი პაპავა