დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დემოგრაფიულ პოლიტიკასა და სოციალური მხარდაჭერის მექანიზმებზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

„სამსახურებთან, ან უმაღლეს სასწავლებლებთან უნდა იყოს საბავშვო ოთახები, ან ბაღები, სადაც დედა შეძლებს ბავშვის მიყვანასა და დატოვებას უსაფრთხო გარემოში, სანამ თავად დაკავდება სწავლით, ან კარიერის მოწყობით“, — განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ისეთი პირობების შექმნა, რომ მოსახლეობისთვის ოჯახის შექმნა და შვილის ყოლა რიგ გამოწვევებთან არ იყოს დაკავშირებული.

„ვფიქრობ, რომ დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის. ასევე, ბავშვის გაზრდა არ იქნება ხელის შემშლელი, თუკი დედა შეძლებს კარიერულ წინსვლას. მაგალითად, სამსახურებთან, ან უმაღლეს სასწავლებლებთან რომ იყოს საბავშვო ოთახები, ან ბაღები, სადაც დედა შეძლებს ბავშვის მიყვანასა და დატოვებას უსაფრთხო გარემოში, სანამ თავად დაკავდება სწავლით, ან კარიერის მოწყობით. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია ისევე, როგორც საბინაო პოლიტიკა. ხშირად ადამიანები უარს ამბობენ ოჯახის შექმნაზე, რადგან აქვთ საცხოვრებლის პრობლემა. მძლავრი იდეოლოგიური მექანიზმების ამუშავება არის უმთავრესი“, — განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775112668

ახალი ამბები

სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური: ადამიანთა ნაკადი არ წყდება, მისი უწმინდესობის ღვაწლი ძალიან მრავალმხრივი გახლავთ, მან საქართველოს სამოციქულო ეკლესია ააღორძინა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით

სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურმა მამა გიორგი ვაშალომიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლზე ისაუბრა. „ადამიანთა ნაკადი არ წყდება. მისი უწმინდესობის ღვაწლი ძალიან მრავ...

 გიორგი ვაშალომიძე

1775112378

ახალი ამბები

ცხოველთა უფლებადამცველი თიკო კვალიაშვილი გიგი უგულავაზე: უბრალოდ ყველას ყველაფერი გვახსოვს და როგორ ბედავს რომ ცხოველების უფლებებზე და კეთილდღეობაზე გვესაუბრება?

ცხოველთა უფლებადამცველი თიკო კვალიაშვილი მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ „არასდროს ძაღლები არ არიან „ძაღლების“ მხარეს“. კვალიაშვილის თქმით,...

თიკო კვალიაშვილი გიგი უგულავაზე

1775109716

ახალი ამბები

სამხარაძე სლოვაკეთში პრეზიდენტის ვიზიტზე: განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, ასევე, გვექნება საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, ზოგადად უსაფრთხოების გამოწვევებზე

სლოვაკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არის ძალიან დადებითი დინამიკა და ეს ვიზიტიც არის ერთ-ერთი გამოხატულება ამ დინამიკისა და ურთიერთობებისა, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტ...

ნიკოლოზ სამხარაძე

1775107491

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: ყველანაირად ცდილობენ როგორმე რეპუტაციული ზიანი მიაყენონ დედაეკლესიას, წმინდა სინოდს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილი გარკვეული ჯგუფების მხრიდან ანტიეკლესიურ კამპანიას ეხმაურება. თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, მათ აღიზიანებს ის, რომ საზოგადოება გაერ...

თორნიკე ჭეიშვილი

1775106810

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 აპრილს საქართველოში

2 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +24 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა...

მზე