დიმიტრი ხუნდაძე: განვითარებად ქვეყნებში უფრო მეტი ბავშვი იბადება, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში, ასე რომ, ეკონომიკასთან პირდაპირ კავშირში ეს საკითხი არ არის

„როცა ვსაუბრობთ დემოგრაფიაზე, ეს არ არის მხოლოდ დემოგრაფიული აღწერა - რამდენი დაიბადა თუ გარდაიცვალა, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი. ქვეყანაში შობადობა დაბალია, ეს სამწუხაროდ ნამდვილად ასეა, მაგრამ ეს არ არის თვეების და ერთეული წლების პრობლემა“, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოსმენისას ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, ეს პრობლემა 90-იანი წლებიდან მოდის, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობა, ეკონომიკური სიდუხჭირე, შიდა ომები იყო და ა.შ.

„დაგეგმილი მქონდა, რომ აქცენტები გამეკეთებინა უფრო პოლიტიკურ ასპექტებზე, მაგრამ დემოგრაფიულმა საკითხებმა არაერთხელ გაიჟღერა დარბაზში. მოხარული ვარ, რომ ეს საკითხი უკვე წამოიწია და ამაზე საუბრობს არაერთი დეპუტატი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ როდესაც ქვეყანას აქვს ტერიტორიის 20% დაკარგული, ხელისუფლებას არ აქვს უფლება გარისკოს საკუთარი ტერიტორიების დაკარგვა და როცა ქვეყანას აქვს დემოგრაფიული პრობლემები, ხელისუფლებას, ასევე, არ აქვს უფლება იმისა, რომ საკუთარი მოქალაქეები და მით უმეტეს ახალგაზრდები გაწიროს წინასწარ წაგებული ომისთვის.
როცა ვსაუბრობთ დემოგრაფიაზე, ეს არ არის მხოლოდ დემოგრაფიული აღწერა - რამდენი დაიბადა თუ გარდაიცვალა, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი. ქვეყანაში შობადობა დაბალია, ეს სამწუხაროდ ნამდვილად ასეა, მაგრამ ეს არ არის თვეების და ერთეული წლების პრობლემა. ეს პრობლემა 90 -იანი წლებიდან მოდის, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობა, ეკონომიკური სიდუხჭირე, შიდა ომები იყო და ა.შ მას შემდეგ ქვეყანაში შობადობა დაბალია.

სწორედ, ახლა არის დემოგრაფიის სარკისებური ასახვა - დღევანდელ პერიოდში რომ ჩვენთან იმაზე ნაკლები ბავშვი იბადება, ვიდრე იბადებოდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ყველაზე მაღალი შობადობა იყო 1961 წელს, როცა 104 ათასი ახალშობილი გაჩნდა, დღეს ეს მაჩვენებელი ამის ნახევარიც არ არის. მეტიც, ერის აქტიური დაბერების პროცესი მიმდინარეობს და თუ მე -20 საუკუნის პირველ ნახევარში 741 ათასით აჭარბებდა ბავშვთა რაოდენობა ხანდაზმულთა რაოდენობას, დღეს აბსოლუტურად პირიქითაა - 100 ათასით აჭარბებს ხანდაზმულთა რაოდენობა ბავშვების რაოდენობას.
რა თქმა უნდა, ეკონომიკური წინსვლა მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. ზოგადად, ქვეყნებისთვის არის ამდაგვარი მახასიათებელი - განვითარებად ქვეყნებში უფრო მეტი ბავშვი იბადება, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. ასე რომ, ეკონომიკასთან პირდაპირ კავშირში ეს საკითხი არ არის. ეროვნულ იდეოლოგიას, ოჯახურ ტრადიციებს, ფასეულობებს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რაზეც აქცენტს აკეთებს მმართველი გუნდი და საპარლამენტო ოპოზიციაც მათ გვერდში ვდგავართ. დაბალი შობადობა და ბავშვებისა და ახალგაზრდების რაოდენობრივი კლება ქვეყნის უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის საკითხია.

როდესაც ჯარი არ არის იმ რაოდენობის და იმ შესაძლებლობის, რაც საჭიროა, რა თქმა უნდა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. ასევე, როდესაც მწარმოებელ ფენას, რომელიც ქმნის ეკონომიკას, აჭარბებს ხანდაზმულთა რაოდენობა, რომელიც ფინანსური რესურსის მიმღებია - ეს უკვე, საფინანსო უსაფრთხოების საკითხია. ხაზს გავუსვამ, რომ ერის დაბერება არ არის ნეგატიური პროცესი. ეს არის დემოგრაფიის გარდაქმნის გარდაუვალი პროცესი და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ეს უნდა შევაჩეროთ. საჭიროა სწორი პოლიტიკის წარმოება, რომ ასეთი საფრთხეები იქნეს თავიდან აცილებული“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751038020

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ვადგავართ ჩვენს გზას, მთავარი ამოცანაა ეროვნული ინტერესების გატარება, მშვიდობის შენარჩუნება ჩვენს ქვეყანაში, რაც ბევრმა ბიუროკრატმა ვერ გვაპატია

„ჩვენი დღის წესრიგი არის ის, რომ გავაგრძელოთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. 60%-მდე არის უკვე შესრულებული, ევროკომისია უწევს მონიტორინგს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ო...

ლევან მაჭავარიანი

1751035991

ახალი ამბები

პროკურატურამ სოფელ კაბალში განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გ...

შემთხვევები

1751035452

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ჯერ ვერ აღიქვამენ იმას, რომ „ლელოც“ და ბატონი გახარიას პარტია იგივე ძალებს ემსახურებიან და ფსონს მათზე აკეთებენ

ოპოზიციის გადასაწყვეტი არ არის - როგორც დაუგეგმავენ, ისე მიიღებენ მონაწილეობას. თუ ეტყვიან, რომ ბოიკოტი გამოუცხადონ ამ არჩევნებს, არ მიიღებენ მონაწილეობას, რასაც ისინი აცხადებდნენ თვეების განმავლობაში...

ლევან მაჭავარიანი

1751035331

საზოგადოება

ორბანმა ევროკავშირის ხელმძღვანელობა უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით შეუძლებელი დაპირებების მიცემაში დაადანაშაულა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის ხელმძღვანელობა უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით შეუძლებელი დაპირებების მიცემაში დაადანაშაულა. მისი თქმით, უკრაინის...

ვიქტორ ორბანი

1751030792

საზოგადოება

პრემიერი: ჰესებთან მიმართებაში დამკვიდრებული იყო შანტაჟის პრაქტიკა, გამოჰყავდათ ხალხი და წილში უჯდებოდნენ ინვესტორებს, ნებისმიერ მცდელობას, ხელოვნური დაბრკოლება შეექმნას სტრატეგიული ეკონომიკური პროექტებს, სახელმწიფო დაუპირისპირდება

ჰესებთან მიმართებაში აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკა იყო დამკვიდრებული, მათ შორის იყო შანტაჟის პრაქტიკა, როდესაც გამოჰყავდათ ხალხი და შემდეგ წილში უჯდებოდნენ კონკრეტულ ინვესტორებს, კონკრეტული ფაქტები ვი...

პრემიერი, კობახიძე