მამუკა მდინარაძე: პარლამენტის ტრიბუნიდან პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსის და ლიდერის ხედვა მოვისმინეთ

„ქვეყნის ლიდერი დღეს ჩვენ საქმეზე გველაპარაკებოდა და საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან მოვისმინოთ პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსის და ლიდერის ხედვა. ჩვენ დღეს საქმეზე ორიენტირებული მოხსენება მოვისმინეთ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრის მოხსენების შემდეგ გამოსვლისას.

მისივე თქმით, იმ იდეების მხარდაჭერისთვის, რომელიც დღეს საზოგადოებამ საპარლამენტო ტრიბუნიდან მოისმინა, პირველ რიგში, საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ საკუთარ თავს კითხვა უნდა დაუსვას თუ როგორი საქართველოს აშენება უნდა.


„რამდენიმე წლის წინ რომელიმე ჩვენგანს რომ ეთქვა, რომ საქართველო შეიძლება გახდეს ევროპული ღირებულებების დისტრიბუტორი ევროპაში, ალბათ, საშინლად დაგვცინებდნენ, მაგრამ დღეს, აბსოლუტურად რეალური გახდა, საბედნიეროდ და სამწუხაროდ! საბედნიეროდ იმიტომ, რომ ჩვენ ამის თქმის საფუძველი გვაქვს და ჩვენ ეს შეგვიძლია, რადგან ჩვენთვის ევროპა და ევროპულობა არის ქრისტიანული ღირებულებების, ოჯახისა და მშობლების, სარწმუნოების პატივისცემა, სამშობლოს განცდა, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის პატივისცემა.
სამწუხაროდ - იმიტომ, რომ საჭირო გახდა ამის დისტრიბუცია ევროპაში, რადგან ევროპელმა ლიდერებმა დღეს სამწუხაროდ, მთლიანად გამოფიტეს ევროპა ევროპულობისგან. ამიტომ, ჩვენ გვიწევს ისეთი სიტყვების, ფრაზების, წინადადებების თქმა და ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომ ევროპელებს, ევროპას ვუთხრათ - დღევანდელი ბიუროკრატიის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი არ ემსახურება ევროპულ ღირებულებებს. ზოგადად, არ ემსახურება ადამიანურ ღირებულებებს. ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა, რომელიც განახორციელებს ამ ღირებულებებზე სწორ ორიენტაციას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, წლების განმავლობაში მილიონობით დოლარით და ევროთი ფინანსდებოდა მშობლების და ოჯახის პატივისცემის საწინააღმდეგო კამპანია.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ წარსულის, მშობლების, ოჯახის პატივისცემაზე, წლების განმავლობაში ათეულობით მილიონი დოლარით თუ ევროთი ფინანსდებოდა ამის საწინააღმდეგო არაერთი კამპანია, ამიტომაც ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ წარსულის პატივისცემაზე დაფუძნებული ზრუნვა მომავალზე არის იმის გარანტია, რომ მომავალმა თაობებმაც პატივი სცენ საკუთარ წარსულს და ღირსეული მომავალი უზრუნველყონ“, - განაცხადა მდინარაძემ და დასძინა, რომ „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის ინტერესებზე წინ არავის დააყენებს.

„ჩვენ წარმოვადგენთ ქართველ ხალხს, მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხს და არცერთი ჩვენგანი არავის სხვას! და თუკი რაიმე იქნება გასათვალისწინებელი, ქართველი ხალხისა და ერთმანეთის წინაშე პირობას ვდებთ, რომ არცერთ შემთხვევაში უპირატესად არ გავითვალისწინებთ არავის, გარდა ქართველი ხალხისა.და ვინ არის ეს გუნდი და ვინ ვართ ჩვენ? ვინ არის „ქართული ოცნება“? „ქართული ოცნება“ არის აი ეს გუნდი, 41 ათასზე მეტი წევრი, ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, რომელმაც 2011 წლიდან მოყოლებული დღემდე უღალატოდ მოაღწია და ასე თამამად შეუძლია საუბარი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751044378

სპორტი

ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ მსუბუქი წონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა. 29 ივნისს ლას ვეგასში 28 წლის ქართველი მებრძოლი 35 წლის ბრაზილიელს, ჩარლზ ოლივეირას შეხვდ...

ილია თოფურია

1751043607

ახალი ამბები

სოზარ სუბარი პრემიერს: ქვეყანაში ენერგეტიკული პროექტების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, პრემიერს კითხვებით მიმართა. სოზარ სუბარმა ისაუბრ...

სოზარ სუბარი

1751042136

ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე: როცა ელჩები ერევიან საარჩევნო პროცესებში, მოუწოდებენ ამომრჩევლებს, მიიღონ იმდაგვარი გადაწყვეტილება, რაც გარე დაკვეთისთვის იქნება მისაღები, ვფიქრობ, ასეთმა ელჩებმა უნდა დატოვონ საქართველო

„თუ საჭიროა, ასეთმა ელჩებმა უნდა დატოვონ საქართველო. გთხოვთ, უფრო პრინციპულები იყოთ და პრინციპულობა არ გამოიხატებოდეს მხოლოდ სათქმელში“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხ...

 დიმიტრი ხუნდაძე

1751038020

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ვადგავართ ჩვენს გზას, მთავარი ამოცანაა ეროვნული ინტერესების გატარება, მშვიდობის შენარჩუნება ჩვენს ქვეყანაში, რაც ბევრმა ბიუროკრატმა ვერ გვაპატია

„ჩვენი დღის წესრიგი არის ის, რომ გავაგრძელოთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. 60%-მდე არის უკვე შესრულებული, ევროკომისია უწევს მონიტორინგს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ო...

ლევან მაჭავარიანი

1751035991

ახალი ამბები

პროკურატურამ სოფელ კაბალში განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გ...

შემთხვევები