დიმიტრი სამხარაძე: გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები რომელთაგან, ბიძინა ივანიშვილს არავინ განურჩევია პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილების გამო და დღეს, გადამთიელების დავალებებით, მანქურთი რადიკალები ცდილობენ ეს ყველაფერი წაშალონ

„ყველა ის პროექტი და ქველმოქმედება, რომელიც ერისკაცმა განახორციელა, ემსახურება ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს გაძლიერებას, წინაპრების დანატოვარის გადარჩენას, მომავალი თაობებისთვის სიწმინდეების, ტაძრების, ქართული სიამაყისა და ტრადიციების გადაცემას და ქართველი ერის ერთობას“,  - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, „შავ სიაში“ მყოფ 600 ათასზე მეტ მოქალაქეს, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უპრეცედენტო ქველმოქმედების შედეგად, მეორე შანსი მიეცა, დღეს კი რადიკალები ცდილობენ, ეს ყველაფერი წაშალონ.

„დიახ, ერთ საქველმოქმედო პროექტსაც კი ვერავინ დამისახელებს, რომელიც რაიმე პოლიტიკური ნიშნით ან მოქალაქეების პარტიული კუთვნილების მიხედვით იყო განხორციელებული! ასე მოხდა მაშინაც, როდესაც უპრეცედენტო ქველმოქმედება განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა, 615 164 მოქალაქეს მიეცა მეორე შანსი! გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები, რომლებიც ოფიციალურ სამსახურს ვერ იწყებდნენ, წარმოების, აგრო თუ მცირე ბიზნესის დასაწყებად სესხს ვერ იღებდნენ და არ ჰქონდათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ იმ პროგრამებში, რომლებითაც დღეს საქართველოს უამრავი მოქალაქე სარგებლობს, „აწარმოე საქართველოში“, სტარტაპების დაფინანსება და სხვა. ბიოგრაფიაში ეწერათ „შავ სიაში მყოფი“ და ყველა კარი ამ ადამიანებისთვის დახურული იყო! 600 ათასზე მეტ საქართველოს მოქალაქეზეა საუბარი, რომელთაგან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავინ განურჩევია პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილების გამო და დღეს, გადამთიელების დავალებებით, მოქმედი მანქურთი რადიკალები ცდილობენ ეს ყველაფერი წაშალონ? ვინ მოგცემთ ამის უფლებას?! ვერ მოიგებთ, რადგან სიმართლეს არ ემსახურებით. გგონიათ, ჩვენი ერი გულუბრყვილოდ დაგიჯერებთ და იმ ტყუილს მივიღებთ, რომელსაც საზოგადოებას თქვენი ჭკუით მოახვევთ თავს? ეს ხომ საზოგადოების შეურაცხყოფაა! განწირულნი ხართ, ფსკერზე დაცემულები და თუ ვინმეს დღეს თქვენი სჯერა, ისიც გზაზე აბნეული 150 აკაცუკია! ყველამ ხომ ვიცით ამათი ხელწერა? ახლა ერისკაცს შეუტიეს დეზინფორმაციების გავრცელებით, შემდეგ მათ კურატორ ევროპარლამენტარებს გამოაგორებენ და ბოლოს კიდევ ერთხელ მოგვთხოვენ, მინიმუმ სკოლებსა და ბაღებში ბავშვებისთვის ჰომოსექსუალობის პროპაგანდის აკრძალვის გაუქმებას, მაქსიმუმ კი ისევ ომით ქვეყნის დანგრევას!“, - წერს სამხარაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787732223

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ ლარსიდან გავრცელებულ ვიდეოზე: უსაქმური პოლიტიკოსების მცდელობა, ზაფხულში შექმნან თემა, ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია

„რასაც ჩვენ ვუყურებთ, არის უსაქმური პოლიტიკოსების მცდელობა, ზაფხულში შექმნან თემა. ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია“, - ასე აფასებს ლევან მახაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გავრცელებულ ვიდეოს ლა...

ლევან მახაშვილი

1787731264

ახალი ამბები

პენიტენციური სამსახური: ირაკლი ნადირაძე და მასთან მყოფი სამი მსჯავრდებული განაწილებული არიან ოთხადგილიან საკანში სტანდარტების სრული დაცვით, მათ რაიმე სახის პრეტენზიით არ მოუმართავთ

ირაკლი ნადირაძე და მასთან ერთად მყოფი სხვა სამი მსჯავრდებული განაწილებული არიან ოთხადგილიან საკანში, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტების სრული დაც...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1787730559

ახალი ამბები

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებული შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს

ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლაშა გზირიშვილი სოციალურ ქსელებში, მათ შორის Facebook გვერდებსა და ჯგუფებში, გააქტიურებული კამპანიების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებ...

 ლაშა გზირიშვილი

1787729197

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობა აღკვეთა - დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტ...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატი

1787728976

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფ...

მიგრაციის დეპარტამენტი