ლევან მახაშვილი: ვიდრე მარტა კოსი ბრიუსელის ფანჯრიდან გამოიხედება და მხოლოდ მონტენეგროს დაინახავს, სჯობს, საქართველოში ჩამოვიდეს, საოკუპაციო ხაზზე წავიდეს, ნახოს, რა რისკების წინაშეა ქვეყანა

მგონი, მარტა კოსისთვის საქართველო საერთოდ არ არსებობს, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში ისე დაფრინავს, შეიძლება, ვერც ხვდება, რომ საქართველოს უნდა გადაუფრინოს. მისგან გასაკვირი არაფერია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თქმით, ევროკავშირის გაფართოების დოკუმენტში ახალი არაფერია.

„თავად ამბობენ, რომ ეს ცვლილებები ე.წ. ხელშეკრულებების ცვლილებების გარეშე უნდა იყოს, რაც წარმოუდგენელია. ბევრი თარიღი გვინახავს, ხან 2022 წელი იყო გადამწყვეტი, ხან – 2026. როგორც ჩანს, ეს ასე გაგრძელდება და იქამდე მივა, რომ 2045 წელი იქნება. ვნახავთ, სიტყვების ნაცვლად, რა ნაბიჯები იქნება გადადგმული ევროკავშირის მხრიდან. მივესალმებით შესაძლებლობას, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა შეძლებისდაგვარად დაიცალოს პოლიტიკური, თუ ანგარიშსწორებითი მიდგომებისგან და მაქსიმალურად იყოს ორიენტირებული კონკრეტულ ნაბიჯებზე, რასაც ესა თუ ის ქვეყანა დგამს“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ლევან მახაშვილის განმარტებით, გაფართოების პოლიტიკა დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ ფაქტორებზე.

„ამ პროცესში საქართველოს „ბრალია“ ის, რომ ომის ფერხულში ჩართვა არ გადაწყვიტა. დღეს საქართველო მშვიდობის ფასს იხდის, როცა ქვეყნის წინააღმდეგ ცილისწამებას და თავდასხმას ხედავს. საქართველო მონტენეგროს მეზობელი რომ ყოფილიყო, შეიძლება, სხვა გადაწყვეტილებები მიგვეღო, მაგრამ, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ჩვენ მონტენეგროს, ან შვეიცარიის მეზობელი არ ვართ და ვერ ვიქნებით. იმ რეგიონში ვართ, სადაც ვართ და გადაწყვეტილებებს ვიღებთ რეგიონული ფაქტორების გათვალისწინებით, მათ შორის სანქციების მიერთების საკითხზე, უკრაინის ომში უფრო ხისტი პოზიციების დაკავების თვალსაზრისით, ასევე, ირანთან, ჩინეთთან, რუსეთთან ხისტი პოზიციების დაკავების მიმართულებით. არასწორია საქართველოს შედარება მონტენეგროსთან, მოლდოვასთან, თუ სხვასთან, რადგან ჩვენ განსხვავებულ რეგიონში ვართ. სამწუხაროდ, ჩრდილოეთით ის მეზობელი გვყავს, ვინც გვყავს. ხვალ ეს ჩრდილო მეზობელი ოკეანე ვერ გახდება, სამწუხაროდ, ისევ ის იქნება. საქართველო გადაწყვეტილებებს იღებს იმის გათვალისწინებით, სად ვიმყოფებით, როგორი მეზობელი გვყავს და ა.შ.

ვიდრე მარტა კოსი ბრიუსელის ფანჯრიდან გამოიხედება და იქიდან მხოლოდ მონტენეგროს დაინახავს და საქართველოს ვერა, რომელიც შავი ზღვის მეორე მხარესაა, სჯობს, საქართველოში ჩამოვიდეს და „ესპრესოს“ თბილი და გემრიელი ყავით, იქნებ, რეგიონი ლამაზად დაინახოს – საქართველოში ჩამოვიდეს, საოკუპაციო ხაზზე წავიდეს, ნახოს, რა ხდება, რა რისკების წინაშეა ქვეყანა. ეს ადამიანი საქართველოში ნამყოფიც არ არის“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787731264

ახალი ამბები

პენიტენციური სამსახური: ირაკლი ნადირაძე და მასთან მყოფი სამი მსჯავრდებული განაწილებული არიან ოთხადგილიან საკანში სტანდარტების სრული დაცვით, მათ რაიმე სახის პრეტენზიით არ მოუმართავთ

ირაკლი ნადირაძე და მასთან ერთად მყოფი სხვა სამი მსჯავრდებული განაწილებული არიან ოთხადგილიან საკანში, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტების სრული დაც...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1787730559

ახალი ამბები

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებული შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს

ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლაშა გზირიშვილი სოციალურ ქსელებში, მათ შორის Facebook გვერდებსა და ჯგუფებში, გააქტიურებული კამპანიების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებ...

 ლაშა გზირიშვილი

1787729197

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობა აღკვეთა - დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტ...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატი

1787728976

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფ...

მიგრაციის დეპარტამენტი

1787727242

ახალი ამბები

რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე პირველი სექტემბრიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა საავტომობილო გადაადგილების დროებითი სქემა, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება. დედაქა...

რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებ