დიმიტრი სამხარაძე: „ნაცი“ რისი „ნაცია“, თუ საზიზღრობა არ დაგაბრალა, ძაღლების ცოცხლად დაწვა რომ თავში მოუვიდათ, გააჟღერეს და მერე დაგვაბრალეს! არანაირი მტკიცებულება, ფაქტი, მოწმე, მხოლოდ „ნაცის“ ნაამბობი

„ნაცი“ რისი ნაცია, თუ საზიზღრობა არ დაგაბრალა, ძაღლების ცოცხლად დაწვა რომ თავში მოუვიდათ, გააჟღერეს და მერე დაგვაბრალეს! არანაირი მტკიცებულება, ფაქტი, მოწმე, მხოლოდ „ნაცის“ ნაამბობი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ნაცი“ რისი ნაცია, თუ საზიზღრობა არ დაგაბრალა? ფსიქოპორტრეტი „ნაცის“ ხომ ყველამ ვიცით? იმას დაგაბრალებს, რასაც თვითონ აკეთებდა და იცის რასაც ასრულებდა, დეტალებში გადმოიტანს, მოგაცხებს უფრო დამაჯერებელი რომ გამოიყვანოს თავისი ტყუილი!

„ნაცი“ ციხეში აწამებდა, აუპატიურებდა, კლავდა პატიმრებს და დღეს როდესაც ტელევიზორ-მაცივრით აღჭურვილი ნაც-პატიმრის ციხის დატოვებას ვუყურებთ, რეპრესირებულ ნაწამებ ნაცად წარმოაჩენს! ჩასუქებული, ფერზემოსული, პატიმარი ნაწამები ნაცი!

ციხეში ჭამისგან გასუქებით ნაწამებ „ნაცებს“ შორის, 2 ცალი გამხდარი „ნაციც“ ვნახეთ! მელია და ვაშაძე! ციხეში ჯანსაღი კვებით გამხდარი „ნაცი“, ღვიძლის გაცხიმოვნებისგან განკურნებული, გაახალგაზრდავებული „ნაცი“! ახლა რატომ ვყვები ამ ყველაფერს? „ნაცს“ სხვანაირად არ შეუძლია იარსებოს, თუ შფოთს არ შემოიტანს საზოგადოებაში და მერე ის ამით საზრდოობს, დასცინის საზოგადოებას, რომ მოგონილი ტყუილით ალაპარაკებს, ნერვებს უშლის, ქვეყანას განვითარებაში ხელს უშლის!

პირადად ჩემთვის „ნაცი“ გაჩენიდან, ვარდების რევოლუციიდან, უკვე მატყუარას ნიშნავდა და მის წამოწყებულ სიაფანდობას არასოდეს ავყოლილვარ! ვერ მივართმევ რომ დამცინოს და მაბოთავოს თავის ჭკუაზე, უკვე ავტომატურად მაქვს გამომუშავებული, რომ იქ სადაც „ნაცი“ მიეცხება, ტყუილი და დეზინფორმაციაა!  „ნაცის“ მსხვერპლი რომ არ აღმოჩნდე, მხოლოდ ერთი რამ უნდა გააკეთო! უმარტივესია, უადვილესი! გ ა დ ა ა მ ო წ მ ო „ნაცის“ ნათქვამი! 100-დან 90-თი კი, არადა ასივე ტყუილი აღმოჩნდება!

ახლა რაც შეეხება, ძაღლების ცოცხლად დაწვა რომ თავში მოუვიდათ, გააჟღერეს და მერე დაგვაბრალეს! არანაირი მტკიცებულება, ფაქტი, მოწმე, მხოლოდ ნაცის ნაამბობი! მეგობრებო! ცხოველზე არაადამიანური მოპყრობა ისჯება კანონით და ითვალისწინებს მრავალი წლით ციხეში ყოფნას.

ამიტომ, დამიჯერეთ, ორი თავი არავის აქვს, მით უმეტეს კარგად იცის ყველამ, რომ სამართალდამცავი უწყებების ახალი ხელმძღვანელობა არავის უტარებს კანონდარღვევას! ეს არის ფაქტი! დანარჩენი „ნაცების“ წამოწყებული საკუთარი წარსულიდან ბინძური ისტორიის სხვაზე დაბრალებაა!“, - აცხადებს დიმიტრი სამხარაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775145554

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: სლოვაკეთი ყოველთვის იყო და კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად, რასაც გულწრფელად ვაფასებთ მეც და მთელი საქართველოც

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილისა და სლოვაკეთის პრეზიდენტის პეტერ პელეგრინის შეხვედრის შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტს მასპინძლობისა და შინაარს...

მიხეილ ყაველაშვილი

1775143948

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: გიორგი ბარამიძე იმ ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო, რომლის მმართველობის დროს ქუჩებში ადამიანებს ცხოველებივით კლავდნენ, უსწორდებოდნენ და მძიმე დანაშაულები დაუსჯელი რჩებოდა

„გიორგი ბარამიძე ცხოველთა დამცველი თუ იყო არ ვიცოდი, ჰუმანიზმზე ლექციებს კითხულობს, „არ მოკლა, მოუარეო“ წერს ძაღლზე, მაგრამ სვანეთის სპეცოპერაციაზე კრინტსაც არ ძრავს“, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე...

დავით ჩიხელიძე მამუკა ხაზარაძე

1775141977

ახალი ამბები

გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ, სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა - ავაზაკების კრიტიკა ერთია, მაგრამ ყველა ნაცკრიმინალმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა და აღნიშნა, „ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩ...

ექსპერტი

1775141818

მსოფლიო

ჩინეთის საგარეო უწყება: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხების ძირეული მიზეზი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული უკანონო სამხედრო ქმედებაა

პეკინმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის ძალების მხრიდან ირანში განხორციელებული „უკანონო სამხედრო ქმედება“ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის შეფერხების მთავარი მიზეზია. პე...

ჰორმუზის სრუტ

1775138898

ახალი ამბები

თბილისის მერია ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციაზე: მოქალაქეთა ჯგუფი შენობაში თვითნებურად შეიჭრა და ვეტერინარებს საქმიანობაში ხელი შეუშალა

თბილისის მერია ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციას განცხადებით გამოეხმაურა. როგორც თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული, აქციის მიმდინარეობის დროს მოქალაქეთა ჯგუფი შენობაში თვითნებურად შეიჭრა დ...

თბილისის მერია