დავით მათიკაშვილი ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ გამოსავლაზე: გარეშე ძალებიდან ცდილობენ მიიღონ სასიცოცხლო ენერგია, რომელიც პირველ რიგში მათი დაფინანსებით გამოიხატება, რომ შემდეგ დესტრუქცია განახორციელონ საკუთარ ქვეყანაში
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, ნიდერლანდების პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.
მისი თქმით, რადიკალები ცდილობენ გარე ძალებიდან მიიღონ სასიცოცხლო ენერგია, რასაც დაფინანსება ჰქვია.
„ასე დარბიან ხან ნიდერლანდებში, ხან ბრიუსელში, ხან სხვადასხვა ქალაქებში რადიკალები, ქვეყნის მოძულე ძალები და იმის ნაცვლად, რომ საკუთარ ხალხთან იქონიონ კონტაქტი და საკუთარი ხალხი დაარწმუნონ მათი შეხედულებების მართებულობაში, რასაც რა თქმა უნდა ვერ შეძლებენ, ისინი სხვა გარეშე ძალებიდან ცდილობენ მიიღონ ენერგია, სასიცოცხლო ენერგია, რომელიც პირველ რიგში მათი დაფინანსებით გამოიხატება, რომ შემდეგ დესტრუქცია, დეგრადირებული დღის წესრიგი საკუთარ ქვეყანაში ანტიქართული მიმართულებით განახორციელონ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამჯერად ნიდერლანდების პარლამენტში გამოვიდნენ სიტყვით. გამომსვლელებს შორის არის ეკა გიგაური, რომელმაც სანქციების მნიშვნელობაზე და დამატებითი მექანიზმების მოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა.
1775136467
ახალი ამბებილაშა ავალიანი: ყველა წაყვანილი ძაღლი, ეტაპობრივად დაბრუნდება იმავე ტერიტორიაზე, გუშინ 57 ძაღლიდან უკვე დაბრუნდა 28, რომელთაც არ დასჭირდა სტერილიზაცია კასტრაცია და მხოლოდ ვაქცინაცია ჩაუტარდათ
მინისტრის მოადგილემ მიუსაფარი და პატრონიანი ცხოველების მართვის მასშტაბურ პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილზე გასულ ჯგუფებს დახვდებათ პოტენციურად დაინტერესებული პირი, მოხდება შეფასება ცხოველების...
1775135416
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6989 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6994 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1775134484
ახალი ამბებისახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პირველი კვარტალის გეგმა 170%-ით შესრულდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის პირველი კვარტალის საპრივატიზებო გეგმა 170%-ით, გადაჭარბებით შეასრულა. აქტიური პრივატიზაციის შედეგა...
1775132957
საზოგადოებაარჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა
არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა. მის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფ...
1775130804
მსოფლიომაკრონის თქმით, ჰორმუზის სრუტის ძალის გამოყენებით გახსნა „არარეალურია“
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნის მიზნით სამხედრო ოპერაციის დაწყება არარეალური იქნება. მაკრონის ეს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დო...





























