„ფარა“ აშშ-ში დღესაც დიდი წარმატებით მოქმედებს, მარტო ფაშისტების წინააღმდეგ რომ ყოფილიყო მიღებული, მაშინ კანონს გააუქმებდნენ“ - მამუკა მდინარაძე

„არგუმენტებად მოჰყავთ, „ფარა“ 1938 წელს მიიღეს ფაშისტების წინააღმდეგო. ფაშისტების წინააღმდეგ კი მიიღეს, მაგრამ დღესაც მოქმედებს დიდი წარმატებით, დღესაც უყურებენ ამერიკელები გამოწვევას, რომელიც თურმე აღმოფხვრილი არ არის“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

მდინარაძის თქმით, „ფარა“ ერთ-ერთი აქტუალური კანონია აშშ-ში და შარშან „ფარას“ კანონის პირდაპირ თარგმანსაც რუსული კანონი დაარქვეს. 

 
„ბატონმა ვაშაძემ, რომელიც გაძევებულია, დაიწყო საუბარი უნგრეთის მაგალითებზე და თქვა, რატომ ცრუობთო. თვითონ იცრუა, რადგან მსოფლიოში არ არსებობს ისეთი პრეცედენტი, სადაც კანონში პირდაპირ მითითებულია მტრული, მოყვრული, მეგობარი, მეზობელი, ნათესავი სახელმწიფოები. ასეთი, უბრალოდ, არ არსებობს და ვინც ამას იტყვის, ყველა იტყუება. ვგულისხმობ ცივილიზებულ სამყაროს, ბატონი რომანი მიუთითებდა რაღაც ქვეყნებს, მათ კანონმდებლობას არც ვიცნობ.

საფრანგეთის შემთხვევაში, დაზვერვის ანგარიშში ეწერა, მათ შორის, რუსეთიც, ჩინეთიც, აშშ-იც. მათთან დაკავშირებითაც ეწერა, რომ ეკონომიკურ საკითხებში ერევა, ძირს უთხრის საფრანგეთის ეკონომიკას, ასეთი საკითხები. ე.ი. თქვენი ლოგიკით, საფრანგეთს, კანონი რომ მიიღო ახლა ქვედა პალატამ, თურმე მტრულ სახელმწიფოებად დაუსახელებია რუსეთი, ჩინეთი და მათთან ერთად აშშ. არ მინდა, ხისტად ვისაუბრო, მაგრამ არ უნდა იკადროთ ასეთი ტყუილი, როცა საუბრობთ მხოლოდ რუსეთსა და ჩინეთზე და ამ შემთხვევაში, არა ამერიკაზე, რომელიც ახსენეს ფრანგებმა. სინამდვილეში, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მტრულ სახელმწიფოებზე საუბრობენ, ნიშნავს, რომ მეგობარი სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეებზეც ლაპარაკობდნენ. არგუმენტებად რომ ამბობთ ხოლმე, „ფარა“ 1938 წელს მიიღეს ფაშისტების წინააღმდეგო, ფაშისტების წინააღმდეგ კი მიიღეს, მაგრამ დღესაც მოქმედებს „ფარას“ კანონი დიდი წარმატებით. ერთ-ერთი აქტუალური კანონია აშშ-ში და შარშან პირდაპირი თარგმანი რომ გააკეთა „ხალხის ძალამ“, იმასაც რუსული კანონი დაუძახეთ, გასაგებია ეს ყველაფერი. დღესაც მოქმედებს. ე.ი. მისი მოქმედების არეალი დღესაც ვრცელდება და დღესაც უყურებენ ამერიკელები გამოწვევას, რომელიც თურმე აღმოფხვრილი არ არის, თორემ მარტო ფაშისტების წინააღმდეგ რომ ყოფილიყო მისი მიზნობრიობა, მაშინ კანონს გააუქმებდნენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715778804

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7323 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6866 ლარი იყო.  გამყარდა ევრო, რომლის...

კურსი

1715777892

სოციალური მედია

„აქციების ირგვლივ რაც ხდება, ესაა საზოგადოებაში პანიკის დათესვის მორიგი ხელოვნური მცდელობა!“ - რას წერს ლუკა ეხვაია

„ყოველთვის, როდესაც საუბრობენ დასავლეთის კულტურული პოლიტიკიდან მომდინარე საფრთხეებზე, როგორიცაა LGBTQ+ პროპაგანდა და ზოგადად, დასავლური კულტურული ჰეგემონია, მხედველობიდან რჩებათ, რომ აშშ-ის ჰეგემონიურ...

ლუკა ეხვაია

1715774163

ახალი ამბები

გიორგი მამარდაშვილი „ნიუკასლის“ ინტერესის სფეროშია

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ნიუკასლ იუნაიტედის“ ინტერესის სფეროშია.  როგორც Marca იტყობინება, ინგლისურ კლუბში ნიკ პოუპის, მარტინ დუბრავკას და ლორის კარიუსის თამაში...

იტალია

1715770384

საზოგადოება

რას ამბობს მერაბ დვალიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ ავარიაში მოყვა

ქართველი „რკინის კაცი“, იგივე მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და თავის გამომწერებს ცხოვრებისეულ სიახლეებსა და სახალისო მომენტებს ხშირად უზიარებს. ამჯერად სპორტსმენის მორიგი ვიდეო ვრც...

ააა

1715768526

სპორტი

„UFC ესპანეთის თარიღი უკვე ვიცი“ - ილია თოფურია

UFC-ის ქვემსუბუქი წონის მოქმედმა ჩემპიონმა, ქართველმა ილია თოფურიამ სოციალურ ქსელ X-ის გვერდზე დაწერა, რომ უკვე იცის, როდის ჩატარდება ორგანიზაციის ღონისძიება ესპანეთში. როგორც ჩანს, 27 წლის დაუმარცხებ...

მებრძოლი ილია თოფურია