გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყანა და ევროკავშირი, მათ შორის საქართველო, უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას შეუერთდნენ
გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყანა და ევროკავშირი, მათ შორის საქართველო, შეუერთდნენ უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას, რომელშიც რუსეთს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. დოკუმენტი 23 სექტემბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
განცხადების ხელმომწერებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და ღრმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის მიერ უკრაინის მასშტაბით მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მოქმედებების ესკალაციის გამო.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2025 წლის მარტიდან უკრაინა სრულ, დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა.
„მოვუწოდებთ რუსეთს, ბოლოს და ბოლოს, გააკეთოს იგივე, ეს აუცილებელი ნაბიჯია კონსტრუქციული დიპლომატიისა და მშვიდობისკენ მიმავალი მოლაპარაკებების გზაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, განცხადებით რუსეთს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ყველა თვითნებურად დაკავებული, იძულებით გადაადგილებული ან დეპორტირებული უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის, განსაკუთრებით ბავშვების, უკრაინაში დაბრუნება. ასევე, ყველა სამხედრო ტყვის დაბრუნება.
„უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის. ჩვენ მშვიდობისკენ ვისწრაფვით. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესია, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და კონსტრუქციულად ჩაერთოს ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევ მოლაპარაკებებში, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ.
განცხადების ხელმომწერ ქვეყნებს შორის არ არის ამერიკის შეერთებული შტატები.
განცხადების მხარდამჭერი ქვეყნები არიან: უკრაინა, ალბანეთი, ანდორა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, კოსტა-რიკა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, ჰონდურასი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სამხრეთ კორეა, მოლდოვა, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია და გაერთიანებული სამეფო.
1790179717
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება. როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპი...
1790178569
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასა...
1790176509
ახალი ამბებიგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფ...
1790174901
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა
2026 წლის 22 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ...
1790174011
საზოგადოებაირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში მშვიდობის თემაზე ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომელიც ფინეთის ორგანიზებით, მშვიდობის თემაზე გაიმა...






























